შარშან ამ დროს... ჰო, აი სწორედ რომ ამ დროს. 1:15 წუთზე შენ პირველად ჩაისუნთქე ჰაერი და დაინახე ეს სამყარო შენი- პატარა, ლამაზი თვალებით მე კი მეძინა... შარშან ამ დროს შენ უკვე დამოუკიდებელი იყავი გამომეყავი... შენ შენ იყავი, მე კი მე. აღარ არსებობდა ჩვენ, ისეთი "ჩვენ" როგორც მანამდე მთელი 9 თვის განმავლობაში იყო. სხვანაირი "ჩვენ" გახდა, ჩვენებური უთბილესი და უსათუთესი. სასაცილო ფაქტია მაგრამ ჩემს გაღვიძებამდე მამამ გნახა, ციცქნა ლოყებიანი მუთაქა... რომელიც ორივეს რაღაც ახალს გვიმზადებდა მომავალში, თუმცა ვერც ერთი ვერ ვაცნობიერებდით. ახალგაღვიძებული ვერც კი ვხვდებოდი რამხელა ცვლილება შემოიტანე ჩემს ცხოვრებაში და ამის გააზრებას მგონი კიდევ ვცდილობ. საოცარი ვინმე ხარ, ჩემი "შექმნილი", ჩემს მიერ მოვლენილი ქვეყანას და ჩემი დაცვის გარეშე დაღუპვისთვის განწირული. შარშან ამ დროს... მთელი საუკუნე გავიდა, მე კი ხანდახან როცა გიყურებ, კიდევ ვერ დამიჯერებია, რომ ჩემი ხარ. იმდენად მიყვარხარ ამას ალბათ მხოლოდ სხვა დედა გამიგებს და გადმოცემა ხომ შეუძლებელია. ვფიქრობ და ვერ მივხვდი როდის მეყოფა შენი მოფერება, ალბათ არასოდეს... ალბათ ვაჭარბებ, თუმცა ყველა დედა მგონი ასეა. მე რომ მკითხონ შენ ყველაზე ლამაზი მყავხარ, ყველაზე თბილი ჩახუტება და ტკბილი ენა გაქვს... რამოდენიმე თვეა აჟღურტულდი და მეც უფრო შემშალა შენმა სიყვარულმა. შენი ნათქვამი "დედააა" და ჩემსკენ გამოწვდილი ხელები საკმარისია, რომ ჩემთვის დედამიწა უკუღმა დატრიალდეს ან სულაც გაჩერდეს... უამრავი მოსაფერებელი ლამაზი სიტყვა მინდა გითხრა, მაგრამ შენ ხომ ეს უჩემოდაც იცი. დედაშვილობაში სიტყვები, ან რამის მტკიცება სრულიად უადგილო და უაზროა. მე მხოლოდ მინდოდა მეთქვა რომ შარშან ამ დროს, ვერც კი ვხვდებოდი ჩემთვის რამხელა ბედნიერება მოევლინა შენი სახით სამყაროს, ბოლომდე ჯერაც ვერ მივმხვდარვარ, ბურანში ვარ, რომელშიც შენი თბილი კოცნა მხვევს... მინდა რომ სულ ასე მშვიდად, უშფოთველად გეძინოს, როგორც ახლა ამ წუთას... მინდა რომ სულ ასე გიხაროდეს ჩემი დანახვა როგორც ახლა. მინდა რომ... მოკლედ ჩვენ ხომ ვიცით რომ შენთვის მხოლოდ საუკეთესო მინდა, სურვილებს კი ერთად ავისრულებთ გპირდები.
გილოცავ ჩემო ნამცეცა, შენ მთელი ჩემი სამყარო ხარ...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. გენაცვალე:* გავთბი მთლიანად, სულით ხორცამდე..
გენაცვალე:* გავთბი მთლიანად, სულით ხორცამდე..
3. უყურე შენ!თვალსადახელშუა გაგვეზარდა ანასტასია:*** გილოცავ, პატარავ!გფარავდეთ უფალი შენ და შენს დედიკოს! უყურე შენ!თვალსადახელშუა გაგვეზარდა ანასტასია:*** გილოცავ, პატარავ!გფარავდეთ უფალი შენ და შენს დედიკოს!
2. უფალმა ბედნიერება დაუბედოს, იხარეთ.:) უფალმა ბედნიერება დაუბედოს, იხარეთ.:)
1. ღმერთმა ჯანმრთელად და ბედნიერად გაზარდოს... ანასტასიას დაბადების დღეს ვულოცავ ღმერთმა ჯანმრთელად და ბედნიერად გაზარდოს... ანასტასიას დაბადების დღეს ვულოცავ
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|