ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნებიერა
ჟანრი: პოეზია
13 ნოემბერი, 2011


* * *

ჩაუწვავ სანთელს გამალებით სულს რად უბერავ...
ასე გსურს ჩაქრეს? - ნება შენია...
ამქვეყნად ყველა ჭკვიანიც კი ცოტას უბერავს...
იქნებ ჩაქრობა (უნებურად?) შენი სენია...
იქნებ შიში გაქვს სანთლის შუქმა არ შვას ხანძარი?..
თვალს დახუჭავ და სინამდვილედ იქცა მირაჟი...
იქნებ ტყუილად აგიშენე გულში ტაძარი...
და ამ ლექსითაც გაიზარდა მხოლოდ ტირაჟი...
ვიცი ყველაფერს რომ გადაწყვეტს ისევ განგება...
იქნებ ერთ წამში წაიშალოს კიდეც აღთქმები...
სანთელს ჩააქრობ? ხსოვნას ფერფლი მაინც დარჩება
და ფენიქსივით მეც ოდესმე ისევ აღვდგები...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები