ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბობი ბრაუნი
ჟანრი: პოეზია
21 აგვისტო, 2012


თათოს

                                                                                                          წლები გაივლის და ისევ ვიტყვი-
                                                                                                          მე შენ მიყვარხარ !
                                                                                                          ყველა კედელზე დაიხატება-
                                                                                                          მე შენ მიყვარხარ !
                                   
                                                                                                                                  ირაკლი კოსტავა





გადათეთრილი შორს შენი მთები
შენი სიცოცხლის ახალი ნერგი
ყოველი დილით გაღვიძებს ბავშვი,
სიცოცხლის აღქმა  შემოაქვს შენში.

მე კი ძლიერ  მიყვარს შენთან საუბარი,
ბავშვური თვალებით რა თბილად  მიყურებ,
სიცისფრე ფიქრების ჩემს ცოდვებს აიტანს
და ეს უცნაური დღე მე გამაგიჟებს.



მე ისევ მოვალ, მოგიტან ვარდებს,
ნიკოზს ვაკოცებ პატარა ღიპზე.
მე არაფერი სხვა აღარ მინდა,
მე მხოლოდ შენთან ყოფნა მახარებს.


ყველა ტკივილით და ყველა სევდით
მე შენ მიყვარხარ უფრო და უფრო
ყველა განსაცდელს გავუძლებ, მჯერა,
ოღონდ იცოდე, მე შენზე ვფიქრობ.

და ვუძლებ დღეებს და ვუძლებ წამებს,
ცხოვრება გადის, ვარ ბედნიერი.
ეს სიყვარული ვინ შეურაცხყოს?
და ვინ დაკარგოს უფლის იმედი?

ყველა ტკივილით და ყველა სევდით
მე შენ მიყვარხარ უფრო და უფრო
ყველა განსაცდელს გავუძლებ, მჯერა,
ოღონდ იცოდე, მე შენზე ვფიქრობ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები