ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნელიკო გოგუაძე
ჟანრი: პოეზია
31 მარტი, 2012


უფანჯრო სახლი

ის ცხოვრობს სახლში...
ფანჯრებიც კი არა აქვს კედლებს,
წუთები მისდევს საათებს და იქცნენ მკვლელებად,
მოგონებები აჩრდილებად ხატავენ ფრესკებს
მაგრამ არავინ არ იქნება ალბათ მლოცველად.
ის ცხოვრობს სახლში
სადაც ღამე თეთრზე თეთრია,
სადაც ფანჯრები ამოქოლეს მრუმე ფერებმა,
სადაც წუთები ფეხაკრეფით მისდევს საათებს,
მოგონებები სადაც იქცნენ სასტიკ მკვლელებად......
ის ცხოვრობს ჩემში.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები