ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: უბრალოდ_მე
ჟანრი: პოეზია
21 ივლისი, 2012


რაღაცნაირად

მოდი მერანმა ისე გასწიოს,
როგორც არასდროს გაქროლებულა
მოდი ღამეც კი ისე დაღამდეს
როგორ არასდროს დაღამებულა
მოდი სათქმელიც ისე დაწერონ
როგორც არასდროს დაუწერიათ
ჩემს გულში ნადებს ისე ავურევ
როგორც არასდროს აურევიათ
ისე ვეომოთ ჩვენ ამ ცხოვრებას
როგორც არასდროს არ უომიათ
მოდით ისევე ჩვენ შევიყვაროთ
როგორც არასდროს შეკვარებიათ.
მოდით პატივიც ისე მივაგოთ
როგორც არასდროს მიგებებიათ
მოდით მომკრთალო ცას სილაჟვარდე
ისე მოვფინოთ როგორც ჩვევია.
მოდით ძმობაც კი ისე შევფიცოთ
როგორც არავის შეუფიცია
მოდით გვერდიგვერდ ჩვენ ისე დავდგეთ
როგორც ჯერ არვინ არ დადგომია
მოდით ჩვენს სათქმელს ისე დავასწროთ
საქციელებით როგორც გვჩვევია.
კვლავ გავიხსენოთ რომ ვართ ჩვენ კაცნი
ადამიანნი- არა ღმერთნია...
თუ ეს ცხოვრება არ არს სამოთხე
არც ჩვენ ვართ მგონი ანგელოზნია.
თუ ერთმანეთის ცხოვრებას ვდიეთ
ვერ გავექცევით ბოლო ხვედრია...
თუ სიკვდილია სიკვდილი იყოს,
სხვაგვარ სიცოცხლეს ხომ მირჩევნია.


                                              მინდა ცხოცვრების ბოლომდე ისე,
                                              გავსტანო ჩემი ოცნების ბუნტით,
                                              რომ არ ვინატრო ჩემი ლექსების.
                                              უცბად გადაშლა ჩემივე გულით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები