მეგობარო, მოდი და მეგობარო, მიშველე, მეგობარო, გულიდან ამომიღე ნაღველი მეგობარო შეხედე ცრემლი როგორ მისველებს, წამწამებს და ამ დროსაც ამოხეთქავს სათქმელი.
ხედავ? გული მიკვდება, მოსაშველად იჩქარე, თორემ ძვლების ფრფლიც კი არ დაგხვდება სატირი, ახლა გწერ და მაჯებში პულსის ცემა იკავებს, ყველა აზრს და გონების მოძრაობის სათავეს,
იმედები ნელ–ნელა რწმენასავით მელევა, უკვე სულის ტკივილსაც უამრავჯერ განვიცდი, გეფიცები სარკეში ჩახედვისას მერევა, სული ხორცში ამიტომ კვლავ გელი და დაგიცდი.
სანამ კარს შემოაღებ უხილავი ქუჩიდან, სანამ სულის სიღრმეში არ შეწყდება ქოშინი, ისევ გელოდები და ისევ ცვივა ამ ციდან, ჩემი ოცნებების და სურვილების ბოინგი.
ახლა? ხალა ვფიქრობ და მეშინია სიცივის, მარტოობას როგორმე იქნებ თავი გავართვა, მაგრამ ვიცი მოვხვალ და მერე აღარ იწვიმებს, ჰოდა მანამ ვეცდები სიკვდილს თავი წავართვა.
იმედები ნელ–ნელა რწმენასავით მელევა, უკვე სულის ტკივილსაც უამრავჯერ განვიცდი, გეფიცები სარკეში ჩახედვისას მერევა, სული ხორცში ამიტომ კვლავ გელი და დაგიცდი. მომეწონა :)
იმედები ნელ–ნელა რწმენასავით მელევა, უკვე სულის ტკივილსაც უამრავჯერ განვიცდი, გეფიცები სარკეში ჩახედვისას მერევა, სული ხორცში ამიტომ კვლავ გელი და დაგიცდი. მომეწონა :)