ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლიკა ჭელიძე
ჟანრი: პროზა
10 ოქტომბერი, 2013


წაუკითხავი წერილების ქრონიკა (თავი 2)


მაინც უნდა წავიკითხო.პრინციპები უნდა გადავდო გვერდით,სულ იმას ვიძახი მაინც,რომ პრინციპები სუსტების მოგონილია,რომლებსაც რაღაცის არ გასაკეთებლად იყენებენ დროდადრო.ავდგები და ვიქნები ძლიერი.მორჩა,გადავწყვიტე,ვკითხულობ.
ამოვიღე ყუთიდან სათუთად შენახული წერილები,მეორეჯერ ამ დროს გავვოცდი.აქ ორი შეკვრაა.სათუთად დაწყობილი,ქრონოლოგიურად.პირველში უფრო ახლებია და უფრო ნაკლები,ვიდრე მეორეში.აი მეორემ გამაოცა,აქ ორი სხვადასხვა ადამიანის წერილია.ვატყობ,რომ აქ უფრო მეტი ლამაზად ნაწერი წერილია,სათუთად მოქარგული ასოებით.
დავაბრუნე ყუთში და ამ ყოთიანად,რის ვაივაგლახით გავეშურე სახლისკენ.
სახლში მისულმა გამოვაცხადე,რომ ცოტა ხანს ვერავის დაველააპარაკებოდი.
იციან ჩემი ხასიათი და არ შემიშალეს ხელი.
არადა რა ვიცოდი თუ ეს ცოტა ხანიდილამდე უძილოდ გათენებულ ღამეს ნიშნავდა.
ის რაც მე წავიკითხე იმაზე გაცილებით საინტერესო აღმოჩნდა ვიდრე ოდესმე წამიკითხავს.
ამ ბოლოს აღარ მჯერა სიყვარულის,არ მჯერა და მორჩა,ასე უპირობოდ აღარ მჯერა სიყვარულის და მორჩა..მაგრამ ის რაც იმ წერილებიდან ამოვიკითხე სამუდამოდ დარჩა ჩემთვის ყველაზე დიდ სიყვარულის ისტორიად.
ბევრი ვიფიქრე რა მექნა ამ ისტორიისთვის,როგორ გამეკეთებინა ისე,რომ ადამიანებსაც გაეგოთ და დაეჯერებინათ,რომ არსებობს სიყვარული,ის აქვეა და ძალიან ადვილია დავიჯეროთ,რომ ადამიანებს უყვართ ერთმანეთი.
უნდა დამეწერა და დავწერე,მაგრამ ისე,რომ ჩემი არაფერი მივამატე და პირდაპირ წერილები გადავიტანე ფურცელზე...
ესაა ორი ადამიანის წერილები,ორი მონატესავე სულის.. ძალიან ჩვეულებრივი ქალის და მამაკაცის ნაწერი,მაგრამ ისტორიამ შემძრა და მოვიტანე თქვენთან,რომ ბევრს გაეგო და დაეჯერებინა სიყვარული არსებობს.
მე მხოლოდ მთხრობელი ვარ აქ,ისე როგორც ზღაპრებში იყო ბავშვობაში...
იქიდან გამომდინარე,რომ ეს ადამიანები რეალური ადამიანები არიან,მინდა სახელები შევცვალო.პირობითად გოგოს ანას დავარქმევ და ბიჭს ნიკას.
წერილი ნომერი პირველი:

"გამარჯობათ,ასე იწყებენ ხოლმე წერილს.სხვა მაინც ვერაფერი მოვიფიქრე..
რამდენიმე დღეა გხედავთ ნაპირზე ზიხართ და ზღვას უყურებთ,მინდა მოვიდე და გაგიცნოთ.ვიცოდი აქ მოხვიდოდით ისევ და დავტოვე ეს წერილი,იქნებ იპოვოთ.
თუ არ იპოვით და ხვალ ისევ დავტოვებ...ვიცი რა დროსაც მოდიხართ აქ.ერთხელ შემთხვევით მოგკარით თვალი და მიიქციეთ ჩემი ყურადრება.მეც მოვდივარ ხოლმე აქ..მიყვარს როცა მარტო ვარ.არა,არ გეგონოთ მარტოსული ვარ და მეგობრები არ მყავს.
რაში გაინტერესებთ ახლა ეს.უბრალოდ შორიდან საინტერესო ხართ.
ბავშვი ვარ და ასე აბდაუბდა საუბარი მაპატიეთ."

(გაგრძელდება)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები