ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თორნიკე_თორნიკე
ჟანრი: პოეზია
19 აპრილი, 2012


***

***
თავი მძიმდება იმედად კისრის
ბრმად ხეტიალი კვლავ მაცნობს მალებს,
გაურკვევლობა დღეღამეს ისვრის
ფერად სივრცეზე ვაცურებ თვალებს.

მოტკბო ფიქრები არ იშლის ეკლებს
გამხმარ ქალაში მატულობს წნევა,
ყოფის აღმართი აწვება ნეკნებს
- ვფიქრობ დღესაც შვეს სადღაცას ევა.

ხარბი ყიალით გავხარჯე გრუნტი
- ძველი სიუხვით ვერ იტევს ტერფებს.
აზრებმა ისევ მომიწყვეს ბუნტი
აფეთქეს გული - სხეულის მეფე.

მგონი სიტყვებმაც დამღალეს - ალბათ,
ვეღარც რითმები იტევენ სათქმელს,
მორჩილ ოცნებად სიგიჟეც დალბა
და შენზე წერა თითებმა გათქვეს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები