დღეს პოეზია ჩუმად მოვა და მტრედს მოგვიყვანს, მელანქოლია დაიწყება მხოლოდ ბრძოლისას, ვნახე ხარები შორს მთებში და ვარ ნაწამები, როცა ვუყურებ სიბნელეა გასახარები. არეულია ყველაფერი -ერთ ქვაბში ვზივართ, ჩართე დემონო ეხლა გაზი – მოხარშვა გვინდა, და ეს მოხარშვა დაიწყება ჩუმად ზევიდან, როცა ღმერთები განრისხებით სიტყვას გვეტყვიან. მე ვნახე ქუჩა ამღვრეული ქალაქის ძილით, მე ვნახე ქუჩა მოწყენილი ბავშვების რიგით და არაფერი აქ არავის არ უხარია, მხოლოდ და მხოლოდ ფული ჰქონდეთ – ეს უსწავლიათ. მეც ავფეთქდები და დავანთებ ქალაქში კოცონს, ვნახე სიზმარში დაცემული სამშობლოს ბოლო. დღეს მტკვრის ნაპირთან ჩვენ ვაპირებთ ლუდის დალევას, დალევის შემდეგ მოგვინდება სექსის დაწყება, დუდუკს ჩაჰბერავს მუსიკოსი მოზრდილი ღიპით და მოგვინდება გარინდება ჩვენ დათვის ძილით. მორიგი დღე და მორიგი დილა იწყება დროით, დროით რომელიც ათვლილია ბოღმის წამზომით, აქ უსახსოვრეს ყველა ოჯახს შურის მდინარე. ზევსი ვინ არის? ჩვენ მოვკალით რწმენა დილამდე. თვითგამორკვევა ვერ დავიწყეთ, რადგან გვეძინა, იქნებ ამიტომ დაირეკა ზარი ზეციდან. მიშველე ღმერთო რაიკომის მდივანი მე ვარ, სოროსი – ჩემი პროტოტიპი, მე მისი ძე ვარ. ავყროლებულვარ და მესმოდა ქუჩიდან გლოვა, წვიმდა ჯიუტად ჩვენს ქალაქში, გვინოდა თოვა. იწყებდა სიტყვას პრეზიდენტი სიმართლის ნიღბით და ყველა ქართველს დაეფარა გონება ზიზღით. ტელევიზორში დავეძებდით სიმშვიდის ხაზებს და ეკრანიდან ჩავწუწნიდით ტყუილებს რამდენს.
დღეს პოეზია ჩუმად მოვა და მტრედს მოგვიყვანს, მელანქოლია დაიწყება მხოლოდ ბრძოლისას, ვნახე ხარები შორს მთებში და ვარ ნაწამები, როცა ვუყურებ სიბნელეა გასახარები.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. რატომღაც აკრეფილ ლექქს გავს :D:D რატომღაც აკრეფილ ლექქს გავს :D:D
2. აქ შევწყვიტე კითხვა "მხოლოდ და მხოლოდ ფული ჰქონდეთ – ეს უსწავლიათ." ვერ ვიტან ლექსში სიტყვა ფულს... წარმატებები და უკეთესის მოლოდინში აქ შევწყვიტე კითხვა "მხოლოდ და მხოლოდ ფული ჰქონდეთ – ეს უსწავლიათ." ვერ ვიტან ლექსში სიტყვა ფულს... წარმატებები და უკეთესის მოლოდინში
1. ავტორი: ბობი ბრაუნი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება:0 ავტორი: ბობი ბრაუნი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება:0
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|