 | ავტორი: მატა ჟანრი: პროზა 27 ივნისი, 2013 |
- ძია, დამიხატე პეპლა, უნდა მოვქარგო. - რატომ, შენ თვითონ არ ხატავ? - ვერ ვხატავ, არ გამომდის. - ახლა არ მცალია, მერე დაგიხატავ. - დამიხატე რა, ჩემთვის ჯერ ხომ არაფერი დაგიხატავს... - ახლა გავდივარ, დავბრუნდები და დაგიხატავ. ვერ მოვითმინე და ჩემით დავხატე, მერე ფერადად მოვქარგე და რატომღაც შთავაგონე საკუთარ თავს, რომ ძიას დახატულ პეპელას ვქარგავდი. საღამოს: - მოდი, დაგიხატო პეპელა, - მითხრა ძიამ. - აღარ მინდა, ჩემით დავხატე. - ლამაზად მოგიქარგავს! მეორე დღეს ძია წავიდა და როცა სახლში უკვე სხვები აბრუნებდნენ, ძლიერმა ნიავმა ჩემი ოთახის ფანჯარა შემოაღო, გადმოვარდა ძიას ნაჩუქარი ბროლის ლარნაკი და ჩემს ფეხებთან ნამსხვრევებად იქცა. მე მისგან დამრჩა მხოლოდ მოგონებები და ფერადად მოქარგული პეპელა, რომელიც მას არ დაუხატავს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
15. ემოცია მოიტანა... ემოცია მოიტანა...
14. გმადლობ კახა :) გმადლობ კახა :)
13. ძალიან კარგია ძალიან კარგია
12. დიდი მადლობა :) დიდი მადლობა :)
11. ეს კი მართლა მომეწონა მატა :) წუნის გარეშე ვდებ აქ +5 -ს :))))))))
წარმატებები .............................. ეს კი მართლა მომეწონა მატა :) წუნის გარეშე ვდებ აქ +5 -ს :))))))))
წარმატებები ..............................
10. ეს მეც წავიკითხე ბათუმში... და მომეწონა! :) თუმცა არც მე ვიცოდი, ვისი იყო!
5 ეს მეც წავიკითხე ბათუმში... და მომეწონა! :) თუმცა არც მე ვიცოდი, ვისი იყო!
5
9. მე კი ჯონათანი და მარტოსული ვერ გიცანით, არადა ვხვდები ნაცნობები ხართ. გამანდეთ საიდუმლო :დ
მე კი ჯონათანი და მარტოსული ვერ გიცანით, არადა ვხვდები ნაცნობები ხართ. გამანდეთ საიდუმლო :დ
8. ჰო, ცოტა უცნაური ნიკია ჩემი არ იყოს :D ას სიტყვაზე ვიცანი ავტორი.
ანუ ჯონათანის კომენტარს ვეთანხმებითქო რა :) ჰო, ცოტა უცნაური ნიკია ჩემი არ იყოს :D ას სიტყვაზე ვიცანი ავტორი.
ანუ ჯონათანის კომენტარს ვეთანხმებითქო რა :)
7. ეს წაკითხული მქონდა და არ ვიცოდი, რომ "მატა"-სი იყო :) ეს წაკითხული მქონდა და არ ვიცოდი, რომ "მატა"-სი იყო :)
5. დასასრულს რომ მიხვდები, ისეთია, მაგრამ არა ცუდი =) დასასრულს რომ მიხვდები, ისეთია, მაგრამ არა ცუდი =)
4. ზოგჯერ ისეთ რამებს ვებღაუჭებით ადამიანები რომ.....ნეტა შეგვეძლოს, ერთმანეთი სიცოცხლეშივე გვიყვარდეს ნაწერი მომეწონა მე ზოგჯერ ისეთ რამებს ვებღაუჭებით ადამიანები რომ.....ნეტა შეგვეძლოს, ერთმანეთი სიცოცხლეშივე გვიყვარდეს ნაწერი მომეწონა მე
2. :*** ძალიან სევდიანი და ლამაზი! გკოცნი!!! 5 :*** ძალიან სევდიანი და ლამაზი! გკოცნი!!! 5
1. არის ამაში რაღაც სევდის მსგავსი.. არის ამაში რაღაც სევდის მსგავსი..
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|