ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: აგონიაში მყოფი
ჟანრი: პოეზია
12 აგვისტო, 2012


ბოლო გაცილება


ახლა წერილებშიც თითქოს გადამინდი,
მინდა ნერვებიდან გულით ამოგიშვა,
მაგრამ მაკროგლიებს რავქნა გამატებით
უნდათ, ძარღვებიდან გარეთ, რომ გაგიშვან.

ხანაც ნაღვლიანად ისევ მახსენდები,
ხანაც მხიარულად შენზე მეღიმება,
ღამის საათებში როცა ნაფაზები,
თავში ჩამარტაყმს და შენზე მეფიქრება,

მაშინ ნერვიულად საათს გადავხედავ,
ლამის დამათენდა, ამდენ ოცნებებში,
ვცდილობ ამ სახლიდან, ისევ ნერვიულად
თავი გადავიგდო..- მიჭირს გეფიცები.

თუმცა რაღაზე გწერ ჩემთვის მეცინება,
ასიათასჯერ, რომ გულში ამიჯანყდი,
შენი თვალებიდან, მაშინ ცრემლთა დენა
მახსოვს.პატარა და ლაღი ბავშვი ჩანდი.

ახლა ღამეა და მთვარეს შევციცინებ,
სჯობს რომ არ გათენდეს,ტკბილად მეფიქრება,
მახსოვს,როცა გნახე როგორ გმიღიმე,
მახსოვს,ხოდა ვფიცავ ახლა მეტირება

შენზე, უაზროდ რომ ასე მიგატოვე,
ვწუხვარ არ ვიცოდი კიდევ ვიცოცხლებდი,
მინდა ასე დარჩეს,ხოდა ასეც ვტოვებ,
მაგრამ ახლაც მახსოვს,როგორ მაცილებდი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები