 | ავტორი: ჭა ჟანრი: პროზა 25 აპრილი, 2012 |
სურათების ალბომი შემოიტანა. ტუნიკი ეცვა. -თეთრი, მოკრემისფერო შარვალი და ზემოდან კაბასავით გრძელი ზედა. გაოცებული მივაჩერდი. თუმცა კარგა ხანია მისგან აღარაფერი მიკვირდა. ამჯერად კი ისე შეცვლილიყო...რაჯას გავდა, ნამდვილ რაჯას, კინოებში რომ მინახავს. ტროსტით ხელში. ეს ტროსტიც მას შემდეგ დააქვს, რაც თავი "დაიბრიდა".- ძლივს გადარჩა მაშინ . უხდება. ყველაფერი უხდება. უცნაურზე, უცნაურია ეს ჩემი მეზობელი . ხანდახან მგონია, რომ ერთადერთი მიზანი აქვს ცხოვრებაში-რაც შეიძლება მეტად გამაოცოს. სულ 2 წელია რაც ამ ეზოში გადმოვედი საცხოვრებლად და ეს უკვე ბევრჯერ მოახერხა.
ერთხელ, კინაღამ ხელებში ჩაგვაკვდა მე და ლიზის. (ლიზი ყველგან შეგხვდებათ, სადაც მე ვიქნები). მაღაზიაში შემოვიდა, მთლად გალურჯებული, სკამამდე ძლივს მიაღწია, დაჯდა და გაითიშა... ლიზის მისი თავი ეჭირა, სკამიდან რომ არ გადოვარდნილიყო, მე გავვარდი ბიჭების მოსაძებნად ეზოში. (მაღაზია იქვე მაქვს, ეზოსთან ახლოს)-მოცვივდნენ... ვურტყით, ვეძახეთ, მაგრამ ამაოდ, გონს ვერ მოვიყვანედ, ბოლოს ასწიეს და სახლში გადაიყვანეს, სასწრაფოც იქ მოვიდა და ნემსებით გამოაბრუნეს. ის კი გამობრუნდა, მაგრამ მე და ლიზის, შოკიდან გამოსასვლელად,კაი დრო დაგვჭირდა. დღის ბოლომდე გაგვყვა ემოციები.მაღაზიაც ადრე დავკეტეთ. ლიზი წავიდა, მე სახლში გავედი... ეზოში დამხვდა. სანამ ის ერთსაათიან მადლობას მიხდიდა, გაოცებული ვუყურებდი,არ მჯეროდა, ორი საათის წინ, თითქმის მკვდარი რომ გაიტანეს ჩემი მაღაზიიდან. ასეთია...- ყველაფერს სწრაფად ახერხებს, სწრაფად კვდება, სწრაფად ცოცხლდება. გაიხედავ აქ დგას, გაიხედავ ავტობუსიდან ჩამოდის.რას აკეთებს კაცმა არ იცის, რომც მოინდომოს, ვეჭვობ ვინმემ იმის ახლართულჩახლართულიდან რაიმე გაიგოს. წამდაუწუმ ფული სჭირდება, ხან ტელეფონი აქვს ჩადებული, ხან ლუდი უნდა, ხან წამალი. მოთმენა? ასეთი სიტყვა არ არსებობს მის ლექსიკონში.- იმ წუთას უნდა, მორჩა და გათავდა! არ გეგონოთ რომ არ მოიტანს ვალს, რომელ დღეს და საათსაც გეტყვის, ზუსტად იმ დროს მოგიტანს, წუთს არ გადააცილებს. გვიყვარს თუ გვტკივა ეს ბიჭი, ვეღარ გავიგე, ფაქტია რომ ძალიან დავახლოვდით.
აგვისტოში, მე და ლიზი ,10 დღით, უწერაში წავედით. წასვლის წინ, ხატები ვაჩუქე და ვთხოვე ჭკუით ყოფილიყო,სანამ ჩამოვიდოდით. ჩვენი წასვლიდან, ზუსტად ერთი კვირის თავზე, აქ ჩემი მაღაზიის წინ, ბოთლის ნამტვრევით, კისერთან ვენა გადაუჭრია... თურმე სისხლიდან იცლება და ახლოს კაციშვილს არ იკარებს. ხალხი მოგროვილა, სასწრაფო, პატრული, მაგრამ ეს "ქაჯი," თავპირგასისხლიანებული დარბის თურმე ყვირილით..-. ბოლოს გათიშულა და ასე ცოცხალ-მკვდარი წაუყვანია სასწრაფოს საავადმყოფოში. როცა ჩამოვედით, უბანში ყველა ამ ამბავზე ლაპარაკობდა. მხატვრულად აღწერდნენ იმ სცენებს.- სისხლის გუბეებს. ძალიან მომინდა ნახვა. რატომღაც მეგონა, აქ რომ ვყოფილიყავი ეგ არ შეემთხვეოდა. მასთან სახლში მისვლას ვფიქრობდი, თან რაღაცნაირად მეუხერხულებოდა და... უცებ,თვითონ არ დამადგა თავზე? -ფერწასული, კისერგაკერილი, ტროსტით ხელში, -მაშინ პირველად გაჩნდა მის ხელში ეს ტროსტი და იმ დღიდან მისი განუყრელი მეგზური გახდა. ისე შემეცოდა, მოფერება მომინდა. არცერთი სიტყვა არ მითქვამს, რატომ გააკეთე და ასე შემდეგ. ამას აზრი არ ქონდა. ეს კაცი აღარასოდეს გამოსწორდება. მხოლოდ შემეცოდა და სულამდე მეტკინა...-ასეთია და რა ქნას?
ალბომი მაგიდაზე დადო და შემომხედა. -მიხდება? ოღონდ სიმართლე მითხარი, ქაჯობა ხომ არ არის? (აშკარად უხდებოდა) -საერთოდ ქაჯობას გავს, მაგრამ შენ გიხდება. რაღაც ამგვარი წავილუღლუღე. მიიღო თუ არა სათავისო პასუხი, თითქოს უკეთ მოირგო ეს სამოსიო, ყოველგვარი უხერხულობა გაუქრა და (თუმცა ვიტყუები, არც მანამდე ყოფილა უხერხულად. უხერხულად ეს მე ვიყავი...) სურათებზე გადავიდა. სათითაოდ ამიხსნა, რომელ სურათში, რამდენი წლის იყო. ყველა სურათი გოგოსთან ჰქონდა გადაღებული. სხვადასხვა გოგოსთან. ყველგან ისე ლაღად და ბუნებრივად იჯდა, მოღეღილი პერანგიდან "გული.." მოუჩანდა თითქოს...-როგორ ახერხებს, იყოს ასეთი გამჭვირვალე, იყოს ის, რაც არის სინამდვილეში? შეუძლებელია არ ყვარებოდათ,თან ასეთი მომხიბვლელი. დარწმუნებული ვარ, ყველა გოგო, ვინც სურათზე იყო და კიდევ უფრო ბევრი, ვინც არ იყო სურათზე, მასზე კარგავდა ჭკუას. ეტყობა, ამანაც დიდი როლი ითამაშა მის დაღუპვაში. მინდა, რომ რაღაც ვუშველო. ვიცი რომ ამაოა ყველაფერი, მაგრამ ისე ძალიან მინდა: იცოცხლოს,ყავდეს გვერდით, როგორც თვითონ ამბობს საყვარელი და ერთგული ადამიანი, შვილები და მიიღოს ამ ქვეყნიდან თავისი წილი ბედნიერება. მე ისე ძალიან მინდა ეს ყველაფერი, ხანდახან ვიჯერებ კიდეც,რომ ეს შესაძლებელია. ბოლოს და ბოლოს ყველაფერი ღვთის ნებაა.თვითონაც ეს უნდა. არასდროს უთქვამს, მაგრამ დარწმუნებული ვარ ასეა. მგონია, რომ ცოტათი შურს ჩემი, მოსწონს ჩემი ქმარი, შვილებიც და საერთოდ ჩემი ცხოვრება ეჩვენება ლამაზად. მე ასე ვფიქრობ. არ კი ვიცი, ეს სიმართლეა თუ არა, შეიძლება მხოლოდ ჩემი ფიქრებია.
სურათების ბიოგრაფიას რომ მორჩა, ისე ბუნებრივად მთხოვა ფული, თავხედობის ნასახიც ვერ შევატყვე. გავბრაზდი, მაგრამ მაინც მივეცი. ლოყაზე მაკოცა და ელვისუსწრაფესად გავარდა მთელი თავისი მასკარადით. როგორ შეიძლება იყო კარგი და ამავდროულად ცუდიც? სხვის შემთხვევაში ეს შეუძლებელად მეჩვენება, "გამაოცე" კი ამას მშვენივრად ახერხებდა. ერთი დღე თუ არ გამოჩნდა, მაკლია თვალში, თუ ორი,- უკვე მენატრება. დარწმუნებული ვარ, ასეა ყველა კაფე, ყველა მაღაზია და ნებისმიერი დაწესებულება თუ პუნქტი, რაც კი ამ ტერიტორიაზე არსებობს. ის ხომ ყველგან შედის, ყველგან ფულს სესხულობს, ყველას თავი მოაბეზრა, მაგრამ ყველგან მაინც სასურველი სტუმარია. ფული, როგორც შემპირდა ორი დღის მერე მოიტანა. იმავე დღეს სამებაში ამომყვა თავისი უცნაური ჩაცმულობით. გაჩერებაზე დამინახა, მკითხა სად მივდიოდი...-ორი წუთის მერე ვინანე ტყუილი რომ არ მეხერხება, მაგრამ კაი დროს.,, ყველა ჩვენ გვიყურებდა, უხერხულად ვიყავი, არ მინდოდა ვინმე ნაცნობს ვენახე. ის კი გალაღებული დამდევდა, ჯოხს მოაბაკუნებდა და თან ხმამაღლა მოლაპარაკობდა. გოგოებს შენიშვნებს აძლევდა, მოკლე კაბებზე და მოშიშვლებულ მაიკებზე..._ ასე არ დადიან ტაძარშიო. ხალხის ყურადღებას იქცევდა და ეს ძალიან სიამოვნებდა. მე მხოლოდ და მხოლოდ ფონისთვის ვჭირდებოდი, აბა მარტო ხომ არ ივლიდა და ილაპარაკებდა, მაშინ ხომ გარანტირებული გიჟის სახელი ექნებოდა. (ამდენი კი იცის) საერთოდაც , აშკარად არეული აქვს ტვინში ყველაფერი.
- აღარ ვიცი ამ "გამაოცეს" რა ვუყო? ვხედავ, რომ ძალიან შემეჩვია და თითქმის მთელი დღე ჩემ მაღაზიაში ზის. ცოტათი თითქოს აღარც მსიამოვნებს, (რამდენჯერმე მივიღე კიდეც შენიშვნა,) მაგრამ ადამიანს ჯერ გული უჩვენო და მერე ერთიხელისმოსმით მოიცილო, ეს დანაშაული მგონია. მკვლელი ხომ არა ვარ? მე ასე ვფიქრობ, ეს მკვლელობაა, იმედის, სულის და სხვა რაღაცების. არ ვიცი... ალბათ რაღაც ეშველება ამ საქმეს, ერთი კია, ლიზი აღარ მეხმარება, მგონი ვეღარ გაუძლო. ამ საქმიდან ხელები დამიბანიაო-ასეთი პოზა აქვს. თანაც იჩხუბეს და ლიზი საერთოდ აღარ ეკონტაქტება. ვნახოთ, ალბათ რამე სერიოზულს თუ დამიშავებს-, ჩემი პოზაც ასეთი იქნება. იქნება კი...? ის ხომ თავის სრულ ჭკუაზე არ არის?.
ეს ბოლო ხანები კარგად იქცევა. აღარ სვამს. აღარც წამალს იკეთებს. ( მე მაინც ბოლომდე ვერ ვენდობი, კაცმა არ იცის, რა მოუვლის თავში.) მხოლოდ მთელი დღის განმავლობაში, ორჯერ ან იქნებ მეტჯერაც ,ტაბლეტებს ყლაპავს. უფრო დავძმაკავდით. ლიზიც შეირიგა. ამ საქმის დიდოსტატია. სად ისწავლა ასეთი დახვეწილი მოქცევა ქალებთან? როგორი საყვარელია,ტაქტიანი, არა და ვხედავ, რა ბინძური ცხოვრებით ცხოვრობს. იპარავს, იკეთებს, თაღლითობს. სულ დაჩეხილია ტანზე, ალბათ კაციც ყავს მოკლული. ხანდახან ვფიქრობ ამ ყველაფრის მიუხედავად, ეს კაცი ცხონდება...-გული აქვს სუფთა, ძალიან სუფთა. ეზოს ბიჭები აშკარად თავს არიდებენ, არ ვიცი რატომ. წარამარა ფულს რომ თხოულობს იმიტომ, თუ სიმთვრალეში შარის ატეხვა რომ იცის იმიტომ? თვითონ კი ყველა უყვარს: ზოგი მოსწონს, ზოგი არა, მაგრამ ყოველთვის მზად არის გული ამოიღოს და ყველას გაუნაწილოს. უმეტესად სხვების გულისთვის არის დაჩეხილი. ერთხელ აიწია მაიკა და გვაჩვენა...უფრო სრული ინფორმაციები კი მეზობლებისგან ვიცი.
-ვერის ბაღში წავიდეთ! მაგარი კარგია... ფანტანთან... ცივი ლუდი...-შემოგვთავაზა კი არა და გვთხოვა. მე და ლიზიმ ერთმანეთს გადავხედეთ და თვალებით შევთანხმდით, რომ გაგვერისკა. -ანაფორა უნდა გეცვას?-ჰკითხა ლიზიმ. -თუ არ მოგწონთ, გავიხდი,( ისე გულდაწყვეტით თქვა.) უბრალოდ ამაში თავისუფლად ვარ. -დაამატა. ჩვენ გაგვეცინა. მართლაც რატომ უნდა გამოეცვალა? მშვენივრად უხდებოდა. თანაც თითქოს მივეჩვიეთ უკვე, მის ამგვარ ჩაცმულობას. (კარგა ხანია რაც ამ ტუნიკით დადის) -დავრთეთ ნება. რუსთაველზე ამოვედით, ყველა ჩვენ გვიყურებდა. სახელებიც დაგვარქვა: მე მგონი" გულჩიტაი" ვიყავი, ლიზი კი "ზეინაბხანუმი", თვითონ "აბდულა". უამრავი ცნობისმოყვარე თვალთაგაცილებით შევედით ბაღში. მაგიდა შეარჩია, იხმო ვალია-მომტანი გოგო (მერე გაირკვა, რომ მარტო სახელი კი არა საეჭვოდ კარგად იცნობდა ვალიას, ეს არც გაგვკვირვებია, გამახსენდა, მაღაზიაში, ერთ ქალს, ცალ მუხლზე ჩაჩოქილმა როგორ თეატრალურად წაუკითხა შექსპირის სონატი. ადრე მსახიობობდა თურმე, მარჯანიშვილის თეატრშიც უთამაშია რაღაც როლი) -ერთი კია, მე და ლიზის მიმართ სხვანაირ მოწიწებას იჩენდა, პაწაწინა ხინჯსაც არ ურევს ამ სუფთა, მეგობრულ ურთიერთობას, სულ რაღაც ნახევარი საათიც არ იქნებოდა გასული, რაც ვისხედით -ახალი წინადადებით შემოვიდა -მოდით, ოპერასთან რომ ბარია, იქ წავიდეთ. სკრიპკაზე უკრავენ... ჩვენ აზრს არც კი დალოდებია. უცებ წამოგვახტუნა და გავედით. ტაქსი გააჩერა... ერთ ლარად ოპერასთან ვიყავით. სიტუაცია, მართლაც კარგი იყო, სასიამოვნოდ მყუდრო. მოგვეწონა. საერთოდაც მასთან ყოფნა ძალიან მოგვწონდა. თვითონ შეუკვეთა: ჩემთვის "ჟულიენი" და " მარტინი".- უარს როგორ ვეტყოდი, -ორივე ერთად , მართლაც კარგი იყო. ერთმანეთს უხდებოდა. მომეწონა. ზუსტად ჩემს გემოვნებაში ჯდებოდა . იმას საიდან უნდა სცოდნოდა?...-ესაც გულწრფელად მიკვირდა. ლიზიმ "მორფიუსი" აირჩია...გაოცება მერე გენახათ, "გამაოცემ" რომ ფულები დააძრო, მე და ლიზიმ ერთმანეთს შევხედეთ...მაგრად გაგვიხარდა. -საიდან გაქვს, დღეს 5 ლარი ჩვენ არ გამოგვართვი? -საიდან გაქვს, თქვი! -ოქროს "ცეპი" ჩავდე გირაოში...(თქვა იმიტომ, რომ უბრალოდ ყველაფერს ამბობს. ) ჩვენ რათქმაუნდა გულები აგვიჩუყდა, უფრო მაგრად შეგვიყვარდა და იმწუთას ვაღმერთებდით. ლიზის სასმელიც მოეკიდა და კაი ხანს სიყვარულს უხსნიდა. უმტკიცებდა რომ ის. ყველას, ყველას ჯობდა და ყველაზე კარგ ცხოვრებას იმსახურებდა. მეც მაგრად გამიხარდა, მაგრამ უფრო თავშეკავებულად ვიჯექი, თითქმის გაბრაზებულიც...(რა მაბრაზებდა არ ვიცი) ყველაზე მთავარი დამავიწყდა, "სკრიპკა" ჩვენს მაგიდასთან, ჩვენთვის უკრავდა. როდის მოიხმო, ეგაც ვერ შევამჩნიე. (აი რა მაბრაზებდა... მისი მოხერხებულობა) მთელი რუსთაველი ფეხით ჩამოვიარეთ, ამჯერად უკვე ყოველგვარი უხერხულობის გარეშე. ცნობისმოყვარენი კვლავ თვალს გვაყოლებდნენ, ის კი არა, აქეთ-იქიდან გვესმოდა კიდეც : - ბიჭო, ეს ვინ არის?-მაგრამ სულ არ გვენაღვლებოდა, ისე კარგად ვგრძნობდით თავს, კომფორტულად, რომ ალბათ მთელი ღამე ვივლიდით ასე. ლამაზი დღე იყო. ახალი სახელი შევარქვი, "მოდილიანი,- "მოდი". ალბათ იმიტომ რომ ძალიან მომწონდა ეგ ფილმი.
გადის დღეები. ჩვენი "მოდი" აღარ ჩანს, უკვე 5 დღეც იქნება,რარაცაზე გავუბრაზდი და აღარ შემოდის. აბა რა მექნა? ძალიან გაგვითამამდა, ჩვეულებრივ როგორც ხდება ხოლმე, ცოტა თავი მოგვაბეზრა, ჰოდა მეც ვეუხეშე, მგონი მაგრად მომივიდა, აღარ შემოდის. მაინც მგონია, რომ ვერ გაძლებს უჩვენოდ, შეიძლება არც არის თბილისში. მასთან ერთად ჩვენი ფუმფულა კატაც დაიკარგა. -მაღაზიის თვალი და "სურენას" შვილობილი. "სურენა" , გარეთ დგას და ცივ სასმელებს ყიდის. სინამდვილეში სხვა სახელი ჰქვია და არც სომეხი არ არის, მაგრამ ჩვენ ასე ვეძახით. ერთხელ ჩემ ბიჭსაც ასე მიუმართავს, სურენა ძია, კოკა კოლა გამიხსენიო. კაცი დარდით აღარ არის...ყოველდღე მეკითხება: ხომ არ გამოჩენილაო?-კატაზე, თორემ "მოდიზე" კი არა.
ზემოთ ავედი, ( სხვა მაღაზიაში ) საყიდელი მქონდა რაღაც. იქ დამხვდა. ერთმანეთის დანახვა ისე გაგვიხარდა, წყენა ვიღას ახსოვდა. თავის განუყრელი ჯოხით, ყურებამდე გაკრეჭილი მომიახლოვდა, გარუჯულიყო. ძალიან, ძალიან უხდებოდა (ე. ი. თბილისში არ ყოფილა.) მაკოცა, მოკითხვა-მიკითხვის შემდეგ, გამომყვა და შუქნიშანზე გადმომაცილა. -ე. ი. ისევ ჩემი კავალერი ხარ? სიხარულით დამეთანხმა და მაღაზიაშიც შემომყვა.( ამჯერად უკვე ჩემს მაღაზიაში.) ადრინდელი ურთიერთობა ისე გაგრძელდა, ვითომ პაუზა არც ყოფილა. მე ისევ მიკვირს, როგორ ახერხებს ფრაგმენტების ამოჭრას, ისე რომ ფირი, კვლავ მთელი რჩება. ოსტატია ამ საქმის, "ოსტატი," და ეს სახელიც მაგრად უხდება.
დღეს დილიდან მძიმე დღე მქონდა, ხალხი ბევრი შემოდიოდა. მარტო ვიყავი, ლიზის გარეშე. დავიღალე. უკვე 5 სრულდებოდა, მისავათებული ვიჯექი. შემოვიდა, დაჯდა. თავის ბავშვობაზე დაიწყო ლაპარაკი. მისი ყველაზე საყვარელი თემა, თავისთავზე ლაპარაკია. იქნებ სხვასთან არც არის ასეთი გახსნილი?-ვფიქრობ, მაგრამ ჩემი ფიქრის მე თვითონ მეეჭვება, ის ყველგან ასეთია. მერე ეზოს ხალხზე გადავედით... ჩვენ ხომ საერთო მეზობლები გვყავს? ტელეფონმა დამირეკა, ჩემი ბიჭი იყო...- ჯარშია, 18 დღიანში, მენატრება... -სამხედრო ფორმა მაცვია, ზემოდან საწვიმარი, ავტომატი მიკეთია და ვდგევარ ბატალიონშიო. შორიდან ვხედავ...როგორ უხდება სამხედრო ტანსაცმელი.- ჩემი სიცოცხლეა! დედას როგორ სტკივა შვილი? შეუძლებელია ეს თქვა სიტყვით. მშობიარობის ტკივილს გავს, ოღონდ მარტო მუცელი კი არ გტკივა , ცოტა ზემოდან იწყება ტკივილი და მთელი გულ-ღვიძლია შიგ ჩათრეული... "მოდის" ვუხსნიდი ამ ყველაფერს, მინდოდა გაეგო, დედამისსაც როგორ სტკიოდა , ყელი რომ გამოიჭრა და საერთოდ თავისი ცხოვრებით, როგორ ანადგურებდა მშობლებს. ეს ყველაფერი იცის, ხვდემა, მაგრამ მაინც აკეთებს, სხვანაირად არ შეუძლია. ხან მგონია, რომ ასეთი დაიბადა.
ამ ლაპარაკში ვართ და ჩემი მეუღლე შემოვიდა..."მოდიმ" უხერხულად მოიბოდიშა. -იცი, მთელი დღე გავუწყალე გული, ქუჩაში პატრული იდგა და აქ შემოვედი, არ მინდოდა ვენახე. (სადღაც სიმართლეს ამბობდა, პატრულს ემალება ხოლმე.) მერე წავიდა. ჩვენც წამოვედით. სახლში დიდი ჩხუბი ამიტეხა . მე მგონი ამ წლების მანძილზე, ასეთი სერიოზული ჩხუბი არც გვქონია. ყვიროდა დიდხანს...(რაზე ბრაზდება? არ იცნობდეს მაინც) -რატომ უჩვენებ პირს,იქ რომ ზის? რას იტყვიან?... იმდენად უაზროდ მეჩვენებოდა ეს ყველაფერი, რომ არც კი შევპასუხებივარ. გაჩუმებული ვუსმენდი. ვფიქრობდი მხოლოდ...-ვეღარ გაიგეს, რომ ეს ადამიანი სხვანაირია, მას თავისი წესები აქვს და იმ წესებით ცხოვრობს. ვის მოსწონს ეს და ვის არა, ეს სულაც არ აინტერესებს. ძალიან ძნელია ამის გაგება?, ეტყობა ძნელია, ამ მოღრიალე არსებას რომ არ ესმის... ასეა თუ ისე ,საშინლად ვარ დანგრეული შინაგანად. რამდენიმე დღე მაინც დასჭირდება ჩემს აწყობას.
გაიგო , რომ მეჩხუბა.თავს იკავებს, ხშირად აღარ შემორბის, ფულის თხოვნას მაინც ახერხებს.ისევ აურია...სმაც ისევ დაიწყო, ხან სად დგას მთვრალი და ხან სად. ჩემს მოპირდაპირედ კაფეა. იქ იჩხუბა. სულ დაუმტვრიათ ყველაფერი. რატომ, რა მოხდა, არ ვიცი. ერთი კია, ის კაფე დაიხურა და ახლა იქ სხვა რაღაცას ხსნიან. მოკლედ ჩვენი "მოდი" ძალიან ცუდად იქცევა, ერთი დღე ნორმალურად აღარ მინახავს, ან გათიშულია, ან მთვრალი, ან ორივე ერთად.
შემოვიდა. მომიკითხა მზრუნველად. ციოდა იმ დღეს. კაშნე მთხოვა. მოვიხსენი და მივეცი.ლამაზად გაიკეთა და გავიდა. საღამოს ისევ შემოვიდა. კაშნე აღარ დამიბრუნა. მთხოვა- მაჩუქეო. (არ ვიცი, რატომ უყვარს ჩემი ნივთები, ყელგამოჭრილი რომ დადიოდა, მაშინაც ჩემი კაშნე ეკეთა, სხვა, უფრო თხელი. მერე რა ქნა , სად წაიღო, აღარ ვიცი) -სასტიკად ვიუარე, ეწყინა. (არადა ძალიან უხდებოდა, ყველაფერი როგორ უხდება მაინც?) დამიბრუნა და გავიდა. -ნეტა მიმეცა, რას გავქაჯდი, არ ვიცი, როგორ ვნანობ....-მას მერე აღარ მინახავს. გავიდა ერთი დღე, ორი , ერთი კვირა, ორი... მე და ლიზი საგონებელში ვართ ჩავარდნილი. - ფული მაინც არ უნდა? სად არის?...ამდენ ხანს ვერ გაძლებდა... მერე ნელ-ნელა გავიკითხეთ და გაირკვა, რომ დაუჭერიათ. საწყალი " მოდი", რა უნდა ციხეში? როგორ გაძლებს იქ? მე და ლიზი დარდით აღარა ვართ. მთელი დღე სულ მასზე ვლაპარაკობთ. ვიხსენებთ მის ყოველ სიტყვას, ქცევას. გამოჩნდა, რომ ძალიან გვყვარებია. ყველაფერი დაცარიელდა: ქუჩები, მაღაზიები, ტროტუარები, სახლები...შიგნით კი იყვნენ ადამიანები, მაგრამ თითქოს მექანიკურად, უსიცოცხლოდ მოძრაობდნენ ისინიც. ვესაუბრები 'სურენას", "კლიენტებს, " მეორე მაღაზიის გამყიდველს, მაგრამ ძალით, აზრს არ ვატან ისე. ვგრძნობ რომ რაღაც, მთავარი გამომეცალა. ნუთუ იმ მთავარს ეს კაცი ატარებდა? ზღაპრებში როგორც არის...- ამადაამაშია ამის ძალაო, თუ გამოაცლი, მოკვდებაო, ეტყობა, მართლა ასეა. -მაღაზიაში ჩამოსვლა აღარ მინდა!-ამბობს ლიზი და საოცრად გულწრფელია. აღარ მინდა, შეიძლება აღარ ჩამოვალში გადაიზარდოს მალე. ვინ იცის, როგორ უჭირს?.... ვიცოდი მიხოს ეცოდინებოდა მისი ამბავი, - მიხო ეზოს ბიჭია...შავობს თუ შავია, უფრო ვერიდები, მისალმებით მთავრდება ჩვენი ურთიერთობა, არც მაღაზიაში არ შემოდის...არ კადრულობს მგონი, თავი ისე უჭირავს,-.ფარაონივით- თითქოს ადამიანები დაინახავენ თუ არა, მაშინვე მის ფეხებთან უნდა დაეცნენ და თაყვანი სცენ. არც ვაციე , არც ვაცხელე...პირდაპირ ვკითხე "გამაოცეზე", როგორ იყო ციხეში, ხომ არაფერი უჭირდა? ეჭვის თვალით შემომხედა...-არაუშავს, არის როგორც შეეფერება ციხეს, ხანდახან ფული სჭირდებაო. სწორედ ეგ მინდოდა მეთქვა: -რაღაცები დამიტოვა ადრე გასაყიდად, ახლა გავყიდე და არ ვიცი ფული როგორ შევუგზავნო მეთქი. მეც არ ვიცი, საიდან ჩამოვარაკრაკე ამხელა ტყუილი. გამჭოლად შემომხედა, ეტყობა ტვინში რაღაცას ხარშავდა, აშკარად ეჭვი ეპარებოდა ჩემს სიტყვებში. აღარ ვაცალე აზრების დაწყობა, კაშილიოკიდან ფული ამოვიღე, -ქირის ფული იყო სამასი დოლარი, დღეს უნდა მოსულიყო ფართის პატრონი.-და გადავეცი. -შეუგზავნე გთხოვ, მე ვერ მოვახერხებ! მიყურა...მიყურა და ბოლოს მაინც გადაწყვიტა გამორთმევა. არაფერი უთქვამს, მე მგონი ამჯერად მე თვითონ მოვახერხე , ისე გამეოცებინა ეს" შავი" , თუ "მოშავო" ბიჭი, რომ ხმის ამოღებაც ვერ შეძლო. -ვიცოდი, რომ ვრისკავდი, თავისუფლად შეიძლებოდა სიმწრით ნაგროვი ფული დაკარგულიყო და ადრესატამდეც ვერც მიეღწია, მაგრამ ისაც ვიცოდი, "შავები" ასე არ იქცეოდნენ, მით უფრო როცა პატიმარს ეხებოდა საქმე, წიგნებში მაგაზე მეტი რა მქონდა წაკითხული. -მოიცა, სულაც ნუ ეტყვი, რომ მე ვუგზავნი, მასე ჯობია. დავუტოვე ბოლო სიტყვა, მის აზრს აღარც დაველოდე - ისე დამუნჯებულიყო, ვეჭვობ რამის თქმა შესძლებოდა- და წამოვედი. არ ვიცი რა უნდა მეთქვა დღეს, ქირისთვის მოსული პატრონისთვის-ტყუილიც რომ არ მეხერხება? მოვიფიქრებდი ალბათ რამეს- მაგრამ მთავარი სხვა იყო, რაღაცნაირად უჩვეულოდ გახარებული ვიყავი, უჩვეულოდ თავისუფალი. გავბედე და რაც მინდოდა ის გავაკეთე. ისე მიხაროდა ჩემი საქციელი ისე....თითქოს ამ თანხით "გამაოცე" სულაც გამეთავისუფლებინოს ციხიდან.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
48. ვანო. გლ...:-*
ვანო. გლ...:-*
47. მომეწონა.... მომეწონა....
46. მიხარია ნეფერტარ...:-* მიხარია ნეფერტარ...:-*
45. ძალიან მომეწონა ეს მოთხრობა, ძალიან. ხუთჯერ წავიკითხე თავიდან ბოლომდე. თავფურცელზე მეტს იმსახურებს. ამას ჩემთან წავიღებ. ბრწყინვალეა. დიდი მადლობა ჭავ, ამ კარგი "გახსნებისთვის, ძალიან მომეწონა ეს მოთხრობა, ძალიან. ხუთჯერ წავიკითხე თავიდან ბოლომდე. თავფურცელზე მეტს იმსახურებს. ამას ჩემთან წავიღებ. ბრწყინვალეა. დიდი მადლობა ჭავ, ამ კარგი "გახსნებისთვის,
41. კარგი სულის ადამიანი ხართ, გეტყობათ. და რაც მთავარია, ბევრს აღწევთ იმ სიტილით, რაც აგირჩევიათ: მოკლე ფრაზებით გამოხატული სათქმელით. დიდი მადლობა. კარგი სულის ადამიანი ხართ, გეტყობათ. და რაც მთავარია, ბევრს აღწევთ იმ სიტილით, რაც აგირჩევიათ: მოკლე ფრაზებით გამოხატული სათქმელით. დიდი მადლობა.
40. ნებიერა...:-* ნებიერა...:-*
39. საინტერესოდ იკითხება, ლამაზი თხრობაა, "გამაოცე"- "მოდიმ" ნამდვილად გამაოცა და თავიც შემაყვარა. კარგია, რომ ასეთი სუფთა გულის მქონე ადამიანების დანახვა შეუძლიათ, ასე ლამაზად, ასეთი გრძნობით, თუმცაღა ყველას არ... გაიხარეთ ჭაო!!! ჩემი +2 საინტერესოდ იკითხება, ლამაზი თხრობაა, "გამაოცე"- "მოდიმ" ნამდვილად გამაოცა და თავიც შემაყვარა. კარგია, რომ ასეთი სუფთა გულის მქონე ადამიანების დანახვა შეუძლიათ, ასე ლამაზად, ასეთი გრძნობით, თუმცაღა ყველას არ... გაიხარეთ ჭაო!!! ჩემი +2
38. მადლობა მე-კალ-მე...ძალიან მიყვარხარ...:-* ასეთი ყურადღებით რომ კითხულობ იმიტომ.. სინამდვილეში არ მოკვდა "გამაოცე"...-დაჭერილია. თავდაპირველი ვერსიაც ეგრე იყო...:) მერე შევცვალე სიკვდილით...მაგრამ როგორც ნახე ვერ მოვისვენე და მერე ისევ თავდაპირველი ვერსია დავაბრუნე. ძალიან მომეწონა შენი განმარტება შუშის აკვარიუმზე...დამამშვიდა და ეს ფინალიც მოუხდინე უკვე, თუმცა სიკვდილიც მაგრად უხდებოდა...:)) მადლობა მე-კალ-მე...ძალიან მიყვარხარ...:-* ასეთი ყურადღებით რომ კითხულობ იმიტომ.. სინამდვილეში არ მოკვდა "გამაოცე"...-დაჭერილია. თავდაპირველი ვერსიაც ეგრე იყო...:) მერე შევცვალე სიკვდილით...მაგრამ როგორც ნახე ვერ მოვისვენე და მერე ისევ თავდაპირველი ვერსია დავაბრუნე. ძალიან მომეწონა შენი განმარტება შუშის აკვარიუმზე...დამამშვიდა და ეს ფინალიც მოუხდინე უკვე, თუმცა სიკვდილიც მაგრად უხდებოდა...:))
37. ახლა კომენტარებს გადავხედე და ...
"16. ჰარი...ფინალი მოვხსენი...:) მეც ვიფიქრე და ვეღარ გავიმეტე ის ადამიანი... მოთხრობას კი მოუხდა მისი სიკვდილი...-თაბ ბატონმიშას მინდოდა რომ მოსწონებოდა...:) მაგრამ მგონია რაღაც დავაშავე ამით...ღმერთმა დიიდხანს აცოცხლოს და მაპატიოს... დარჩეს ის ფინალი, რაც ადრე იყო...
დიდი მადლობა ყველას ვინც წაიკითხეთ ამხელა მოცულობის...:-* ჭა. 2012-04-26 21:08:05
დამაბნია ამ კომენტარმა. ანუ ეს ნაწერის თავდაპირველი ვერსია არ არის? თავდაპირველ ვერსიაში "გამაოცე" კვდება ბოლოს? თუ ასეა, ეგ მეც შემინიშნავს... ნაწერი ითხოვდა დასაწყისიდანვე მის დაღუპვას რაღაცნაირად, წინასწარ მქონდა სინანულის განცდა ამის გამო... თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ნაწერი რაღაცნაირად ითხოვს ამგვარ დასასრულს, ეს ვერსია ჩემთვის უფრო საინტერესოა, მოულოდნელია სასიამოვნოდ... თუმცა ვინ იცის რა ერჩივნა "გამაოცეს"? თავისუფლების მოსპობა თუ გარდაცვალება? მაგრამ აქაც შეიძლება კამათი... მისნაირი ადამიანები შუშის აკვარიუმშიც რომ გამოამწყვდიო, მაინც სხვებზე მეტად თავისუფლები არიან, მათი თავისუფლება სხვანაირია, შიგნიდან წამოსული და არა სივრცით განსაზღვრული...
კომენტარებში აღნიშნეს, იქნებ წერდაო "გამაოცე"... მეც მგონია, რომ წერდა... ახლა კომენტარებს გადავხედე და ...
"16. ჰარი...ფინალი მოვხსენი...:) მეც ვიფიქრე და ვეღარ გავიმეტე ის ადამიანი... მოთხრობას კი მოუხდა მისი სიკვდილი...-თაბ ბატონმიშას მინდოდა რომ მოსწონებოდა...:) მაგრამ მგონია რაღაც დავაშავე ამით...ღმერთმა დიიდხანს აცოცხლოს და მაპატიოს... დარჩეს ის ფინალი, რაც ადრე იყო...
დიდი მადლობა ყველას ვინც წაიკითხეთ ამხელა მოცულობის...:-* ჭა. 2012-04-26 21:08:05
დამაბნია ამ კომენტარმა. ანუ ეს ნაწერის თავდაპირველი ვერსია არ არის? თავდაპირველ ვერსიაში "გამაოცე" კვდება ბოლოს? თუ ასეა, ეგ მეც შემინიშნავს... ნაწერი ითხოვდა დასაწყისიდანვე მის დაღუპვას რაღაცნაირად, წინასწარ მქონდა სინანულის განცდა ამის გამო... თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ნაწერი რაღაცნაირად ითხოვს ამგვარ დასასრულს, ეს ვერსია ჩემთვის უფრო საინტერესოა, მოულოდნელია სასიამოვნოდ... თუმცა ვინ იცის რა ერჩივნა "გამაოცეს"? თავისუფლების მოსპობა თუ გარდაცვალება? მაგრამ აქაც შეიძლება კამათი... მისნაირი ადამიანები შუშის აკვარიუმშიც რომ გამოამწყვდიო, მაინც სხვებზე მეტად თავისუფლები არიან, მათი თავისუფლება სხვანაირია, შიგნიდან წამოსული და არა სივრცით განსაზღვრული...
კომენტარებში აღნიშნეს, იქნებ წერდაო "გამაოცე"... მეც მგონია, რომ წერდა...
36. სულ დაუმტვრიათ ყველაფერი. - აქ, მგონი, რაღაც მექანიკური შეცდომაა...
ნაწერი ძალიან მომეწონა... რატომღაც მეგონა, რომ ბოლოში "მოდი" დაიღუპებოდა. ბოლო წინადადებამდე ველოდი ამას შინაგანად და წინასწარვე მწყდებოდა გული :( გამიხარდა, რომ ასე არ მოხდა...
"გემრიელი" თხრობაა. მე რომ მიყვარს, ისეთი :*
მოკითხვა ნანას :*
+5 სულ დაუმტვრიათ ყველაფერი. - აქ, მგონი, რაღაც მექანიკური შეცდომაა...
ნაწერი ძალიან მომეწონა... რატომღაც მეგონა, რომ ბოლოში "მოდი" დაიღუპებოდა. ბოლო წინადადებამდე ველოდი ამას შინაგანად და წინასწარვე მწყდებოდა გული :( გამიხარდა, რომ ასე არ მოხდა...
"გემრიელი" თხრობაა. მე რომ მიყვარს, ისეთი :*
მოკითხვა ნანას :*
+5
35. მედი , ხმა რატომ არ უნდა ამოიღო?...-პირიქით ჩავასწორებ ახლავე...:-*
მედი , ხმა რატომ არ უნდა ამოიღო?...-პირიქით ჩავასწორებ ახლავე...:-*
34. ადამიანს ჯერ გული უჩვენო და მერე ერთიხელისმოსმით მოიცილო, ეს დანაშაულია მგონი. მკვლელი ხომ არა ვარ? მე ასე ვფიქრობ, ეს მკვლელობაა, იმედის, სულის და სხვა რაღაცების
გამომრჩენია-არ ვიყავი ქალაქში. . ნან,იმედია არ გამიბრაზდები,შენიშვნისთვის.პირველი შემთხვევა რომ იყოს,ხმას არ ამოვიღებდი,მაგრამ ადრეც შემხვედრია შენთან-იმფორმაცია. არა-ი ნ ფორმაცია. სონატა-სონეტი,შექსპირი მუსიკას არ წერდა:)
ადამიანს ჯერ გული უჩვენო და მერე ერთიხელისმოსმით მოიცილო, ეს დანაშაულია მგონი. მკვლელი ხომ არა ვარ? მე ასე ვფიქრობ, ეს მკვლელობაა, იმედის, სულის და სხვა რაღაცების
გამომრჩენია-არ ვიყავი ქალაქში. . ნან,იმედია არ გამიბრაზდები,შენიშვნისთვის.პირველი შემთხვევა რომ იყოს,ხმას არ ამოვიღებდი,მაგრამ ადრეც შემხვედრია შენთან-იმფორმაცია. არა-ი ნ ფორმაცია. სონატა-სონეტი,შექსპირი მუსიკას არ წერდა:)
33. ტენდი...:-* მადლობა, რომ წაიკითხე... ტენდი...:-* მადლობა, რომ წაიკითხე...
32. ოოოო !!!
ძალიან საინტერესოდ არის დაწერილი. :) აი ძალიან საინტერესოდ. თან ცუდია, თან კარგია... ბოლოს კი ყველა სიმპათიით არის განწყობილი გმირის მიმართ... და ყველას გული დასწყდა, რომ დაიჭირეს. :))) თან ყველაფერი დაცარიელდა. :)))) "ვგრძნობ რომ რაღაც, მთავარი გამომეცალა. ნუთუ იმ მთავარს ეს კაცი ატარებდა?" . :))) უპასუხისმგებლობა ადამინს გაცილებით სასიამოვნოს ხდის. :))
ძალიან მომეწონა. და გამაოცე კი არ მომეწონა ძალიან, შენ როგორც წერ გამაოცეზე, ის მომეწონა. :))) თან კარგია, თან ცუდი.. და რა კარგია! :)
პატივისცემით: ტენდი
5, რასაკვირველია. :) ოოოო !!!
ძალიან საინტერესოდ არის დაწერილი. :) აი ძალიან საინტერესოდ. თან ცუდია, თან კარგია... ბოლოს კი ყველა სიმპათიით არის განწყობილი გმირის მიმართ... და ყველას გული დასწყდა, რომ დაიჭირეს. :))) თან ყველაფერი დაცარიელდა. :)))) "ვგრძნობ რომ რაღაც, მთავარი გამომეცალა. ნუთუ იმ მთავარს ეს კაცი ატარებდა?" . :))) უპასუხისმგებლობა ადამინს გაცილებით სასიამოვნოს ხდის. :))
ძალიან მომეწონა. და გამაოცე კი არ მომეწონა ძალიან, შენ როგორც წერ გამაოცეზე, ის მომეწონა. :))) თან კარგია, თან ცუდი.. და რა კარგია! :)
პატივისცემით: ტენდი
5, რასაკვირველია. :)
31. სურათების ბიოგრაფიას რომ მორჩა, ისე ბუნებრივად მთხოვა ფული, თავხედობის ნასახიც ვერ შევატყვე. გავბრაზდი, მაგრამ მაინც მივეცი. ლოყაზე მაკოცა და ელვისუსწრაფესად გავარდა მთელი თავისი მასკარადით. როგორ შეიძლება იყო კარგი და ამავდროულად ცუდიც? სხვის შემთხვევაში ეს შეუძლებელად მეჩვენება, "გამაოცე" კი ამას ახერხებდა
ეს წავიკითხე ადრევე, ვერ მოვახერხე დაკომენტარება. შემიყვარდა მე შენი "გამაოცე", შემეცოდა, სიმპათიით განვეწყე და თან გავიფიქრე, რა ბედნიერება იქნება, ნანა, შენი მეზობლობა :**
სურათების ბიოგრაფიას რომ მორჩა, ისე ბუნებრივად მთხოვა ფული, თავხედობის ნასახიც ვერ შევატყვე. გავბრაზდი, მაგრამ მაინც მივეცი. ლოყაზე მაკოცა და ელვისუსწრაფესად გავარდა მთელი თავისი მასკარადით. როგორ შეიძლება იყო კარგი და ამავდროულად ცუდიც? სხვის შემთხვევაში ეს შეუძლებელად მეჩვენება, "გამაოცე" კი ამას ახერხებდა
ეს წავიკითხე ადრევე, ვერ მოვახერხე დაკომენტარება. შემიყვარდა მე შენი "გამაოცე", შემეცოდა, სიმპათიით განვეწყე და თან გავიფიქრე, რა ბედნიერება იქნება, ნანა, შენი მეზობლობა :**
30. :უ...პირველად შემიყვარდა............... ნარკომანი....:უ :მომეწონაანუ: :უ...პირველად შემიყვარდა............... ნარკომანი....:უ :მომეწონაანუ:
29. ნინეხ, ქართულად თქვი რა, თუ ამბობ რამეს...:))) მაგ სიმბოლოებით რა გავიგო?... ნინეხ, ქართულად თქვი რა, თუ ამბობ რამეს...:))) მაგ სიმბოლოებით რა გავიგო?...
28. :წუბ:....................:უ
:წუბ:....................:უ
27. მომეწონა.. საინტერესოა და ადვილად წამაკითხა თავი :) ეს ის მაწანწალა გაიზარდა,თუ ? მოგიკითხე ისყვარულით :* მომეწონა.. საინტერესოა და ადვილად წამაკითხა თავი :) ეს ის მაწანწალა გაიზარდა,თუ ? მოგიკითხე ისყვარულით :*
26. დაისო, მიხარია აქ რომ გხედავ...:) საერთოდაც დაისივით ლამაზად მიდი-მოდიხარ...:-* დაისო, მიხარია აქ რომ გხედავ...:) საერთოდაც დაისივით ლამაზად მიდი-მოდიხარ...:-*
25. მე მხოლოდ და მხოლოდ ფონისთვის ვჭირდებოდი, აბა მარტო ხომ არ ივლიდა და ილაპარაკებდა, მაშინ ხომ გარანტირებული ექნებოდა გიჟის სახელი . (ამდენი კი იცის) საერთოდა კი, აშკარად არეული აქვს ტვინში ყველაფერი.
ვინ იცის, როგორ უჭირს?....
ციხის გარეთაც ხომ უჭირდა, მაგრამ ის დატოვა, რაც ასე საინტერესოდ მოგიტანიათ მკითხველამდე. ალბათ, უთქვენოთ გულწრფელად რასაც იფიქრებს, შემდგომში მოგიტყვებათ, რომ ფურცელზე გადაიტანოთ...როგორც ამბობდა ანთიმოზ ივერიელი "თქვენი ცხოვრების ყველა დღე დაწერეთ"-ო მე მხოლოდ და მხოლოდ ფონისთვის ვჭირდებოდი, აბა მარტო ხომ არ ივლიდა და ილაპარაკებდა, მაშინ ხომ გარანტირებული ექნებოდა გიჟის სახელი . (ამდენი კი იცის) საერთოდა კი, აშკარად არეული აქვს ტვინში ყველაფერი.
ვინ იცის, როგორ უჭირს?....
ციხის გარეთაც ხომ უჭირდა, მაგრამ ის დატოვა, რაც ასე საინტერესოდ მოგიტანიათ მკითხველამდე. ალბათ, უთქვენოთ გულწრფელად რასაც იფიქრებს, შემდგომში მოგიტყვებათ, რომ ფურცელზე გადაიტანოთ...როგორც ამბობდა ანთიმოზ ივერიელი "თქვენი ცხოვრების ყველა დღე დაწერეთ"-ო
24. ზეუსი..:-* .დუმილა...:-* მადლობა... ზეუსი..:-* .დუმილა...:-* მადლობა...
23. ძალიან დიდი ჰუმანიზმია აქ 5 ძალიან დიდი ჰუმანიზმია აქ 5
22. ემოციური ნაწერია. +2 ემოციური ნაწერია. +2
21. მადლობა მუხა...:-* აუცილებლად შევასწორებ...როგორც მომიყვეს , ეგ "გადაჭრის" ისტორია, ისევე ჩავწერე... მაგდენი არ ვიცოდი ნამდვილად...:)
მეუდაბნოე, მიხარია ყოველთვის თქვენი სტუმრობა...:-* მადლობა მუხა...:-* აუცილებლად შევასწორებ...როგორც მომიყვეს , ეგ "გადაჭრის" ისტორია, ისევე ჩავწერე... მაგდენი არ ვიცოდი ნამდვილად...:)
მეუდაბნოე, მიხარია ყოველთვის თქვენი სტუმრობა...:-*
20. მოთხრობის გმირი სრულყოფილად არის მოწოდებული. ისე რომ მკითხველი მას ბოლომდე იცნობს და ითავისებს. კარგია, მომეწონა. მოთხრობის გმირი სრულყოფილად არის მოწოდებული. ისე რომ მკითხველი მას ბოლომდე იცნობს და ითავისებს. კარგია, მომეწონა.
19. არაჩვეულებრივი ნაწერია, აქ ჩანს არა მარტო "გამაოცე"-ს პიროვნული და ფსიქოლოგიური სურათი არანედ ის ადამიანური ურთიერთობა, ადამიანური სიყვარული, რომელიც დღემდე შერჩენია თქვენნაირ ავტორებს, ვკითხულობდი ნელა, და თვითეული წინადადება სიკეთითა და სხვისთვის დახმარების სურვილით გაჯერებულია, , ყველა მოთხრობას წითელ ზოლად გასდევს გულმოწყალეობა, კაცთმოყვარეობა, რაც თქვენ სულიერ სიმდიდრეზე მიმანიშნებს, ერთი პატარა შენიშვნა მაქვს თუ შენი ნებაა, "კისერთან არტერია გადაიჭრა" - კისერთან ვენა გადაიჭრა, უფრო დამაჯერებელი არ იქნება ?! იცი ალბად, მაგრამ მაინც შეგახსენებ, არტერიის გადაჭრის შემთხვევაში მნიშნელობა არ აქვს სად, გადარჩენის შანსი არ არის, არტერია არის როგორც ზამბარა გადაჭრის დროს ძალიან შორდება მანძილი , იკარგება და მედიცინა უძლურია! არაჩვეულებრივი ნაწერია, აქ ჩანს არა მარტო "გამაოცე"-ს პიროვნული და ფსიქოლოგიური სურათი არანედ ის ადამიანური ურთიერთობა, ადამიანური სიყვარული, რომელიც დღემდე შერჩენია თქვენნაირ ავტორებს, ვკითხულობდი ნელა, და თვითეული წინადადება სიკეთითა და სხვისთვის დახმარების სურვილით გაჯერებულია, , ყველა მოთხრობას წითელ ზოლად გასდევს გულმოწყალეობა, კაცთმოყვარეობა, რაც თქვენ სულიერ სიმდიდრეზე მიმანიშნებს, ერთი პატარა შენიშვნა მაქვს თუ შენი ნებაა, "კისერთან არტერია გადაიჭრა" - კისერთან ვენა გადაიჭრა, უფრო დამაჯერებელი არ იქნება ?! იცი ალბად, მაგრამ მაინც შეგახსენებ, არტერიის გადაჭრის შემთხვევაში მნიშნელობა არ აქვს სად, გადარჩენის შანსი არ არის, არტერია არის როგორც ზამბარა გადაჭრის დროს ძალიან შორდება მანძილი , იკარგება და მედიცინა უძლურია!
18. ჩემი თბილი "ჰადესი"...:-* ჩემი თბილი "ჰადესი"...:-*
17. მოგიკითხეთ:-* მოგიკითხეთ:-*
16. ჰარი...ფინალი მოვხსენი...:) მეც ვიფიქრე და ვეღარ გავიმეტე ის ადამიანი... მოთხრობას კი მოუხდა მისი სიკვდილი...-თაბ ბატონმიშას მინდოდა რომ მოსწონებოდა...:) მაგრამ მგონია რაღაც დავაშავე ამით...ღმერთმა დიიდხანს აცოცხლოს და მაპატიოს... დარჩეს ის ფინალი, რაც ადრე იყო...
დიდი მადლობა ყველას ვინც წაიკითხეთ ამხელა მოცულობის...:-* ჰარი...ფინალი მოვხსენი...:) მეც ვიფიქრე და ვეღარ გავიმეტე ის ადამიანი... მოთხრობას კი მოუხდა მისი სიკვდილი...-თაბ ბატონმიშას მინდოდა რომ მოსწონებოდა...:) მაგრამ მგონია რაღაც დავაშავე ამით...ღმერთმა დიიდხანს აცოცხლოს და მაპატიოს... დარჩეს ის ფინალი, რაც ადრე იყო...
დიდი მადლობა ყველას ვინც წაიკითხეთ ამხელა მოცულობის...:-*
15. რაღაცნაირად წერ, ჭაო, ძალდაუტანებლად, ბუნებრივად... და მყავს შენნაირი:)მე არ ვარ, სამწუხაროდ(სულ ვეჩხუბებოდი ხოლმე. მეც მქონდა ერთდროს მაღაზია და ძალიან შემომიჩვია "გამაოცეები")როგორ გიყვართ ადამიანები....მაგ შენი "გამაოცე"თუ ცხონდება, შენ და ჩემი დისნაირები ხომ საერთოდ!:)ღმერთმა ამრავლოს,"გამაოცე"-თა მოყვარულები! რაღაცნაირად წერ, ჭაო, ძალდაუტანებლად, ბუნებრივად... და მყავს შენნაირი:)მე არ ვარ, სამწუხაროდ(სულ ვეჩხუბებოდი ხოლმე. მეც მქონდა ერთდროს მაღაზია და ძალიან შემომიჩვია "გამაოცეები")როგორ გიყვართ ადამიანები....მაგ შენი "გამაოცე"თუ ცხონდება, შენ და ჩემი დისნაირები ხომ საერთოდ!:)ღმერთმა ამრავლოს,"გამაოცე"-თა მოყვარულები!
14. კოლორიტი ,,გამაოცე,, ... ვიცნობდი მზგავს ადამიანებს...არცერთი ცოცხალი აღარ არის. როგორც წესი - დიდი ტკივილის მატარებლები არიან. მშვენიერი მოთხრობაა. კოლორიტი ,,გამაოცე,, ... ვიცნობდი მზგავს ადამიანებს...არცერთი ცოცხალი აღარ არის. როგორც წესი - დიდი ტკივილის მატარებლები არიან. მშვენიერი მოთხრობაა.
13. კარგია , ჭაო, ჯანრი შაეცვლევინე, და ეს მოტხრობა ასე არ მტავრდებოდა მე სხვანაირად მახსოვდა? ფინალისტვის მოკალი თუ მარტლა მოკლეს? კარგია , ჭაო, ჯანრი შაეცვლევინე, და ეს მოტხრობა ასე არ მტავრდებოდა მე სხვანაირად მახსოვდა? ფინალისტვის მოკალი თუ მარტლა მოკლეს?
12. ავტორი: ჭა ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
სულმოუთქმელად ჩავიკითხე,ძალიან ემოციურია.. ავტორი: ჭა ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
სულმოუთქმელად ჩავიკითხე,ძალიან ემოციურია..
11. 'გამაოცე' მოკლეს ციხეში......
როდის, ნან? :((((( იმ დღეს უჩა დავინახე და... ეს გამახსენდა.... ვიფიქრე, "ნეტა სად გაქრა, აღარ ჩანს-მეთქი"...
ძალიან დამენანა... `გამაოცე` მოკლეს ციხეში......
როდის, ნან? :((((( იმ დღეს უჩა დავინახე და... ეს გამახსენდა.... ვიფიქრე, "ნეტა სად გაქრა, აღარ ჩანს-მეთქი"...
ძალიან დამენანა...
10. Плохие парни любят. Намного сильнее, чем хорошие, но только один раз.''ვისი სიტყვევია არ ვიცი Плохие парни любят. Намного сильнее, чем хорошие, но только один раз.``ვისი სიტყვევია არ ვიცი
9. ხანდახან ვფიქრობ ამ ყველაფრის მიუხედავად, ეს კაცი ცხონდება...-გული აქვს სუფთა, ძალიან სუფთა.
5 ხანდახან ვფიქრობ ამ ყველაფრის მიუხედავად, ეს კაცი ცხონდება...-გული აქვს სუფთა, ძალიან სუფთა.
5
8. უი.....მთავარი დამავიწყდა.-ძალიან მომეწონა,სულ ძალიან.... უი.....მთავარი დამავიწყდა.-ძალიან მომეწონა,სულ ძალიან....
7. 34-ი წელია კაცი მინდა ვიყო და ზუსტად ჩვენი გმირისნაირი,რაღაცა უცნაურობებს წავამატებდი ჩემი ხასიათი რომ ვიცი.....
ნან იქნებ წერდა კიდეც?........ 34-ი წელია კაცი მინდა ვიყო და ზუსტად ჩვენი გმირისნაირი,რაღაცა უცნაურობებს წავამატებდი ჩემი ხასიათი რომ ვიცი.....
ნან იქნებ წერდა კიდეც?........
6. არსებობენ ადამიანები, რომელთაც სინამდვილეში ყველა უყვართ, საკუთარი თავის გარდა. ქალებს ძალუძთ ასეთი სიყვარულის დანახვა და ... იცი, როცა სავსე ქუჩები ცარიელდება უიმისოდ_ეს მე სხვანაირად მაქვს გამოცდილი :), სულ სხვა დამოკიდებულების ინდიკატორია ეს ჩემთვის!
შეეძლო კი მას სხვაგვარად ეცხოვრა? ჩემს ნათესავს ქონდა მაღაზია ერთერთ პრესტიჟულ უბანში და რამდენჯერაც გავუარე, სულ "გამაოცეებით" იყო იქავრობა ავსებული. ძალაინ შემეშინდა მათი და ბოლოს საერთოდ დავივიწყე იმ მაღაზიის მისამართი. ისე საინტერესოდ წამეკითხა, ჩემს გოგონას გავუბრაზდი კიდეც რომ განუწყვეტლივ მაძლევდა შეკიტხვებს თავისი "საზიზღარი მე"-ს შესახებ :) , ბოლოს წვენი დავუმზადე და გავაჩუმე :) აი ასე! ++ რაღათქმა უნდა ! არსებობენ ადამიანები, რომელთაც სინამდვილეში ყველა უყვართ, საკუთარი თავის გარდა. ქალებს ძალუძთ ასეთი სიყვარულის დანახვა და ... იცი, როცა სავსე ქუჩები ცარიელდება უიმისოდ_ეს მე სხვანაირად მაქვს გამოცდილი :), სულ სხვა დამოკიდებულების ინდიკატორია ეს ჩემთვის!
შეეძლო კი მას სხვაგვარად ეცხოვრა? ჩემს ნათესავს ქონდა მაღაზია ერთერთ პრესტიჟულ უბანში და რამდენჯერაც გავუარე, სულ "გამაოცეებით" იყო იქავრობა ავსებული. ძალაინ შემეშინდა მათი და ბოლოს საერთოდ დავივიწყე იმ მაღაზიის მისამართი. ისე საინტერესოდ წამეკითხა, ჩემს გოგონას გავუბრაზდი კიდეც რომ განუწყვეტლივ მაძლევდა შეკიტხვებს თავისი "საზიზღარი მე"-ს შესახებ :) , ბოლოს წვენი დავუმზადე და გავაჩუმე :) აი ასე! ++ რაღათქმა უნდა !
5. ლალი...:-* დიდი მადლობა რომ წაიკითე ამხელა მოცულობის... ჰო...ადრე მედო ნაწილ-ნაწილ...
როგორ მიყვარს შენი ზუსტი ანალიზი...ჰო, კარგები და ცუდები...ასე ყოფს საზოგადოება და მეც ამ საზოგადოების ნაწილი ვარ...:))) მაგრამ ვხვდები რომ ასე არაა...ვინც "ცუდად" ითვლება...ის შეიძლება ყველაზე "კარგი" იყოს...
ლალი...:-* დიდი მადლობა რომ წაიკითე ამხელა მოცულობის... ჰო...ადრე მედო ნაწილ-ნაწილ...
როგორ მიყვარს შენი ზუსტი ანალიზი...ჰო, კარგები და ცუდები...ასე ყოფს საზოგადოება და მეც ამ საზოგადოების ნაწილი ვარ...:))) მაგრამ ვხვდები რომ ასე არაა...ვინც "ცუდად" ითვლება...ის შეიძლება ყველაზე "კარგი" იყოს...
4. ნან-მაგარი დამუშავება უნდა ტექსტს.ხომ შეიძლება მოგონილი ამბავია და პირველ პირში მოყევი უბრალოდ?არა ...ნამდვილი ისტორია მგონია.
მომეწონა შენი გმირი უცნაური და ტრაგიკული ადამიანი... მე მიყვარს განსხვებული ადამიანები... შენ კიდევ აი ეს->:D< ნან-მაგარი დამუშავება უნდა ტექსტს.ხომ შეიძლება მოგონილი ამბავია და პირველ პირში მოყევი უბრალოდ?არა ...ნამდვილი ისტორია მგონია.
მომეწონა შენი გმირი უცნაური და ტრაგიკული ადამიანი... მე მიყვარს განსხვებული ადამიანები... შენ კიდევ აი ეს->:D<
3. დედას როგორ სტკივა შვილი? შეუძლებელია ეს თქვა სიტყვით. მშობიარობის ტკივილს გავს, ოღონდ მარტო მუცელი კი არ გტკივა , ცოტა ზემოდან იწყება ტკივილი და მთელი გულ-ღვიძლია შიგ ჩათრეული..'' ეს ძალიან მომეწონა... დედას როგორ სტკივა შვილი? შეუძლებელია ეს თქვა სიტყვით. მშობიარობის ტკივილს გავს, ოღონდ მარტო მუცელი კი არ გტკივა , ცოტა ზემოდან იწყება ტკივილი და მთელი გულ-ღვიძლია შიგ ჩათრეული..`` ეს ძალიან მომეწონა...
2. როგორ შეიძლება იყო კარგი და ამავდროულად ცუდიც? ''ზუსტად ესაა იზიუმინკა და რატომ უნდა იყოს ნან კარგი,იმიტომ რომ შენ გინდა ან საზოგადოებას მიაჩნია ეს სწორად?:) როგორ შეიძლება იყო კარგი და ამავდროულად ცუდიც? ``ზუსტად ესაა იზიუმინკა და რატომ უნდა იყოს ნან კარგი,იმიტომ რომ შენ გინდა ან საზოგადოებას მიაჩნია ეს სწორად?:)
1. ვკითხულობ და თან ვერ კომენტარს. მე მახსოვს წერდი მაწანწალაზე და კიდევ დაიწყე და არ დაამტავრე ერტ საინტერესო ადამიანზე ციკლივიტ გქონდა. რაა იცი ნან-ნიჭია დაინახო ადამიანი,გაასაინტერესოვო ჩვეულებრივი ადამიანი ...დიდი ნიჭია. რაც შეეხება გმირს იცი რაა ნან ცხოვრებაა ძალიან ნაირფერი ,კარგიცაა და ცუდიც და ესაა მისი მომხიბვლელობა.არ დამეთანხმდები,მაგრამ არიან ადამიანები სწორად ცხოვრებისთვის და ამ სწორად ცხოვრებაში ძალიან საინტერესოები და არიან ადამიანები რომლებიც არ ჯდებიან რაღაც ჩარჩოში და ასე უნდა იცხოვროს წესებში. და კარგია რომ არიან ასეთები,მესმის რომ ეს ტრაგედიაა მატი და მათი ახლობლების ხანდახან ..მაგრამ ცხოვრებას ძალიან საინტერესო და განსხვავებულ ფერებს მატებენ... ვკითხულობ და თან ვერ კომენტარს. მე მახსოვს წერდი მაწანწალაზე და კიდევ დაიწყე და არ დაამტავრე ერტ საინტერესო ადამიანზე ციკლივიტ გქონდა. რაა იცი ნან-ნიჭია დაინახო ადამიანი,გაასაინტერესოვო ჩვეულებრივი ადამიანი ...დიდი ნიჭია. რაც შეეხება გმირს იცი რაა ნან ცხოვრებაა ძალიან ნაირფერი ,კარგიცაა და ცუდიც და ესაა მისი მომხიბვლელობა.არ დამეთანხმდები,მაგრამ არიან ადამიანები სწორად ცხოვრებისთვის და ამ სწორად ცხოვრებაში ძალიან საინტერესოები და არიან ადამიანები რომლებიც არ ჯდებიან რაღაც ჩარჩოში და ასე უნდა იცხოვროს წესებში. და კარგია რომ არიან ასეთები,მესმის რომ ეს ტრაგედიაა მატი და მათი ახლობლების ხანდახან ..მაგრამ ცხოვრებას ძალიან საინტერესო და განსხვავებულ ფერებს მატებენ...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|