ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ისევ ის ვარ
ჟანრი: პროზა
7 აგვისტო, 2014


ჰანგოვერი ქართულად, ანუ როგორ დავკარგე მეჯვარე ქორწილის წინ... (III ნაწილი)

მოკლედ იმას გიყვებოდით, რომ- ჯვრისწერის თარიღიც გვაქვს, მამაოსთანაც მოლაპარაკებულები ვართ, კაბაც, ჩოხა ახალუხიც, რესტორანიც დაჯავშნილია, "მალჩიშნიკი" დაგეგმილი და ბილეთები შეძენილი (უკრაინაში მიემგზავრებიან- გური, ალეკო და თემო. კოტე ორსულ მეუღლეს ვერ ტოვებს მარტოს და სოლოდარობის მიზნით თბილისში რჩება, თუმცა კბილები უკაწკაწებს ისე უნდა ოდესაში გაშხუილება), დარჩა დუბაის ბილეთების შეძენა "ძევჩატნიკისათვის", ქორწინების სახლში გასვლა, სალონში ჩაწერა, და ლიმუზინის შეკვეთა. მოკლედ ბევრი მოვაგვარეთ მაგრამ ბევრიც დაგვრჩა ასე რომ, წინ კიდევ ბევრი აურზაური გველის...
    ქორწინების სახლისა და ლიმუზინის დაქირავების მეტად საპასუხისმგებლო  დავალებას მომავალ მეუღლეს ვაძლევ. ჩემს თავზე ვიღებ სალონში გაშრიალებას გოგოებთან ერთად და "ძევჩატნიკის" არ გამოსვლით გულდათუთქული ვაღებ სილამაზის ცენტრ "ნატალის" კარს...
-მარიშკა, კრასავიცა მაია, ტი ნი პრედსტავლაიეშ კაკ ია რად! ჩაურუსულა ჩემმა ჰომოსექსუალმა სტილისტმა და გულიანად გადამეხვია, გოგოშკურად.
-მადლობა საშ, გაიხარე
-რისი მადლობა გოგო გადაირიეეე? აი ისეთი პატარძალი იქნებიიიიი. თან ვიზიტკებს გაგატან ვინც ვარცხნილობის ავტორს იკითხავს ყველას დაურიგე. იღიმის და თავის ქათქათა კბილებს ისე მიმარიაჟებს წინ, თავი კბილის პასტის რეკლამაში მგონია. რას შვება ეს გათეთრება? ამან არ იცის ეტყობა რომ ხელოვნურად ქათქათა კბილები უფრო მგრძნობიარეა და სიცოცხლეს გაუმწარებს, მაგრამ ვინ თუარა სტილისტმა იცი კარგად "კაკ კრასატა პროსიტ ჟერტვ", ამიტომაც ურჩევნია აქათქათებულმა იაროს ვიდრე უწამებელ-ამყაყებულმა.
-კაი რა საშ... ვიზიტკები ვაფრიალო პატარძალმა?...
-ნი აბიჟაისია მარიშკა, პროსტა ტაკ სკაზალ ია ბედნიაგ... გამოსწორება სცადა თავის ჭკუით საშკამ.
-ეჰ, საშ შენ არ იცი როგორ ჩამშხამდა მთელი ქორწილი... დუბაიში ვერ მივდივართ გოგოები. ამოვიოხრე და გულიც ამოვაყოლე...
-კაკ ვერ მიდიხართ გოგო ა "ძევჩატნიკ" გძე ბუძიტ?
-ვააფშე ნი ბუძიიიიიტ... ავღრიალდი გულამოსკვნილი. ბილეთები არააო საშ, ის იგრიალებს მე კიდეეეეეე აქ უნდა ვეგდოოოოო...
-მარიშ, დამშვიდდი კუწი, შტოტა პრიდუმაემ, აი ია საშა არ ვიყო რაა. ხოჩიშ ზალიკოს დავურეკო? დაქოქა თავის ნამცეცა ტვინი საშუნამ.
-არააააა, პაპაშები და პუტანებიღა მინდაააააა კიდე სრული ბედნიერებისთვის, ვაიმე რა უბედური ვაააარ
-აბიჟაეშ რაააა, ონ ნი პაპაშა...
-მი ვსე ზნაემ კტო ონ საშ, ზამალჩი ნუ.
-ლადნა ია პრიდლაგალ ნი ხოჩიშ ძელა ტვაიო. ეწყინა ჩემს ცისფერგულა მეგობარს...
-კაი საშ არ მიწყინო ნერვები აღარ მაქვს.
-მესმის სონცე, წადი დაისვენე ვსიო ბუდზიტ ოკ..
-ლადნა საშ და ვსტრეჩი.
    დავემშვიდობე და უარესად გულდამძიმებული წამოვედი სალონიდან. არაფერი მშველის, რა დავაშავე რაააა. ესეც ჩემი ოცნების ქორწილი, ხომ ჩამშხამდა? მეტის ღირსი ვააარ, ამიტომ არ უნდა ააგო კოშკები და იყო რეალისტი მომინდა დუბაი. არაფერი არ გამომდის ისე როგორც ვგეგმავ. ზოგს პირველივე ცდაზე ყველაფერი კარგად აქვს და კრიკეტს ანთებს ასიდან ასჯერ, მე მეასედ თუ ავანთე მადლობა უნდა ვთქვა...
-მარ, ნუ დარდობ კუკუნ რა, ვიზავთ რამეს, მე "ფარცო" არ ვიყო შენ თუ მუცელზეკუბიკება სტრიპტიზიორის კალთაში არ გაცეკვო, ისეთ "დზევჩატნიკს" მოგიწყოოოობ დუბაიში რა მინდოდაო იტყვი...
-სალომეეე, ნუ მიმატებ შენს გახარებას ისედაც ლამის მტკვარში გადავხტე, რაც დავგეგმე ის მინდა და არა ვიღაც ნაკაჩავები ოფლიანი ჟიგოლო მოქანავე ტრაკით და ტყავის საცვლებით! სახლამდე ხმა არ გამცეთ არ მინდა არაფერზე ლაპარაკი!!!
    რა კარგია როცა ნებისმიერი პრობლემებით გადაღლილი მიხვალ სახლში სადაც შვილის პაწაწუნა სხეულს მიიკრავ გულზე და გავიწყდება რატომ იყავი გაბრაზებული. მაგრამ როდესაც მოვლენები შენს გარშემო ვითარდება გაცდის ვინმე შენს ნებაზე მოსვენებას?..
-მარი-მური რას შვები ჩემი გოგო?- მომეგება გური
-არაფერს, ღრენის ხასიათზე ვარ და შემეშვი
-მე არ დაგაებებ თაააავს მე შენს მეტი არვინ არ მყააავს... წამიმღერა ჩვები დროის მდარე ხარისხის, მაგრამ პოპულარული სიმღერის ნაწყვეტი და გამიღიმა
-აუუუუ, არ ვარ ხასიათზე ეს დედაარღნიანი რას გადამეკიდეთ ყველა, იქეთ საშა თავისი პუტან-ცისფერულ ძევჩატნიკს მატენის, აქეთ სალომე თავის სექსო-სტრიპტიზულს, შენ მახარბებ რომ მალიშნიკი გამოგდის და მე არა შემეშვით და დამაცაეთ ერთი გემრიელად გამოვიტირო ჩემი არშემდგარი ძევჩანიკიიიიიიიი! ვიყვირე გაცოფებულმა და კიდევ დიდხანს გავაგრძელებდი გურის რომ ტუჩებზე ხელი არ აეფარებინა ჩემთვის
-ბავშვებს ძინავთ გოგო რა გაღრიალებს გაგიჟდი?
-მმმმმმ
-დაწყნარდი და გაგიშვებ ხელს, შე ფსიხოპატო
-მმმმმ
-რაა? ვერ გავიგეეე? რა მითხარი? აა, ჰოო მეც მიყვარხარ.
-...
-ჰოდა ეგრე, აღარ იყვირო ხელს გაგიშვებ და ცივ ყავას გაგიკეთებ ხომ გინდა?
-მიყვარხარ ბა
-მეც მიყვარხარ ჩემი გოგო, წვრილმანებზე ნერვიულობას მორჩი, ხელსახოცები და ჭიქები გადმოიღე კარადიდან და თან მომიყევი რაო საშამ რა პუტან-ცისფერულიოოო?
-აუუუ აი არ მკითხო გადამრია, ზალიკოს დავურეკავო, ძევჩატნიკს მე გიკისრებო მინდა მე ეხლა ქართველი პოპულარული ვითომპატიოსანი ბოზების კამანდა?.. მერე სალომ სტრიპტიზიორს გიკისრებო აქ ვიმაიმუნოტო სულ გავცოფდი რა ჯანდაბად მინდა ვიღაც უმუშევარი უტვინოს ნაკაჩავები ოფლიანი შიშველი სხეული, მოქანავე ტრაკუცებით.
-აუ შენ მაგარ პონტში ყოფილხარ დილიდან, მე კიდე ვიფიქრე დროს ატარებს და დაავიწყდა ოჯახი მეთქიიი.
-არაფერი დამვიწყებია შტერო. ვაიმე ეს რა დევს ხელსახოცებთან? არ არსებობს დაბეჭდილ შეფუთვაში რაღაც ქაღალდები დევს სად იყიდე ეხლავე წავუღებ უკან ეს რა ჯანდაბაა ადამიანს ვეღარაფერი უყიდია.
-მაჩვენე აბა რა დევს ვნახოთ.
-არ გახსნა, მერე არ დაიჯერებენ რომ შიგნით იდო.
-გადაირიე გოგო? 2 ლარიანი ხელსახოცის გამო უნდა იჩხუბო?
-დიახაც! დღეს ვინმეზე უნდა ამოვანთხიო
-მარ, შენ რაღაც არ გამოგდის სხვისი ბრალი არაა. ქაღალდი დევს კალია ხომ არ ზის?
-აჰაა, დაჟე კალია უნდა იჯდეს ხელსახოცებშიიიიი? ნუ გამაგიჟეეე
-დაოკდი მარ თორე შენ თავს ვფიცავარ ვიჩხუბებთ, გახსენი მაინც რა ქაღალდი დევს, ამოიღებ გადააგდებ და ანარჩენს გამოვიყენებთ.
-კაი ჰოოო.
-მაჩვენე რაღაც წარწერები ჩანს მგონი, ცოტა ვიღადაოთ.
-არა მე უნდა ვნახო ჯერ... ვაიმეეეეე, არაააააააააააა!!!!
-რა გჭირს გოგო სულ შეიშალე?
-ვაიმეეე, როგორ მიყვარხაააარ რამ მოგაფიქრებინა შე სულელო, ვაიმეეეეე არ არსებოოოოობს. გავგიჟდებიიიი... დუბაის ბილეთები ყველასთვის შე გადარეულო რომანტიკოსო. მიყვარხარ ბაააა ჩემი ბიჭიიიიი.
-მეც მეც მეც ეხლა მაინც ჩამეხტე დღეს არც კი გაგხსენებივარ...
-ჩხუტება ცოტაა, მეტი დაიმსახურე მგონი, მაგრამ გოგოებთან ტეხავს.
-ნუუუუ, თუ დავიმსახურეეეე საღამომდეც მოვიცდი.
-ვგიჟდები შენზე იცი?
-მეც ვგიჟდები.
-დამშვიდდი კნუწ, ხო ხედავ ყველაფერი გამოვიდა, ბედნიერი ქალი ხარ ასეთი კაცის ხელში. შემოფრატუნდა სალო გაჩეჩილი თმით რომელიც სიცხისგან დაღლილი მძინარე ნათლულს მიუწვა მოოსვლისთანავე და ეხლა ჩემს კივილზე წამოხტა შეშინებული
-მარი რა ხდება რა გაყვირებს, ძლივს დავაძინე ბავშვები და უნდა გამიღვიძო? შემოქოთქოთდა ანა.
-ანოოო, ძევჩატნიკი მექნება დუბაიში, გურის უყიდია ბილეთები და არ მეუბნებოდა, უნდოდა ცოტა მენერვიულა და სიურპრიზი გამიკეთა.
-უი შენ რა გითხარი მაგაზე ყვირიხარ მერე ამხელა ხმაზე დალოცვილო? უფრო გაგიჟდა ანა.
-კაი ხოოო აღარ ვიყვირებ, ვაიმე რა მაგარიაააააა.
-აი ხომ ვამბობდი გაუხარება მეთქი, შეამჩნია ჩვენი დაწებებული ხელსახოცები? თვალი ჩაუკრა გურის ანამ და გავიდა.
-მოიცა სად მიბრძანდები?! ესეიგი შეთქმულებაა ხოოო? კიდე ვინ იცოდა და მატყუებდა?
-კიდე სოფიმ და სალომ და შენს გარდა ყველამ ჩემო ლამაზო.ენა გამომიყო გურიმ
-დაგხოცააავთ, ვერ გიტანთ ფუუუუ დამპლებოოო.
-გვიყვარხარ ყველას და გაგახარეთ შე დაცენტრილო მადლობა მაინც გეთქვა? მომვარდა სოფი.
-მადლობა ხალხოოო, ძალიან მიყვარხართ. ჩემი გადარეულებიიიი
-ჩვენც გვიყვარხარ შე ფსიხოზა, ეხლა რადგან გამაღვიძე ცივი ყავა შენზეა ნაყინით. მომაძახა სალომემ და პუფში ისეთი ძალით ჩაენარცხა ლამის დაბლა მეზობელთან ჩავიდა პირდაპირი რეისით "მარის პუფი-სურიკას საწოლი"...
-ბა, მე ლუდზე გავალ ბიჭებმა შემოვივლითო და ყავას ხომ არ მივართმევთ იმათაც?
-მიდი ხოო, ლოთები ხართ რააა... დავტუქსე ჩემი ოცნების კაცი და ბედნიერი ღიმილით დავქოქე ბლენდერი.

to be continued...



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები