ოთხშაბათია, ისევ ისე ვუზივარ სარკეს და ჩემს ორეულს ვუყურებ და თვალს ვუყრი თვალში და ასე დიდხანს ვაკვირდებით ერთმანეთს მლაშედ მერე თენდება ერთმანეთის მინუსის თვლაში
ხუთშაბათია, აივანზე ვარ და სევდა მათოვს თან უძილობა შემომიჩნდა ყავასთან ერთად ვეწევი იმდენს ფილტვებში რომ ბოლია მარტო და მაშინ ვხვდები რომ მარტო ვარ ყველაზე მეტად
პარასკევია, სავსე მთვარეც ამოვა მალე, ამოვა, ხოდა, იმოძრავებს ძარღვებში სითბო, სითბო რომელსაც ჩემი სხეული, სულ მალე დალევს და სანამ დროა გოლგოთზე ჯვარები ვზიდოთ.
დღეს შაბათია, ხვალე მგონი დღე არის უქმი, მაგრამ როგორმე ამ საღამოს გადავრჩე უნდა, ვუყურებ ქუჩას, სადაც მარტო, ვიღაცას ურმით, მოაქვს ნადავლი, რაც იწვალა ხორცების გუნდად.
მოვიდა კვირაც, თუმცა უკვე ღამდება კიდეც, ღამდება ჩემშიც, უკვე დროა ვიფიქრო ალბათ, მაგრამ ფიქრებმა ოცნებობა დაიწყეს ისე, ისე თითქოსდა ყანყრატოში მიჭერდეს ლაგამს.
ორშაბათია, ღამეს შავი ფარაჯა მოსავს, და ჩაის ვხრუპავ მერამდენეს აღარც კი მახსოვს, დღეს უძილობა შემომიტევს და მგონი მოვა დემონი, ხოდა ისევ სევდა ჭერიდან მათოვს.
სამშაბათია, ღამეა ხოდა ცახცახი მიტევს, მიტევს ცეროზით წამომსკდარი პირიდან სისხლი და ვხვდები მალე ფილტვებისგან დაგლეჯილ კიდეს, ამოაქვს ღვიძლის, ამოსუნთქვის სულ ბოლო ნისლი.
ოთხშაბათია, ისევ სარკეს ვუზივარ, ხოდა, ისევ ისეთი გამალებით ვუსწორებ თვალებს, ვიხსენებთ მერე მიტოვებულ სახლის წინ ოდას, და ალიონზე მივაცილებთ ჩვენს ბოლო ღამეს.
სევდა,სევდა,სევდა.სევდიანი პროზის და პოეზიის საღამოა დღეს.ცოტა ოდენი გაუმართაობის მიუხედავად,ერთი ამოსუნთქვითდა ინტერესით იკითხება.და რაც მთავარია ლამაზია და გულიანი.
+2+
სევდა,სევდა,სევდა.სევდიანი პროზის და პოეზიის საღამოა დღეს.ცოტა ოდენი გაუმართაობის მიუხედავად,ერთი ამოსუნთქვითდა ინტერესით იკითხება.და რაც მთავარია ლამაზია და გულიანი.