ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბობი ბრაუნი
ჟანრი: პოეზია
30 ნოემბერი, 2012


თათოს და ნიკას

                                                                                                                    მე მთელი ღამე სიტყვას ვეძებდი,
                                                                                                                    რომელსაც უნდა გადავერჩინე...

                                                                                                                                  ოთარ ჭილაძე

მე ყოველ ღამით ვპოულობ სიტყვას, რომელიც დილით კვლავ გადამარჩენს.
იქნებ ამიტომ კიდევ გეძახი, რომ სითბო დარჩეს დაღარულ კანში.
სულის სიმშვიდე ლექსებად მათრობს და დაგიძახებს ათასწლის მერეც.
გთხოვ დამიძახე, როცა სეირნობთ, რომ დაგინახოთ შორიდან მაინც.

რადგან ტკივილი ლექსებად მათოვს და მენატრება შენთან შეხება,
ვერ მაპატიე რასაც განვიცდი და ეხლა ისევ დავდივარ კენტად,
არადა მახსოვს ჩემზე ფიქრობდი, ლექსებსაც მწერდი წრფელი აზრებით
მე მილიარდჯერ გთხოვ რომ შემინდო და მომცე ნება შენთან ერთობის.

ნიკუშა ისევ მახსოვდა დილით, როცა ვიპოვე სიტყვა დამხმარე,
მთელი არსებით თქვენ ჩემში სახლობთ, მე თქვენ გიბოძეთ ფიქრების მხარე.
დღეს ვიცი ისევ ამოვა მთვარე და უთქვენობა ჩემთვის ბრძოლაა,
როცა გაივლის ტკივილი ბევრი, თქვენში შემოვალ, თქვენში შემოვალ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები