 | ავტორი: ტიტე ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა 26 აპრილი, 2012 |
I am constitutionally competent to contest the elections
Benazir Bhutto Prime Minister of Pakistan
დაიწყო მერე სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატების არჩევნები. ჭიათურაში, სხვათაშორის, პოეტის მომხრეებმა (იგულისხმება თ. აკაკი წერეთელი) წამოაყენეს აკაკის კანდიდატურა. დაუდგეს საარჩევნო ყუთი, აკაკის მოწინააღმდეგე პარტიამ აკაკი გააშავა, რამაც პოეტი მეტად შეაწუხა
ვარინკა წერეთელი
პირველი სიტყვა, მოდი, იყოს პირველი, თუნდაც ასე უაზროდ, მაგრამ პირველი. როგორღაც უნდა დამეწყო ეს წერილი და ახლა ვფიქრობ, რომ უკვე ნებისმიერი სიტყვა, მეორე იქნება. დღეს ისეთი ქარია ჩემს უბანში, რომ ის დღე მახსენდება, საარჩევნო უბნიდან, პენსიონერებისთვის, საარჩევნო ყუთი რომ მიმქონდა სახლებში; მართალია ზამთარი იყო და ციოდა, მაგრამ ასეთი ქარი არ ყოფილა. ახლა რომ მქონდეს ეს ყუთი წასაღები და გავიდე ამ ქარში, ყუთიანად წამიღებს და მერე ეძებეთ თქვენი ხმები ნაგავსაყრელებზე… მოკლედ, როგორც დედაჩემი მეტყოდა, (ოღონდ სხვა მნიშვნელობით) რა ენაზე გელაპარაკოთ არ ვიცი, მაგრამ რადგან 4000 წლის წინაც არსებობდა ეს ენა, ამიტომ 1300 წლის მერეც იარსებებს და გწერთ ამ ენით. ისეთი არაფერი მაქვს სათქმელი, რაც არ თქმულა აქამდე. ლენონი ხომ გაგიგიათ, იყო ასეთი მომღერალი, რომელიც მოკლეს იმის გამო, რომ იმღერა “God is concept By which we measure Our pain”… აჰ, ხო ვიცი, ვიცი რომ მოგეწონათ, მაგას რა ჯობია მერეო იტყვით, ალბათ, თქვენ დემოკრატიის მამები, რომლებიც პიონერები იყავით სიდჰართას შემდეგ, ათეიზმის პროპაგანდისა დასავლეთში და მერე მთელს მსოფლიოში; ამ პროპაგანდის უკან, იდგა თქვენი მაღალგანვითარებული ტექნოლოგიების ათასობით ინსტიტუტი, ლაბორატორია, სამედიცინო დაწესებულება და ა.შ. ხალხსაც სხვა გზა არ ქონდა: როდესაც არჩევანს გთავაზობენ და მასთან ერთად იმასაც, თუ რას და რას შორის აირჩიო, რაღაცას ირჩევ და მერე, არჩეულს თავისუფლებას ეძახი. ესეც თქვენი დემოკრატია. უკვე აპრობირებული, ისეთ ქვეყნებშიც, როგორებიცაა სომალი, ერაყი, ავღანეთი, ტუნისი და ა.შ. ჰოდა ლენონზე გეუბნებოდით, მაგ სიტყვების მერე მოაყოლა : “I don't believe in Hitler” - ჰო, ამასაც არაუშავს, რომც მოგწონდეთ ხმამაღლა მაინც ვერ იტყოდით.” I don't believe in Kennedy” - ამაზე რას იტყვით, მოგწონთ? ალბათ გაღიზიანდებით, ეს როგორ გაგვიბედაო.
“I just believe in me” - აი ამიტომ კი, მოკლეს.
რა მაინტერესებს, ქალების ემანსიპაციის პროცესმა რა ნიშნულს მიაღწია? ხმის მიცემის უფლება აქვთ, გასაგებია და ახლა რა ხდება, როგორი მდგომარეობაა, მამაკაცების სამზარეულოში მასობრივი ტრიალია, თუ შვილების ძიძებთან მიბარების ტენდენცია? ისე როკფელერები ალბათ ახლა ისე ამაყობენ, ეს მოძრაობა რომ წამოიწყეს, როგორც არასდროს. რა ცოტაა საჭირო, რომ ხალხმა დაიჯერეოს ის, რაც გინდა რომ დაიჯეროს, მაგ. გადაიღებ ფილმ მატრიცას და ყველას ჯერა, რომ ადამიანები ვერასდროს შექმნიან ხელოვნურ ინტელექტს. მართლა, რა ქენით შექმენით ბოლოს და ბოლოს? კიდე რა მაინტერესებდა: ფიდელ კასტრო ისევ ეწევა? ერთი მაგან ვერ დაანება და მეორე ჩემმა მეგობარმა კიდე. როცა ჰოლოგრამაში მოათავსებთ ამ წერილს და წაიკითხვათ, ერთი ჭიქა, წითელი ღვინით სავსე, ასწიეთ და თქვით: ხსოვნა იყოს ამის დამწერისო. ასე ამბობენ ჩემს ქვეყანაში და მინდა იცოდეთ თქვენც ეს ტრადიცია. 3333 წელია ქრისტეს შობიდან და მიხარია, რომ გახსოვთ. ისე რისი წელია, ვირთხის თუ ღორის, ჩინური ჰოროსკოპის მიხედვით? თუ ღორის, მაშინ ახალ წელს, ნუ შეაპიწკინებთ მსუყედ გოჭს და ნუ გასჩრით ხახაში ბოლოკს, თორემ, წელი გიწყენთ და ბარაქა მოგაკლდებათ. არა, ეს ტრადიცია არაა ჩემი ქვეყნის, მაგრამ ერთ დროს, პოპულარული ვარსკვლავთმრიცხველის რჩევებია; თუ ვირთხის წელია, ნუ დაუგებთ ხაფანგებს და დუსტს ნუ დაუყრით, თორემ, ისიც გაგინაწყენდებათ და ბარემ კოსმოსის დასუფთავების გადასახადიც რომ მიგებათ გრავიტაციის ენერგიის გადასახადზე ცუდი არ იქნებოდა, ქემაინც ერთბაშად მოვა. “კარუსელებს” რაც შეეხება, ძალიან სწრაფად არ ატრიალოთ, “აბრატკას” მაძლევს და თანაც ყველას მინდა მოვკრა თვალი. ეკუმენური მსოფლიო შედგა. არ ვიცი რა გქვია: საქართველო, გაერთიანებული მსოფლიო, ახალი დედამიწა, თუ რა, მაგრამ ერთი ვიცი, რომ არჩევნები სამართლიანი მაინც არ იქნება.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
30. ბარემ კოსმოსის დასუფთავების გადასახადიც რომ მიგებათ გრავიტაციის ენერგიის გადასახადზე, ცუდი არ იქნებოდა.... “კარუსელებს” რაც შეეხება, ძალიან სწრაფად არ ატრიალოთ, “აბრატკას” მაძლევს და თანაც ყველას მინდა მოვკრა თვალი...
ესენი ძველ ამბებს მახსენებს და ძალიან მომეწონა:DDდ ბარემ კოსმოსის დასუფთავების გადასახადიც რომ მიგებათ გრავიტაციის ენერგიის გადასახადზე, ცუდი არ იქნებოდა.... “კარუსელებს” რაც შეეხება, ძალიან სწრაფად არ ატრიალოთ, “აბრატკას” მაძლევს და თანაც ყველას მინდა მოვკრა თვალი...
ესენი ძველ ამბებს მახსენებს და ძალიან მომეწონა:DDდ
29. ჰა ჰაააააა, რა მაგარი იყო ჰა ჰაააააა, რა მაგარი იყო
28. რა წერილი გავაძრე... :)) საარჩევნო ფონს უხდება... :)) რა წერილი გავაძრე... :)) საარჩევნო ფონს უხდება... :))
26. საინტერესო ფორმაა შერჩეული. საინტერესო იქნება რა რეაქცია ექნება პრეზიდენტს 1321 წლის შემდეგ ამ წერილს მუზეუმში ქვაზე ამოტვიფრულს რომ წაიკითხავს :) საინტერესო ფორმაა შერჩეული. საინტერესო იქნება რა რეაქცია ექნება პრეზიდენტს 1321 წლის შემდეგ ამ წერილს მუზეუმში ქვაზე ამოტვიფრულს რომ წაიკითხავს :)
25. :)) დუმილს თქმა სჯობს. კარგია :)) დუმილს თქმა სჯობს. კარგია
24. ძალიან მაგარია ძალიან მაგარია
23. ამის წაკითხვა მინდა რა ხანია და ჯერ ძველი "ვალები" ვერ გავისტუმრე. :)))
პატივისცემით: ტენდი ამის წაკითხვა მინდა რა ხანია და ჯერ ძველი "ვალები" ვერ გავისტუმრე. :)))
პატივისცემით: ტენდი
22. ამისთვის შემოვედი ახლა:)) მაგარი რამეა...დიდი მადლობა ბლაგვს:)))
+++++++ ამისთვის შემოვედი ახლა:)) მაგარი რამეა...დიდი მადლობა ბლაგვს:)))
+++++++
21. აქაც ჩემი პლიუსი :)
5 აქაც ჩემი პლიუსი :)
5
20. ~მაგრამ ერთი ვიცი, რომ არჩევნები სამართლიანი მაინც არ იქნება.~
ვფიქრობ თუ ადამიანებს სამართლიანობის მოთხოვნა აქვთ, სამართლიანობა გაიმარჯვებს.
სამართალი როცა ირღვევა თითქმის ყველა წუხს. მაგრამ ჯერ შეწუხებული კაცი არ მინახია, როცა სამართალი მის სასარგებლოდ ირღვევა. ~მაგრამ ერთი ვიცი, რომ არჩევნები სამართლიანი მაინც არ იქნება.~
ვფიქრობ თუ ადამიანებს სამართლიანობის მოთხოვნა აქვთ, სამართლიანობა გაიმარჯვებს.
სამართალი როცა ირღვევა თითქმის ყველა წუხს. მაგრამ ჯერ შეწუხებული კაცი არ მინახია, როცა სამართალი მის სასარგებლოდ ირღვევა.
19. ოოო საიტერესო კაცი ხარ , საინტერესო პუბლიკაციით და კომენტარებით! ოოო საიტერესო კაცი ხარ , საინტერესო პუბლიკაციით და კომენტარებით!
18.
ისე მკითხველი კარგად თუ დააკვირდება ბევრი დამოუკიდებელი პარაელები გაივლო ჩვენს დამოუკიდებელ წერილებს შორის.. :)
ისე მკითხველი კარგად თუ დააკვირდება ბევრი დამოუკიდებელი პარაელები გაივლო ჩვენს დამოუკიდებელ წერილებს შორის.. :)
17. "რა მაინტერესებს, ქალების ემანსიპაციის პროცესმა რა ნიშნულს მიაღწია? ხმის მიცემის უფლება აქვთ, გასაგებია და ახლა რა ხდება, როგორი მდგომარეობაა, მამაკაცების სამზარეულოში მასობრივი ტრიალია, თუ შვილების ძიძებთან მიბარების ტენდენცია? "
:)))))))))))))))))))))) :)))))))))))))) ძალიან მაგარია...... :))))))))) "რა მაინტერესებს, ქალების ემანსიპაციის პროცესმა რა ნიშნულს მიაღწია? ხმის მიცემის უფლება აქვთ, გასაგებია და ახლა რა ხდება, როგორი მდგომარეობაა, მამაკაცების სამზარეულოში მასობრივი ტრიალია, თუ შვილების ძიძებთან მიბარების ტენდენცია? "
:)))))))))))))))))))))) :)))))))))))))) ძალიან მაგარია...... :)))))))))
16. ავტორი: ტიტე ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა ჩემი შეფასება: 5 :D ავტორი: ტიტე ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა ჩემი შეფასება: 5 :D
15. საგაზეთო წერილია...:) საგაზეთო წერილია...:)
14. პოლიტოკოსებს სულ ტყუილა ადარებთ პროსტიტუტკებსო:)რედკაია პროსტიტუტკა დათანხმდება თავისი პროფესიონალური მოვალეობის შესრულებას ტელეკამერების წინო:) პოლიტოკოსებს სულ ტყუილა ადარებთ პროსტიტუტკებსო:)რედკაია პროსტიტუტკა დათანხმდება თავისი პროფესიონალური მოვალეობის შესრულებას ტელეკამერების წინო:)
13. მოკლედ პოლიტიკოსები პამპერსებივით არიანო:)ხშირად უნდათ მათაც გამოცვლა და თან იგივე მიზეზითო:) მოკლედ პოლიტიკოსები პამპერსებივით არიანო:)ხშირად უნდათ მათაც გამოცვლა და თან იგივე მიზეზითო:)
12. გიგა, არ მიცნობდე მაინც :))) ვინმეს ბრახა-ბრუხს რომ შევეწუხებინე ასე ადვილად ვერ გავიდოდა ფონს :)))))))
გიგა, არ მიცნობდე მაინც :))) ვინმეს ბრახა-ბრუხს რომ შევეწუხებინე ასე ადვილად ვერ გავიდოდა ფონს :)))))))
11. სალო არადა შეიძლება იცოდე კიდეც ვინ არის "ტიტე".... ერთ დროს შეიძლება ამათი ბრახა-ბრუხი ყურებს გიყრუებდა.. :))))))
სალო არადა შეიძლება იცოდე კიდეც ვინ არის "ტიტე".... ერთ დროს შეიძლება ამათი ბრახა-ბრუხი ყურებს გიყრუებდა.. :))))))
10. არც მე ვიცი მარა ხო ხედავ, მევასება :D არც მე ვიცი მარა ხო ხედავ, მევასება :D
9. saloabramishvil-ო, არ ვიცი ტიტე ვინაა, მაგრამ 5 გამომტყუა :))))))))))))))
saloabramishvil-ო, არ ვიცი ტიტე ვინაა, მაგრამ 5 გამომტყუა :))))))))))))))
8. ურაკპარაკზე შეფასების მიცემა ხდება "ჯეო-სტარის" და "ნიჭიერის" პრინციპით (უმრავლეს შემთხვევაში, ანუ მეტი ინტენსივობით): "ზემლიაკ", მეზობელ, ძმაკაც, დაქალ, ნაცნობ, "ერთად დაგვილევია", "ლამაზი თვალები აქვს", "ძმურად 20 თეთრით ხომ ვერ დამეხმარები?!", "აიფონ 4 სრი ჯი ესი აქ", "კაი ბიჭების ახლობელია" და მისთ. პოეზი, როგორც ნიაზ იტყოდა "დემღუააა"... ოღონდ, ჩუ, არავისარ უთხრა!
არ ვიცი ვინ ხარ მარა მევასები. ურაკპარაკზე შეფასების მიცემა ხდება "ჯეო-სტარის" და "ნიჭიერის" პრინციპით (უმრავლეს შემთხვევაში, ანუ მეტი ინტენსივობით): "ზემლიაკ", მეზობელ, ძმაკაც, დაქალ, ნაცნობ, "ერთად დაგვილევია", "ლამაზი თვალები აქვს", "ძმურად 20 თეთრით ხომ ვერ დამეხმარები?!", "აიფონ 4 სრი ჯი ესი აქ", "კაი ბიჭების ახლობელია" და მისთ. პოეზი, როგორც ნიაზ იტყოდა "დემღუააა"... ოღონდ, ჩუ, არავისარ უთხრა!
არ ვიცი ვინ ხარ მარა მევასები.
7. :) არჩევნები სამართლიანი მაინც არ იქნება"
გეთანხმები :) არჩევნები სამართლიანი მაინც არ იქნება"
გეთანხმები
5. მინდა ხელი ჩამოგართვა! :))))))))
+5! მინდა ხელი ჩამოგართვა! :))))))))
+5!
4. აი, სააკაშვილი რო გახდა მეორედ პრეზიდენტი და გრეჩიხამ რო წააგო, ვითომ. აეგ წელი იყო 2008..
იქ "კარუსელები" ატრიალეს, შენძმობას ვფიცავარ მართლა აბრატკა მომცა წინ და უკან სირბილით :DDDDDDDDD და მაინც "ჩემი ფეხები" აი, სააკაშვილი რო გახდა მეორედ პრეზიდენტი და გრეჩიხამ რო წააგო, ვითომ. აეგ წელი იყო 2008..
იქ "კარუსელები" ატრიალეს, შენძმობას ვფიცავარ მართლა აბრატკა მომცა წინ და უკან სირბილით :DDDDDDDDD და მაინც "ჩემი ფეხები"
3. ხო ეგ მართალია... :)))))
შენ კიდე საიდან გახსოვდა საარჩევნო ყუთი რომ ათრიე იმ ქარში.. :)))))))) რომელი წელი იყო ის მაინც გახსოვს? :)))) წინა საუკუნის დასაწყისი იყო მგონი.. :))))))
ხო ეგ მართალია... :)))))
შენ კიდე საიდან გახსოვდა საარჩევნო ყუთი რომ ათრიე იმ ქარში.. :)))))))) რომელი წელი იყო ის მაინც გახსოვს? :)))) წინა საუკუნის დასაწყისი იყო მგონი.. :))))))
2. :DDDD
მარკ ტვენი ხარ, უარესი იმან 1000-ჯერ მაინც დაანება და შენ 1000-ჯერ ვერ დაანებე :DDDDDDDDD :DDDD
მარკ ტვენი ხარ, უარესი იმან 1000-ჯერ მაინც დაანება და შენ 1000-ჯერ ვერ დაანებე :DDDDDDDDD
1. :)))))))))))))))))
"კიდე რა მაინტერესებდა: ფიდელ კასტრო ისევ ეწევა? ერთი მაგან ვერ დაანება და მეორე ჩემმა მეგობარმა კიდე. "
შენ რა გითხარი...... :))
მაგარი კაცი ხარ... :)))
ვინც არ იცის ვუთხრათ, რომ .......მე და ტიტემ გადავწყვიტეთ დამოუკიდებლად მიგვეწერა წერილი 3333 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატებისთვის.....
და აი რაც არის ეს არის.... :)))))))
საღლ ტიტე.... ბოლომ გაასწორა... :)))))
:)))))))))))))))))
"კიდე რა მაინტერესებდა: ფიდელ კასტრო ისევ ეწევა? ერთი მაგან ვერ დაანება და მეორე ჩემმა მეგობარმა კიდე. "
შენ რა გითხარი...... :))
მაგარი კაცი ხარ... :)))
ვინც არ იცის ვუთხრათ, რომ .......მე და ტიტემ გადავწყვიტეთ დამოუკიდებლად მიგვეწერა წერილი 3333 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატებისთვის.....
და აი რაც არის ეს არის.... :)))))))
საღლ ტიტე.... ბოლომ გაასწორა... :)))))
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|