"თვალნი ასხენ და არ ჰხედავენ და ყურნი ასხენ არა ესმით."
შუადღის მზე ბაღში მოსეირნე ორ ადამიანს საკუთარ ჩრდილს ათელვინებდა, თუმცა კი ვერც ერთი ხედავდა ამას და ვერც – მეორე. პირველი – სამიოდ წლის ცისთვალა გოგონა - იმიტომ ვერ ამჩნევდა, რომ მთელი ყურადღება გვერდით მყოფზე გადაეტანა. ცალი ხელით მისი ცერა თითი ჩაებღუჯა და ცდილობდა წინ გადაესწრო, რომ თანამგზავრს მის ნაკვალევზე ევლო, თან შეუჩერებლივ ეტიტინებოდა რაღაცას. მეორე – ოცდახუთ წლამდე, თეთრ სარაფანში გამოწყობილი ქალი, რომელსაც სახელდახელოდ დაწნული გვირილების გვირგვინი დაუდევრად ჩამოფხატოდა ჟღალ თმაზე, - იმიტომ ვერ ხედავდა საკუთარ ჩრდილს, რომ ბრმა იყო. –დე, ააახლა "სკუუპი" უნდა გავაკეთოოოთ... აააი, აშეეე: სკუუპ–სკუუპ–სკუუუპ! –რატომ? – გაეღიმა ჟღალთმიანს. –აქ ჭვიანჭველების ქალაქია. ჰოოოდა, დედიკო ჭვიანჭველამ შახლი ალ დამინგლიოთო, კოხტად გადადითო. –მე რომ არ გამიგონია ეს? –შენ ხომ ჩემი თვალებიც ალ დაგინახავს, მაგლამ გჯელა, ლომ სენსავით დიიიდი და ცისფელი თვალები მაქვს? დამიჯელე ლა, დეე... –ლილე, არ გინდა, სადმე ჩამოვჯდეთ და ყვავილები დამიკრიფო? –მინდა, მინდაა! იქ ლომ მჭვანე გვილილაა, იმან მითლა მომჭყვიტეო. –ლილე, რამდენჯერ გითხარი, რომ გვირილა თეთრია? –ალაა, დეე... მალთლა მჭვანეა და ჭითელი თვალები აქვს. ხომ გჯერა? –მჯერა... მჯერა, შე მატყუარა. მიმიყვანე ახლა სკამამდე და დამიკრიფე ეგ შენი წითელთვალება გვირილები. – გაუღიმა კესარიამ შვილს. პატარამ სასწრაფოდ მიაცილა სკამამდე დედა და გაზონზე გადავიდა სირბილით. შუადღის ბაღში სიჩუმეს მხოლოდ ბუზების ბზუილი და ლილეს ტიტინა ხმა არღვევდა, გვირილებს რომ უყვებოდა, დედიკოს არ სჯერა წითელი თვალები რომ გაქვთო. წითურს წარსული კადრებად გაუნათდა გონებაში:
==========
–პირველივე კონსულტაციაზე რატომ არ მითხარით, რომ მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემა გქონდათ? ახლა ამან შეიძლება სერიოზული სირთულის წინაშე დაგვაყენოს. ადვილი სავარაუდოა, რომ მშობიარობამ ხედველობის გაუარესება, ან სულაც დაკარგვა გამოიწვიოს. ჯერ კიდევ არ არის გვინ ნაყოფი მოიშოროთ. თვალებზე იმკურნალებთ და მერე თავისუფლად შესძლებთ ხელახლა დაორსულებასა და ბავშვის გაჩენას. მით უმეტეს, რომ ძალიან ახალგაზრდა ხართ და საჩქაროც არაფერია. –არა, ექიმო, რას ამბობთ? მე უკვე ვგრძნობ, როგორ უცემს გული ჩემს ორგანიზმში პატარას... მის პატარა სხეულს ვგრძნობ, ექიმო. –კესარია, თქვენ კიდევ ბევრჯერ გექნებათ შანსი, დედობა შეიგრძნოთ. რატომ უნდა გარისკოთ საკუთარი ჯანმრთელობით? თან თქვენს მეუღლესაც ველაპარაკე და მისთვის თქვენი კარგად ყოფნა ყველაზე მნიშვნელოვანია. –თქვენ გყავთ შვილი, თამარ ექიმო? –მყავს, მაგრამ ეს რა შუაშია? – სიბრაზემ გაიელვა ექიმის ჭროღა თვალებში – ჩვეულებრივ სიტუაციაში, მეც არავის ვურჩევ ნაყოფის მოცილებას, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა დედის ჯანმრთელობა დევს სასწორზე და აბორტი გამართლებულია. –საკუთარი შვილის მკვლელობას რა გამართლება აქვს, ექიმო? სიმხდალის გამო, ჩემი ჯერარშობილი ჩვილი გავწირო? არამც და არამც!!! ჩემი შვილი აუცილებლად დაიბადება, თუნდაც მხედველობის დაკარგვის ხარჯზე და მორჩა ამ თემაზე საუბარი!
ექვს თვეში მართლაც გაჩნდა ლილე და სწორედ მისი გაჩენის დღეს დაინახა კესარიამ მზის სხივი უკანასკნელად, იმ ღვთისმშობლის ხატსაც ბოლოჯერ მოავლო თვალი, შვილის ჯანმრთელობას რომ შესთხოვდა მთელი ცხრა თვე... იმავე დღეს, გოგონამ შვილის თვალებით დაუწყო სამყაროს ყურება. მალე ლილე ცოტა წამოიზარდა და მხიარულ მეგზურობას უწევდა უსინათლო დედას.
ექიმების ვარაუდით, მკურნალობას რამდენიმე თვეში მხედველობა უნდა აღედგინა ჟღალთმიანისთვის, მაგრამ ყველა ცდა უშედეგოდ დასრულდა. ერთადერთ იმედად თვალების გადანერგვა რჩებოდა, რომელიც ძალიან რთული პროცესი იყო, როგორც სამედიცინო, ასევე იურიდიული თვალსაზრისით, ამასთან დონორის მოძებნაც არ იყო ადვილი. კესარიას ქმარს, რომელიც ყველა ღონეს ხმარობდა ცოლისთვის თვალის ჩინის დასაბრუნებლად, ერთ დღეს საზღვარგარეთ მყოფმა ნაცნობმა აცნობა , რომ "შავ ბაზარზე" გოგონასთვის გადასანერგად ვარგისი მხედველობის ორგანოს შოვნა იყო შესაძლებელი, მაგრამ კესომ მტკიცე უარი განაცხადა: –ვინ იცის, ჩემთვის ამ გზით მხედველობის დაბრუნება ვის გააუბედურებს, ვის მოუსპობს მზის სხივს...
===========
–დე, იქ ბუცქებსი ყვითელი მგელი ზის, იცი? – სასაცილოდ ხელოვნური აღელვებით უთხრა დედას გვერდით მოსკუპებულმა ლილემ. –მერე, რაო მგელმა, დე? –ლაააო დააა თომა მამა ლომ გეუბნება როჩა არ იჯინებ, მგელი მოვა და შეგჭამშო, სუულ ტყუილიაო. მე კეთილი მგელი ვალ და სენთვის ნაყინი მაქვშო ჯიბეში. –მერე, დე? –მეელე ნაყინი მომჩა, კალამელიანი და გადავსანსლე... უუუფ, უუუფ, ლა კალგი იყოოოო! – თქვა გოგონამ და სასაცილოდ გამობზიკა ტუჩები, თან ხელოვნური კმაყოფილებით იტყაპუნებდა მუცელზე პაწუკა ხელს.
==============
–სახლში სულ რამდენიმე წუთის შესული იყვნენ, როცა კესარიას მობილურმა დარეკა. მისი ექიმი იყო. სთხოვა, სასწრაფოდ მისულიყო მასთან. ცოტა ხანში თომა და კესო ექიმის კაბინეტში ისხდნენ და იმედით ისმენდნენ ამბავს, რომლის თანახმადაც, ახალგაზრდა გოგონა ავარიის შედეგად გარდაცვლილიყო, ხოლო მის მამას ექიმისთვის ეთხოვა, რომ მისი ქალიშვილის თვალები ისეთი ადამიანისთვის გადაენერგათ, ვისაც სჭირდებოდა. მართალია, მონაყოლი ზღაპარს ჰგავდა, მაგრამ კესარია საკმარისად გულუბრყვილო იყო იმისთვის, რომ ეს დაეჯერებინა. რაღაც მომენტში კი გაუკვირდა თომას გულგრილი დამოკიდებულება გარდაცვლილი გოგონას მიმართ, მაგრამ ემოციებით დატვირთულს ამაზე ყურადღება არ გაუმახვილებია.
===============
ოპერაციამ, რომელიც ჯერაც ექსპერიმენტის დონეზე ტარდებოდა, წარმატებით ჩაიარა და საავადმყოფოში გონს მოსულმა კესარიამ პირველად დაინახა საკუთარი პირმშო ჭროღა თვალებით...
===============
წლები გავიდა. ცხოვრება ჩვეულ რიტმში ჩადგა. ლილე წამოიზარდა, ის უკვე სკოლის მოსწავლე იყო. ერთხელ ბავშვები სკოლიდან ექსკურსიით წაიყვანეს დედათა მონასტერში. ლილე უცებ გაშინაურდა. ცდილობდა ყველას გამოლაპარაკებოდა, ყველგან მისულიყო... –დე, წამოდი, იქ პატარა წყაროა და ოქროს თევზები დაცურავენ. რამე სურვილი ჩაიფიქრე და აგისრულებენო მითხრა დედაომ წყაროსთან რომ იჯდა. მე ჩავიფიქრე, რომ მალე დაიკო მეყოლოს... შენც ჩაიფიქრე,რა... დე, წამო! კესარია ღიმილით გაჰყვა ანც გოგონას. –დე, თევზებს უთხარი, რომ მალე მაჩუქონ დაიკო... წითური მონაზონს მიესალმა და გვერდით მიუჯდა ხის სკამზე. –მშვიდობა მოგცეს უფალმა, შვილო – თავის აუწევლად უპასუხა სალამზე მონასტრის მკვიდრმა. კესარიას საიდანღაც ეცნო ხმა და ცნობისმოყვარედ დააკვირდა სახეზე გვერდით მჯდომს, რომელსაც თავი მაღლა აეწია და ცისფერი თვალები უსიცოცხლოდ გაეშტერებინა შუადღის ჭყეტელა მზისთვის – გოგონას მოულოდნელობისაგან ააცახცახა – მის გვერდით თამარ ექიმი იჯდა. სახე შეცვლოდა, ნაოჭები მომატებოდა, სათნოება შესძენოდა და რაც მთავარია, მისი ქუთუთოებიდან კესარიას ცისფერი თვალები ირეკლავდნენ შემოდგომის მზეს, ჭროღა თვალების ნაცვლად. –თამარ ექიმო... – გონებისგან დამოუკიდებლად წარმოსთქვეს ჟღალთმიანის ბაგეებმა – იცით? მე... მე კესარია ვარ. –ვიცი... ვიცი, შვილო – ღიმილმა უფრო სათნო გაუხადა მონაზონს სახე – ლილემ იმდენი რამ მომიყვა, ყველაფერს მივხვდი... ძალიან ჭკვიანი გოგონა გყავს. –თამარ ექიმო... დედაო, თქვენ მე მხედველობა დამიბრუნეთ... ჩემს გამო დაბრმავდით, დედაო? –დავბრმავდი? არა, შვილო, ბრმა მანამდე ვიყავი, უდანაშაულო პატარებს რომ დაბადებამდე ვუსპობდი სიცოცხლეს, ბრმა ვიყავი, როცა სხვისი შვილების სისხლში ხელგასვრილი საკუთარი შვილების კეთილდღეობას შევთხოვდი ღვთისმშობელს... ბრმა ვიყავი, სანამ შენ არ დამანახე, რომ სიცოცხლე ყველაზე ძვირფასი ძღვენია უფლისგან ბოძებული და არავის აქვს უფლება მოსპოს იგი. შენ დამანახე, რომ მკვლელობას გამართლება არ აქვს... მე მქონდა თვალები და ვერ ვხედავდი იმას, რაც შენმა უსინათლო თვალებმა დამანახეს.
–დე, ნახე, დედაოს ზუსტად ჩემნაირი თვალები აქვს. –ხო,ლილე, ზუსტად შენნაირი...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
31. მომისმინე ეხლა შენ ფრენოლოგ, თუ რამე გინდა მოდი რა პირადში მწერე, ატასჯერ ვითწვი რა, მაგრად არ მაიუნტერესებს არავისი აზრი, შენ შენი აზრი გაქ, მე ჩემი, ასე რომ მორჩი ეხლა აქ კომენტარების დატოვებას რა, ვერ ხვდები რო მაგრად არ მაინტერესებს რას პიკრობს ხალხი ამ ნაწერებზე? მომონს და მიდევს, ასე რომ,,,, პ.ს. თუ ვინმეს რამე პრეტენზია აქ ამ ნაწერებთან შეუძლია პირადში მომწეროს,,, მომისმინე ეხლა შენ ფრენოლოგ, თუ რამე გინდა მოდი რა პირადში მწერე, ატასჯერ ვითწვი რა, მაგრად არ მაიუნტერესებს არავისი აზრი, შენ შენი აზრი გაქ, მე ჩემი, ასე რომ მორჩი ეხლა აქ კომენტარების დატოვებას რა, ვერ ხვდები რო მაგრად არ მაინტერესებს რას პიკრობს ხალხი ამ ნაწერებზე? მომონს და მიდევს, ასე რომ,,,, პ.ს. თუ ვინმეს რამე პრეტენზია აქ ამ ნაწერებთან შეუძლია პირადში მომწეროს,,,
30. ვინ რაიცის არვიცი აი მე კინამდვილად არ მაქვს შენნაირებთან "საქმეების რჩევის" სურვილი )) შარზე რატომხართ ვერვხვდები :დ გაზაფხულის ბრალია ალბათ ) პატარა-გამხიტა შენთვის არაფერი დამიწერია და პმ-ში რატომ მირჩევ საქმეებს ))))))))))) კარგი ვარ თუ ცუდი არც ეგ იცი და ;) << ამ უბედურ სმაილსაც ნუ მწერ :დ
თავისუფალი სული :"> ვინ რაიცის არვიცი აი მე კინამდვილად არ მაქვს შენნაირებთან "საქმეების რჩევის" სურვილი )) შარზე რატომხართ ვერვხვდები :დ გაზაფხულის ბრალია ალბათ ) პატარა-გამხიტა შენთვის არაფერი დამიწერია და პმ-ში რატომ მირჩევ საქმეებს ))))))))))) კარგი ვარ თუ ცუდი არც ეგ იცი და ;) << ამ უბედურ სმაილსაც ნუ მწერ :დ
თავისუფალი სული :">
29. ისე დაბლოკვა კარგი იცითხოლმე რა :D:D:D რასაც ვერ ხსნით და ასაბუთებთ ის არ უნდა ილაპარაკოთ,,, :D:D:D პ.ს. კიდევ ერთხელ ვიძახი, სხვისი აზრი არ მაინტერესებს, ასე რომ,,, ;) ისე დაბლოკვა კარგი იცითხოლმე რა :D:D:D რასაც ვერ ხსნით და ასაბუთებთ ის არ უნდა ილაპარაკოთ,,, :D:D:D პ.ს. კიდევ ერთხელ ვიძახი, სხვისი აზრი არ მაინტერესებს, ასე რომ,,, ;)
28. 22_ში შეგეძლო დაკონკრეტებულიყავი, ხოლო რაც შეეხება დებილებში ვის გულისხმობ ერთი მითხარი რა,,, პ.ს. თუ გინდა პირადში მომწერე 22_ში შეგეძლო დაკონკრეტებულიყავი, ხოლო რაც შეეხება დებილებში ვის გულისხმობ ერთი მითხარი რა,,, პ.ს. თუ გინდა პირადში მომწერე
27. 22 და 23 კომენტარის მერე დავწერე ის რაც დავწერე. მეტი როგორ უნდა დავკონკრეტებულიყავი. დებილებისთვის უფრო გასაგებათ დავწერე უკვე ) 22 და 23 კომენტარის მერე დავწერე ის რაც დავწერე. მეტი როგორ უნდა დავკონკრეტებულიყავი. დებილებისთვის უფრო გასაგებათ დავწერე უკვე )
26. ძალიან კარგი რო კონკრეტდები და ისე სანამ მე მოგწერდი მანამდე უნდა დაკონკრეტებულიყავი კარგო ადამიანო,,,, ;) ძალიან კარგი რო კონკრეტდები და ისე სანამ მე მოგწერდი მანამდე უნდა დაკონკრეტებულიყავი კარგო ადამიანო,,,, ;)
25. ბაკურიძეს მისამართით გავაკეთე ისკომენტარი ვკონკრეტტები პატარა-გამხიტა )) ბაკურიძეს მისამართით გავაკეთე ისკომენტარი ვკონკრეტტები პატარა-გამხიტა ))
24. ლაწირაკ ნუ ატყუებ ხალხს არარსებული +5ების რიგებით :დ ლაწირაკ ნუ ატყუებ ხალხს არარსებული +5ების რიგებით :დ
23. მადლობა ჩემო კარგო ადამიანო,,, მადლობა ჩემო კარგო ადამიანო,,,
22. ვერაფერს ვერ დავამატებ,ყველაფერი ნათქვამი და ნათელია:))ისღა დამრჩენია+5დაგიწერო :)):* ვერაფერს ვერ დავამატებ,ყველაფერი ნათქვამი და ნათელია:))ისღა დამრჩენია+5დაგიწერო :)):*
21. 1. ლან, არაა აუცილებელი ვთკვათ ვინ ვისი ძმაა,,, მე მე ვარ, გიო გიო, შენ-შენ და ასე შემდეგ... 2. ბატონო ლევან, თუ არ მოგწონთ შეგიძლიათ არ შემოხვიდეთ და არ წაიკითხოთ, აქ არავინ არავის არაფერს არ აძალებს,,, 3. ღმად პატივცემულო ქალბატონო თამარ, აბსოლიტურად ვეთანხმები თქვენს გრამატიკულ შენიშვნებს, მაგრამ მე ეს ნაწარმოები იმიტომ მომწონს რო რაღაც ჩემეულია და არ მითქვამს არასოდეს რომ უშეცდომოა,,, 1. ლან, არაა აუცილებელი ვთკვათ ვინ ვისი ძმაა,,, მე მე ვარ, გიო გიო, შენ-შენ და ასე შემდეგ... 2. ბატონო ლევან, თუ არ მოგწონთ შეგიძლიათ არ შემოხვიდეთ და არ წაიკითხოთ, აქ არავინ არავის არაფერს არ აძალებს,,, 3. ღმად პატივცემულო ქალბატონო თამარ, აბსოლიტურად ვეთანხმები თქვენს გრამატიკულ შენიშვნებს, მაგრამ მე ეს ნაწარმოები იმიტომ მომწონს რო რაღაც ჩემეულია და არ მითქვამს არასოდეს რომ უშეცდომოა,,,
20. არა, ლანა, არ მეგონე "პატარა გამხიტა"... მე რამდენადაც მივხვდი, ლაშამ შენი მოთხრობა განათავსა... ასეა?
და თუ ასე არ არის და ეს ლაშას მოთხრობაა, ჩათვალეთ, რომ შემეშალა და ლა-შ-ას ნაცვლად დავწერე ლა-ნ-ა... :)))))))
და, ბოლო-ბოლო, გიოს საწერი მაგიდა ვიცანი... პირადად მაქვს ნანახი... :))) და ლაშაც ვიცანი სურათებით... :)))
არა, ლანა, არ მეგონე "პატარა გამხიტა"... მე რამდენადაც მივხვდი, ლაშამ შენი მოთხრობა განათავსა... ასეა?
და თუ ასე არ არის და ეს ლაშას მოთხრობაა, ჩათვალეთ, რომ შემეშალა და ლა-შ-ას ნაცვლად დავწერე ლა-ნ-ა... :)))))))
და, ბოლო-ბოლო, გიოს საწერი მაგიდა ვიცანი... პირადად მაქვს ნანახი... :))) და ლაშაც ვიცანი სურათებით... :)))
19. ვააახ, აქ რა ამბავი ყოფილა :)
დიდი მადლობა ყველას, ვინც წაიკითხა :) მადლობა, ქალბატონო თამარ...
ჰოოოდა, ისააა... მე არ ვარ "პატარა გამხიტა" :) "პატარა გამხიტა" ლაშა გამხიტაშვილია, გიორგი მაკაველის ძმა :)
პ.ს. ლაშ, ნუ მომკლავ ამ განმარტების გამო, უბრალოდ აქ გიოს იცნობენ და ამიტომ განვმარტე ასე :) შთაბეჭდილება დამრჩა, რომ "პატარა გამხიტა" ჩემი მეტსახელი ეგონათ და... :) ვააახ, აქ რა ამბავი ყოფილა :)
დიდი მადლობა ყველას, ვინც წაიკითხა :) მადლობა, ქალბატონო თამარ...
ჰოოოდა, ისააა... მე არ ვარ "პატარა გამხიტა" :) "პატარა გამხიტა" ლაშა გამხიტაშვილია, გიორგი მაკაველის ძმა :)
პ.ს. ლაშ, ნუ მომკლავ ამ განმარტების გამო, უბრალოდ აქ გიოს იცნობენ და ამიტომ განვმარტე ასე :) შთაბეჭდილება დამრჩა, რომ "პატარა გამხიტა" ჩემი მეტსახელი ეგონათ და... :)
18. ქალბატონმა თამარმა ზუსტად თქვა.
ხომ იცი რომ არ მომწონს. ქალბატონმა თამარმა ზუსტად თქვა.
ხომ იცი რომ არ მომწონს.
17. 1. "აააი, აშეეე: სკუუპ–სკუუპ–სკუუუპ!"
თუ ამბობს "სკუპ"-ს, რატომ ვერ ამბობს "ასე"-ს? "ს" ხომ ორივეგან ერთნაირად ითქმის? :)
2. "შა-ხ-ლი ალ დამინგლიოთო, კო-ხ-ტად გადადითო"... ან "მალთლა მჭვანეა და ჭითელი თვალები აქვს. ხ-ომ გჯერა?"
"იმან მით-?-ლა მომჭყვიტეო." --->>> აქ "ხ" სად დაიკარგა?
3. "მომჭყვიტეო." "მჭვანეა და ჭითელი"----->>>>> "წ" გაცილებით ადვილი სათქმელია, ვიდრე "ჭ"... :)
გაიგე, ლანა?
1. "აააი, აშეეე: სკუუპ–სკუუპ–სკუუუპ!"
თუ ამბობს "სკუპ"-ს, რატომ ვერ ამბობს "ასე"-ს? "ს" ხომ ორივეგან ერთნაირად ითქმის? :)
2. "შა-ხ-ლი ალ დამინგლიოთო, კო-ხ-ტად გადადითო"... ან "მალთლა მჭვანეა და ჭითელი თვალები აქვს. ხ-ომ გჯერა?"
"იმან მით-?-ლა მომჭყვიტეო." --->>> აქ "ხ" სად დაიკარგა?
3. "მომჭყვიტეო." "მჭვანეა და ჭითელი"----->>>>> "წ" გაცილებით ადვილი სათქმელია, ვიდრე "ჭ"... :)
გაიგე, ლანა?
16. ლანა, იმ ბავშვის ლაპარაკი იმიტომ ჩანს გამაღიზიანებლად, რომ "არასწორად" ლაპარაკობს... ანუ არის ასოთა ჯგუფი, რომელსაც ვერ ამბობს ერთი ბავშვი, მაგრამ ამბობს მეორე... სამაგიეროდ იმ ასოებს ვერ ამბობს მეორე, რასაც ამბობს პირველი... მაგრამ ეს ასოები ყოველთვის ერთნაირადაა დაჯგუფებული... ამაგალითად, გ, კ და ქ - ერტ ჯგუფს მიეკუთვნება და ვინც ვერ ამბობს გ-ს, ის ვერც კ-ს და ქ-ს ამბობს... მათთვის გ=დ, კ=ტ და ქ=თ... აქ კი სულ სხვადასხვა ჯგუფებია არეული და ამიტომაცაა "გამაღიზიანებელი"...
მოგიკითხე, პატარა-გამხიტა... :) ლანა, იმ ბავშვის ლაპარაკი იმიტომ ჩანს გამაღიზიანებლად, რომ "არასწორად" ლაპარაკობს... ანუ არის ასოთა ჯგუფი, რომელსაც ვერ ამბობს ერთი ბავშვი, მაგრამ ამბობს მეორე... სამაგიეროდ იმ ასოებს ვერ ამბობს მეორე, რასაც ამბობს პირველი... მაგრამ ეს ასოები ყოველთვის ერთნაირადაა დაჯგუფებული... ამაგალითად, გ, კ და ქ - ერტ ჯგუფს მიეკუთვნება და ვინც ვერ ამბობს გ-ს, ის ვერც კ-ს და ქ-ს ამბობს... მათთვის გ=დ, კ=ტ და ქ=თ... აქ კი სულ სხვადასხვა ჯგუფებია არეული და ამიტომაცაა "გამაღიზიანებელი"...
მოგიკითხე, პატარა-გამხიტა... :)
15. ლამაზი ამბავია:) სასურველიც, რომ ასე ხდებოდეს. ლამაზი ამბავია:) სასურველიც, რომ ასე ხდებოდეს.
14. მაგრამ ამავე დროს ზღაპარი, რომელის გარკვეულ წილად რიალობაცაა :(:(:(
მაგრამ ამავე დროს ზღაპარი, რომელის გარკვეულ წილად რიალობაცაა :(:(:(
13. მეც იგივევ ვამბობ...:-* ზღაპარი, რომელიც თავისუფლად შეიძლება იყოს სინამდვილე....:-* მეც იგივევ ვამბობ...:-* ზღაპარი, რომელიც თავისუფლად შეიძლება იყოს სინამდვილე....:-*
12. რაც შეეხება ჭა_ს კომენტარს, არაფერია ამ ქვეყნად გამორიცხული, ვინ იცის შეიძლება მომხდარა, ან მოხდეს მასეთი რამ,,, პ.ს. მე მაინც იმედს ვიტოვებ რომ მალე მოხდება თუმდაც ერთი ასეთი პრეცედენტი და მოეგებიან გონს "ექმინები" რაც შეეხება ჭა_ს კომენტარს, არაფერია ამ ქვეყნად გამორიცხული, ვინ იცის შეიძლება მომხდარა, ან მოხდეს მასეთი რამ,,, პ.ს. მე მაინც იმედს ვიტოვებ რომ მალე მოხდება თუმდაც ერთი ასეთი პრეცედენტი და მოეგებიან გონს "ექმინები"
11. ჯობია მედ ჯობია, თორე მოხვალ საღამოს შენ სახლში :D:D:D :*:*:* გენაცვალე შენ ჩემი ყველაზე ლამაზი, ყველაზე ჭკვიანი და ყველაზე ბოთე ხარ :* ჯობია მედ ჯობია, თორე მოხვალ საღამოს შენ სახლში :D:D:D :*:*:* გენაცვალე შენ ჩემი ყველაზე ლამაზი, ყველაზე ჭკვიანი და ყველაზე ბოთე ხარ :*
10. ეს კარგად მახსოვს...ან როგორ დამავიწყდებოდა, ისეთი მძაფრია?!... არ მახსოვდა თუ მე-კალ-მე-სი იყო...:-* კარგად წერ...მიყვარს შენი კითხვა...მივყვები და ბოლოში როგორ გავდივარ, ვერ ვგრძნობ...:-* ერთი კია,,,სინამდვილეს რამდენად შეეფერება არ ვიცი...:) ავტორს კი უნდა რომ ეს ისტორია ასე იყოს...:-* ეს ჩანს ....იგრძნობა... მკითხველსაც უნდა...:-*.მაგრამ სინამდვილეში რამდენად ხდება ასე?...ანუ იმის თქმა მინდა, ცოტა ზრაპარსაც გავს...ზრაპარს, რომელიც თავისუფლად შეიძლება იყოს სინამდვილე....555 ეს კარგად მახსოვს...ან როგორ დამავიწყდებოდა, ისეთი მძაფრია?!... არ მახსოვდა თუ მე-კალ-მე-სი იყო...:-* კარგად წერ...მიყვარს შენი კითხვა...მივყვები და ბოლოში როგორ გავდივარ, ვერ ვგრძნობ...:-* ერთი კია,,,სინამდვილეს რამდენად შეეფერება არ ვიცი...:) ავტორს კი უნდა რომ ეს ისტორია ასე იყოს...:-* ეს ჩანს ....იგრძნობა... მკითხველსაც უნდა...:-*.მაგრამ სინამდვილეში რამდენად ხდება ასე?...ანუ იმის თქმა მინდა, ცოტა ზრაპარსაც გავს...ზრაპარს, რომელიც თავისუფლად შეიძლება იყოს სინამდვილე....555
9. სათაურში ლ - ასო აკლია ლაშ, საკლასო წერაში - გადაწერაშიც პრობლემა გექნებოდა შენ :D მთავარია მე მომწონს სხვისი აზრი არ მაინტერესებსო და დავდუმდები ახლა მე :D მეკალმემ კი იცის ჩემი აზრი და სხვას არა აქვს მნიშვნელობა :)) მიყვარხარ ბოთე :)) სათაურში ლ - ასო აკლია ლაშ, საკლასო წერაში - გადაწერაშიც პრობლემა გექნებოდა შენ :D მთავარია მე მომწონს სხვისი აზრი არ მაინტერესებსო და დავდუმდები ახლა მე :D მეკალმემ კი იცის ჩემი აზრი და სხვას არა აქვს მნიშვნელობა :)) მიყვარხარ ბოთე :))
8. ლან ყველას თავისი აზრი აქვს, ასე რომ დავას და ახსნას არავის დავუწყებ რა,,, მთავარია მე მომწონს და სხვისი აზრი ამ შემთხვევაში ნაკლებად მაინტერესებს,,, დიდი ბოდიში ყველასთან, მაგრამ მასეა და მორჩა,,,,
ლან ყველას თავისი აზრი აქვს, ასე რომ დავას და ახსნას არავის დავუწყებ რა,,, მთავარია მე მომწონს და სხვისი აზრი ამ შემთხვევაში ნაკლებად მაინტერესებს,,, დიდი ბოდიში ყველასთან, მაგრამ მასეა და მორჩა,,,,
7. სმიტ, გულახდილად გეტყვი, მეც არ მიყვარს ენის მოჩლიფვით, რომელიმე კუთხის დიალექტით და ა.შ. სტილით დაწერილი ტექსტების კითხვა, მაგრამ ვერ ავალაპარაკე ეს პატარა დიდი ქალივით... ისეთ "ბოთეობებს" ამბობს, არ მოუხდებოდა გამართული საუბარი, ასე მგონია... შეიძლება გაწელილია ეგ დიალოგები და ამანაც გამოიწვია შენი უარყოფითი დამოკიდებულება...
მადლობა, რომ წაიკითხე :*
ლაშაააუ, შენ რისთვის მყავხარ აქ? რომ განათავსე ჩემი ნაწერი, ადექი და პასუხიც გაეცი მკითხველს :) თოოორეეემ, დავუძახებ ახლა მაკაველს :) სმიტ, გულახდილად გეტყვი, მეც არ მიყვარს ენის მოჩლიფვით, რომელიმე კუთხის დიალექტით და ა.შ. სტილით დაწერილი ტექსტების კითხვა, მაგრამ ვერ ავალაპარაკე ეს პატარა დიდი ქალივით... ისეთ "ბოთეობებს" ამბობს, არ მოუხდებოდა გამართული საუბარი, ასე მგონია... შეიძლება გაწელილია ეგ დიალოგები და ამანაც გამოიწვია შენი უარყოფითი დამოკიდებულება...
მადლობა, რომ წაიკითხე :*
ლაშაააუ, შენ რისთვის მყავხარ აქ? რომ განათავსე ჩემი ნაწერი, ადექი და პასუხიც გაეცი მკითხველს :) თოოორეეემ, დავუძახებ ახლა მაკაველს :)
6. კი, მეკალმესია, და რატო გაგაღიზიანა ჩემო კარგო? მე პირიქით,,, კი, მეკალმესია, და რატო გაგაღიზიანა ჩემო კარგო? მე პირიქით,,,
5. როგორც მივხვდი, მეკალმესია,ხომ? =)
პატარას ენის ,,მოჩლიფვამ” გამაღიზიანა არა, მაგრამ არც მოწონება დაიმსახურა. კესარია_კარგადაა შერჩეული სახელი და საერთოდ, სახეები. ვხედავდი პირველ კადრს ცხადად. თვითონ სიუჟეტი კი მართლაც ზღაპრული =) როგორც მივხვდი, მეკალმესია,ხომ? =)
პატარას ენის ,,მოჩლიფვამ” გამაღიზიანა არა, მაგრამ არც მოწონება დაიმსახურა. კესარია_კარგადაა შერჩეული სახელი და საერთოდ, სახეები. ვხედავდი პირველ კადრს ცხადად. თვითონ სიუჟეტი კი მართლაც ზღაპრული =)
4. ხოდა ეგრე :D:D:D
ხოდა ეგრე :D:D:D
3. რა დავადასტურო? :))) რომ შენია ნაწერი? კი ბატონო... მე კი დავწერე, მაგრამ შენია :))))))) რა დავადასტურო? :))) რომ შენია ნაწერი? კი ბატონო... მე კი დავწერე, მაგრამ შენია :)))))))
2. ეს შენი აღარაა სიხარული, არ დაგავიწყდეს, შენ მე მაჩუქე, ასე რომ, ჩემია, ჩემიიიიიიიიიი,,,,
პ.ს. აქაც დაადასტურე რო არ ცამიშალონ
ეს შენი აღარაა სიხარული, არ დაგავიწყდეს, შენ მე მაჩუქე, ასე რომ, ჩემია, ჩემიიიიიიიიიი,,,,
პ.ს. აქაც დაადასტურე რო არ ცამიშალონ
1. ვაიიიიიმე! რა მაგარი ნაწერიაააა! ბრავო, ავტორო! გავგიჟდიიიიიიი! ასე ჯერ ნაწერი არ მომწონებია! ვაიმეეეეეე! ბიიიის! ბიიის! ბრავოოო! მიყვარს ეს ავტორი :))))))))
+100 :)))))))))))))) ვაიიიიიმე! რა მაგარი ნაწერიაააა! ბრავო, ავტორო! გავგიჟდიიიიიიი! ასე ჯერ ნაწერი არ მომწონებია! ვაიმეეეეეე! ბიიიის! ბიიის! ბრავოოო! მიყვარს ეს ავტორი :))))))))
+100 :))))))))))))))
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|