ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: milanel
ჟანრი: პოეზია
23 ოქტომბერი, 2012


ლამპიონები

ლამპიონების დაბჟუტულ შუქზე
ოქტომბრის დილა ათევდა ღამეს,
კაცს რომ მაჯაში არაგვი უჩქეფს
მთელ ღამეს ძილში ძნელად თუ გალევს..

არასრულ ოთხზე, უმთვარო ღამით,
წყვდიადი იდგა, შავი ფონებით
და ვბაასობდით ჟესტების ენით
მე და მბჟუტავი ლამპიონები..

ვაქილიკებდით ბუნების კანონს,
უცენზუროდაც მივმართეთ წვიმას,
ტანზე ვიშრობდით გალუმპულ სამოსს,
გვერდი-გვერდ მდგომნი ნიაღვრის პირას..

წვიმა კი მგონი ჯიბრით ასხამდა
არც კი სცხვენოდა ქუჩის ბიჭების,
ეს ბიჭები კი იდგნენ უძრავად
როგორც ერთგული ძმადნაფიცები..

......................................................

გაბრაზებულნი წვიმის წვეთების
უგულობით და მკაცრი ზომებით,
ვლაპარაკობდით ისევ ჟესტებით
მე და მბჟუტავი ლამპიონები....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები