ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნებიერა
ჟანრი: პოეზია
24 ნოემბერი, 2011


ეეეჰ!

ჩემს გულისტკივილს ვერ აიტანს შენი თვალები,
შემომხედავ და უფრო ძლიერ მომეფერები...
ვიცი, ზურგს უკან გადაკეტავ საკეტს წვალებით
და თეთრი ტილო ატირდება სევდის ფერებით...
წარსულს ვერაფრით გაახუნებს წყენის წამები;
ის მელოდია არ შექმნილა ყალბი ბგერებით...
ჯავრის მომკვლელად საფერფლეში განაწამები
ტირის ნამწვავი... მაგ ტუჩებით მონაფერები...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები