ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანი მატისი
ჟანრი: პოეზია
5 მარტი, 2012


გული - ფოტოსლაიდი

გახედა ბიჭმა სინათლეზე
გოგოს გულს - როგორც ფოტოსლაიდს
და ვერაფერი დაინახა,
გარდა სიცარიელისა.
და მაშინ დამწუხრებულს, გოგომ უპასუხა:
რომ სწორედ არაფრისგან შეიქმნა სამყარო.
და ბიჭმა, ცხოვრებაში პირველად
იგრძნო თავი ღმერთად!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები