ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თამუ
ჟანრი: პროზა
19 ოქტომბერი, 2012


დილამშვიდობის ღმერთო!


  ცა უჩვეულოდ ღია ცისფერი, ბავშვის ხელით გაფერადებულს გავდა, მთები მწვანე, სალათის ფერი, მდინარე რომელიც მთიდან ფერდობზე დიდი სისწრაფით ეშვებოდა, ნაპირებს ეხეთქებოდა და მზის ყვითლად დახატულ სხივებზე, უამრავ ცისარტყელებად ირეკლებოდა, მდელოზე თითქოს ისვენებდა, სწორ ხაზებად ლაგდებოდა, მდორედ მოედინებოდა და ირგვლივ ყველაფერს სიცოცხლეს ანიჭებდა. ყვავოდა ირგვლივ არემარე. უამარავი სასწაული სილამაზის ყვავილი ხარობდა, მდელოზე საოცარი ფერის თუ ფორმის პეპლები დაფრინავდნევნ, შორს ერთერთი მთის კალთაზე მუქი მწვანედ შეღებილი ხეები, ფერადად გაფერადებულ ხეების მასას შერწყმოდნენ, ლამაზად მოქსოვილ ხალიჩას გავდა ყოველივე ირგვლივ.
  დიდხანს ვიყურებოდი ირგვლივ, სურნელიც კი განსხვავებული იყო რეალობასთან.ხო რეალობასთან, იმიტომ რომ ვიცოდი, ეს ჩემი ცხოვრების ნაწილია, ჩემი სიზმრის ერთი ნაწილი. უცებ მშვენიერი პეპელა აფრინდა, ცისფერი პაწაწინა ყვავილიდან, ჩემსკენ გამოფრინდა, მხარზე დამაჯდა და არაბუნებრივად ლამაზად მოხატული ფრთები რამდენჯერმე დააფახულა.
  -მეც მინდა ფრენა შემეძლოს- ვუთხარი ხმამაღლა
  -მერე? გაფრინდი-ჩუმი ლამაზი ხმით მითხრა მან, რაც არ გამკვირვებია, ამ სამყაროში ყველაფერი შესაძლებელია.
  როგორ? მე ხომ ფრთები არ მაქვს?
  ფრთები? Dდა რათ გინდა ფრთები? შენ ხომ ადამიანი ხარ? Aადამიანს კი ყველაფერი შეუძლია, შენ მხოლოდ მოინდომე.
  -და მონდომება საკმარისია?
  -სამყაროში რომელიც შენია , საკმარისია.
უცებ  ძალიან მომინდა გავფრინდე, ხელები გავშალე,ღრმად ჩავისუნთქე და ვიგრძენი რომ მართლაც პეპელასავით მსუბუქი გავხდი 
-მე მინდა გავფრინდეე!-ხმამაღლა გავძახე უსასრულობას და ადგილიდან მოვწყდი,    მაღლა ავიჭერი, ხელები წინ, თეთრ, ბამბის ქულასავით ფაფუკ ღრუბლისაკენ გავიშვირე და უცებ იქ აღმოვჩნდი, ირგვლივ სითეთრე იყო, უცნაური სიმშვიდე. დაბრუნება გადავწყვიტე და ზემოდან, ბავშვის ხელით დახატული ფერადი ნახატი დავინახე. ფრენით დაღლილი კი დაუბრუნდი მდელოს, მდინარე რომ ყოფდა შუაზე და ჩემი მეგობარი პეპელა ცხოვრობდა.
  გამეღვიძა, თვალი გავახილე. სიზმარი გამახსენდა, ღმერთო როგორ არ მინდოდა რეალობაში დაბრუნება , როგორ მეზარებოდა სამსახურში წასვლა, მაგრამ უნდა ავდგე, სიზმარი დამთავრდა. საწოლზე წამოვჯექი, ფეხები ჩუსტებში გაუყარე, ავდექი ფანჯარასთან მივედი, გამოვაღე და ხმამაღლა გავძახე სამყაროს,
    -დილამშვიდობისა ღმერთო

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები