| ავტორი: თემური57 ჟანრი: პროზა 1 ნოემბერი, 2013 |
მაშველი რგოლი
ვუძღვნი იოსებ ჟორდანიას ხსოვნას. ავტორი.
,,ჩვენ მივფრინავთ ატლანტიის ოკეანის თავზე. გთხოვთ, ჩაიცვათ მაშველი ჟილეტი. ხომალდის მეთაური ბედნიერ მგზავრობას გისურვებთ.”- გაისმა სალონში სტიუარდესას სასიამოვნო ხმა. მგზავრები აჩოჩქოლდნენ, მაგრამ მალევე მიწყნარდნენ. - თქვენ გოგონას რატომ არ ჩააცვით ჟილეტი? - მიმართა შუახნის მამაკაცმა გვერდით მჯდომ ახალგაზრდა ქალს. ქალმა უდარდელად აიქნია ხელი: - აჰ! რა საჭიროა? - ისე თქვა თითქოს ფეხით მისეირნობდა ბულვარში - ესეც არ იყოს, ის ხომ მხოლოდ ხუთი წლისაა, თანაც უბილეთოა. უბილეთო მგზავრებზე კი ,,ჟილეტი” არ გაიცემა. მან თავზე გადაუსვა შვილს ხელი და მიუალერსა. ბავშმა დედას კისერზე შემოაჭდო ხელები და აკოცა. მერე უცნობ ძიას მიაშტერდა. მამაკაცმა გაუღიმა. ქალმა მაშინათვე დაიჭირა მათი მზერა: - სადაური ბრძანდებით? - ჰკითხა მამაკაცს. კითხვა კი გაიგო, მაგრამ მცირე ხნით მაინც შეყოვნდა, დაფიქრდა, როგორ ეპასუხა, მერე კი ინ- გლისურად წარმოთქვა: - მე, ქართველი ვარ! ეს სიტყვა რამეს გეუბნებათ? - მე კი ბრაზილიელი. ე.ი. თქვენ ამერიკელი ბრძანებულხართ. - რატომ ამერიკელი? - ჯორჯია ხომ ამერიკაშია? - ა-ა-ა! - გაეღიმა მამაკაცს - ერთი ჯორჯია საბჭოთა კავშირშიც არის, კავკასიაში ... სამხრეთ კავკასიაში. ჩვენ ერთ-ერთი უძველესი ერი ვართ დედამიწაზე. ქალს გაკვირვება არ გამოუხატავს, თუმცა არც აღფრთოვანებულა. თავი დაუკრა და გაეცნო: - დონარა მქვია. პროფესიით კი ბიოლოგი ვარ. მამაკაცს თავის წარდგენა უნდოდა, მაგრამ ქალმა განაგრძო: - სიმართლე გითხრათ, კავკასიაში არასდროს ვყოფილვარ. ტიანშანსა და ტიბეტში მრავალჯერ. ოთხი მწვერვალიც დავიპყარი. მათ შორის შვიდიათას შვიდასიანიც ... ულუზმუგთაგი. - სასიამოვნოა! - თქვა მამაკაცმა. - რა არის სასიამოვნო? - იკითხა ქალმა. - თქვენი გაცნობა, მის! - თუ ჩემი მთამსვლელობა? - ერთიც და მეორეც. თუმცა ჩემს ქვეყანაში მთამსვლელობა, თანაც ქალისა, არავის უკვირს. ჯერ კიდევ ოცდაათიან წლებში, კავკასიის ერთ-ერთ უმაღლეს მწვერვალზე, მამაკაცებთან ერთად ჩემი თანამემამულე ქალიც ავიდა. - მე კი მეგონა, რომ ჩემი მთამსვლელობით გაგაოცებდით. თქვენ, ჩემ ინტერესს ინტრიგა შე- მატეთ. სურვილი გამიჩნდა კავკასიონის დალაშქვრისა. - მის, პირველ რიგში თქვენ უკვე გამაოცეთ. ისეთი მომხიბლავი ხართ, ნამდვილად ,,დაიპყრობთ” კავკასიას - მამაკაცმა პიჯაკის ჯიბიდა სავიზიტო ბარათი ამოაცურა და გაუწოდა - თუ კი ოდეს- მე გეღირსათ საქართველოში ჩამოსვლა, ჩემი სტუმარი იქნებით ... ეს კუდრაჭაც წამოიყვანეთ - მან ისევ გაუღიმა პატარას. ბავშმა ხელი დაადო მხარზე. დედა გაუწყრა: - ნუ ცელქობ, დორა! - ეგ კეთილი ადამიანი გაიზრდება - თქვა მამაკაცმა - ასე, რომ თუ ჩვენთან ჩამოხვალთ, მე გაჩ- ვენებთ ,,სამოთხეს” დედამიწაზე ... ტიბეტი ვერ შეედრება მას. ქალმა სავიზიტო ბარათს დახედა და ამოიკითხა: - იოსებ ჟორდანია, გინეკოლოგი. საბჭოთა საქართველო - მერე კი თქვა - არა, ტიბეტი სულ სხვაა. ამას ენით ვერ აღწერს ადამიანი. - მომეცით ბავშვი, მე დავიკავებ. - უხერხულია, გაგაწვალებთ. იცით, მას მამა არა ჰყავს. შარშან დაგვეღუპა ავტოკატასტროფაში. მამაკაცს გული ჩასწყდა, ბავშვს თავზე ხელი გადაუსვა და სახელი ჰკითხა: - რა გქვია პატარა ქალბატონო? - დო-ლა! - თქვა ბავშმა. - აი, რა, დო-ლა - გამოაჯავრა მამაკაცმა - დედაშენს უთხარი, აუცილებლად განახოს საქართვე- ლო. ის ხომ მარიამ ღვთისმშობლის წილნაყარი ქვეყანაა. ქალს გაეღიმა და მოიბოდიშა: - მომიტევეთ, მისტერ იოსებ! თქვენ ვერ გამიგეთ. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოც ლამა- ზია ... გაძლევთ პირობას აუცილებლად ჩამოვალთ. უფალი მოგვცემს ამის შესაძლებლობას. და- გვაკავშირებს თქვენს ქვეყანასთან. - ეჰ! ქალბატონო! სამწუხაროა, რომ თქვენ არ იცნობთ ჩვენს ისტორიას. არც გმირ წინაპრებს. თუ- ნდაც ცოტნე დადიანს, რომელმაც ჰუმანიზმს ხელთუქმნელი ძეგლი დაუდგა გმირობის სახით. მან ჩაახველა და შოთა ნიშნიანიძის ლექსის კითხვა ქართულად დაიწყო:
I ,,მკერდშენგრეული ბოინგი მკვდარ ვეშაპივით ტოკავს, ზღვა თავზე წაუხურია, როგორც კეისარს ტოგა.
ჯგლეთა ... ყვირილი . . . ჩოჩქოლი ... და განწირულთა შიში, ჯერ კიდევ აუფეთქებელ ნაღმის წააგავს შიშინს.
ისვრის შტურმანი ბრძანებებს ... მაშველ რგოლივით ისვრის, ჟილეტს იცვამენ ... ძებნა აქვთ სკამის ნატეხის ... ფიცრის.
კარს აწყდებიან ზრიალით ...ზღვაც იფოფრება სამტროდ, იმ ცოდვის ორომტრიალში ძაღლი ვერ იცნობს პატრონს. უბილეთოა გოგონა და უპირველეს ყოვლის არც ჟილეტი აქვს საბრალოს და არც მაშველი რგოლი.
ვიღაცამ რგოლი მოიხსნა ... თავი გადადო მსხვერპლად ... და იმ წამს შარავანდედი საკუთარ ხელით ეპყრა. II ,,დედაენით” გაგზარდეს, მეგრულ იავნანურით, ავთანდილის ანდერძით, ცოტნეს ცხენის თქარუნით. საწყალ ხარის ტირილით, ჩიორას სიბრალულით, მაგრამ პირველ ყოვლისა ბავშვების სიყვარულით. ფრთებს ისხამდნენ ქართული ჯეჯილ-სალამურები, მგლის ლეკვები ქართული, ქართული ამურები.
III თქვენ დიდი ერის შვილი ხართ, ო, დიდი ერის მისის. ქვეყანამ იცის ამიტომ დიდებულება მისი.
თქვენ დიდი ქვეყნის შვილი ხართ, მაგრამ იცოდეთ ბარემ, არის პატარა კოლხეთიც - დიდთა რაინდთა მხარე.
\ მისის, თქვენ უკვე გათხოვდით, თქვენ უკვე გქვიათ დედა, ბედნიერი ხართ ძვირფასო, ბედნიერი ხართ მეტად. და ვინც სიცოცხლე გაჩუქათ თუ გაგონდებათ ნეტავ? თქვენ გესიზმრებათ ის კაცი და ვერც ივიწყებთ რადგან, მაშველი რგოლი იმ სულმნათს შარავანდედად ადგას.
მობრძანდით, როგორც შვილობილს, ისე მიგიღებთ მისის, მობრძანდით, ძველი ერი ვართ, ვის როგორ დავხვდეთ ვიცით.
გვიყვარს მზე, მთვარეც ქართული, მაგრამ ორივე მგონი, ცად გვიკიდია სტუმრისთვის, როგორც მაშველი რგოლი.
ქალი სულგანაბული უსმენდა, ლექსის ჟღერადობამ გააოცა, თუმცა ვერაფერი გაიგო. თავი ვერ შეიკავა და აღტაცებისაგან ტაში შემოკრა: - იცით? მე არასოდეს მსმენია ქართული. ხომ ვერ ამიხსნით, რომელ ენათა ჯგუფს განეკუთ- ვნება? ლათინურსა თუ არაბულს? ან იქნებ თურქულს? მამაკაცს გაეღიმა. ღიმილით გამოხატა უარყოფა: - ქართული ენა თვითმყოფადია. კავკასიურ-იბერიულ ენათა ჯგუფიდან ... ჩვენ გვაქვს დამწერ- ლობა, რომელიც იმ თოთხმეტთაგანია, რომლითაც ურთიერთობს კაცობრიობა. - მისტერ იოსებ! ლამაზი ენა ყოფილა ეგ თქვენი ქართული, თუ შეიძლება კიდევ წამიკითხეთ რამე. ქალი სავარძელში გადაწვა და სმენად იქცა. თვითმფრინავი მოულოდნელად შეინჯღრა. ავისმომასწავებელი სიჩუმე ჩამოწვა სალონში სტიუარდესას შეშფოთებულმა ხმამ მყისიერად შეაფხიზლა საშინელების მოლოდინში გარინდუ- ლი ადამიანები: ,,თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა, ჩვენ ვეშვებით ოკეანეზე, ჩაიცვით მაშველი ჟი- ლეტები. დაემორჩილეთ მეთაურის ბრძანებას.” ირგვლივ ერთბაშად აირია ყველაფერი. სალონში ისტერიული კივილი გაისმა: - ჟილეტი! ჩემს შვილს არ აქვს მაშველი ჟილეტი. იოსებ ჟორდანიამ თასმები ფრთხილად შეიხსნა და ჟილეტი დორას ჩააცვა. შუბლზე აკოცა და უთხრა: - შენ უფალმა მარიამ ღვთისმშობლის წილნაყარ ქვეყანასთან დაგაკავშირა. ღირსეულად ატარე ეს მძიმე ტვირთი. შეშინებული ბავშვი ყელზე მოეხვია: - მამა! - წარმოთქვა ხმამაღლა. ცრემლები მოადგა თვალებზე მამაკაცს. ბედნიერების ცრემლები ... იგი მიხვდა, რომ უფალმა მი- სი სიცხლე ითხოვა ბავშვის სიცოცხლის სანაცვლოდ. უფალმა სიცოცხლე ითხოვა. ეს ხომ წმინდანთა ხვედრია მხოლოდ ... ცისფერი სული აფრინდა ატლანტიის ოკეანიდან. საქართველოსკენ გაფრინდა ცისფერი სული.
ფიქრი პირველი ----------------- კატასტროფაგადატანილი მგზავრები გემბანის ერთ კუთხეში შეყუჟულიყვნენ. მუხლებში ჩამჯდარი ბავშვი დედას ეტიტინებოდა: --დედა, რა დაემართა ჩვენს თვითმფრინავს? - ცეცხლი მოედო, შვილო! - ის ძია სად არის? - რომელი ძია, შვილო? - ჩემი ძია, დედა! - ჰო! ის ზეცაშია, შვილო! - რატომ ჩამაცვა თავისი ჟილეტი? - უყვარდი და იმიტომ, შვილო! - შენ რატომ არ ჩამაცვი ჟილეტი? დედამ თავი დახარა და აქვითინდა. - რად სტირი, დედა? - ის კაცი რომ არა ... ეჰ! შვილო! ... - ნუ სტირი, დედა! ... ის ჩემი მამა იყო? - არა, ის უფალმა გამოგვიგზავნა, შვილო! ... - საიდან გამოგვიგზავნა, დედა? - საქართველოდან, შვილო! - შორია საქართველომდე? - შორი, შვილო! - რატომ ვუყვარდი, დედა? - იმიტომ, რომ მას თავისი შვილები უყვარდა, შვილო! - აღარც მის შვილებს ეყოლებათ მამაა? - აღარ ეყოლებათ, შვილო! ... ო, ღმერთო, ჩემო! ... - რად ოხრავ, დედა? - მადლობა რომ ვერ გადავუხადე, შვილო! - აწი გადავუხადოთ მადლობა, დედა! - ეს, როგორ, შვილო? ის ხომ მკვდარია? - საქართველოში წავიდეთ და ჩემი ძიას შვილები ვნახოთ. - კარგი, ასე ვქნათ, შვილო! დედა ისევ აქვითინდა. შვილი მკერდში ჩაიკრა და უთხრა: - როცა შენთვის ჩემი ჟილეტის ჩაცმა მინდოდა, არ დამანება, მამით ობოლს დედითაც ნუ დაა- Oბლებო, მის! მისი პატარა სული ამდენ ტკივილს ვერ გაუძლებსო ... - დედა! დედა! ჩემი ძია არ მოკვდებოდა, კეთილი ადამიანები არ კვდებიანო, ასე არ მასწავლე? - ასე გასწავლე, შვილო! ისინი სხვაში აგრძელებენ სიცოცხლეს ... ჩვენ ძიას ერს ასეთი გმი- რი ჰყავდა, ცოტნე დადიანი, მის აკვანში გაიზარდა იგი ... ქართველები ცოტნეს აკვანში იზრდე- ბიან, შვილო! ... - ყორღანაშვილის აკვანშიც ხომ იზრდებიან ქართველები, დედა? - ჰო! ეს ზოგჯერ ასეა, შვილო! - რა თქვი, დედა? - ჯერ, შენ ამას ვერ გაიგებ, შვილო! - ლამაზია საქართველო, დედა? - ძალიან ლამაზი, შვილო! - როდის წამიყვან საქართველოში ? - მალე წაგიყვან, შენ აწი პატარა საქართველო ხარ, შვილო! ...
ფიქრი მეორე --------------- თბილისის აეროპორტში თვითმფრინავი დაეშვა. ბორტზე სხვებთან ერთად ორი ქალბატონი, დე- და-შვილიც იმყოფებოდა. მეოცე საუკუნის მიწურული იდგა. საქართველოში განუკითხაობა სუფევდა. სიბნელესა და ჭუჭყს მოეცვა ირგვლივ ყველაფერი. ადამიანი მხეცის ინსტიქტით ცხოვრობდა, რადგან მხეცის ბუნება უც- ხო არ გახლდათ მისთვის. მგზავრებმა საბაჟო შემოწმება გაიარეს და აეროპორტის მოედანზე გავიდნენ. ქალებმა ტაქსი გააჩერეს. - საით? - ქართულად ჰკითხა მძღოლმა. სტუმრებმა ინგლისურად მიუგეს რაღაც. - იეს! ჰოტელ! - სიხარულით წამოიძახა მძღოლმა და მათ ბარგის ჩალაგებაში მიეშველა. მანქანა სწრაფად დაიძრა. რამდენიმე წუთში კი სიჩქარე აკრიფა ... ნახევარ საათში თბილისს გასცდნენ. საგურამოსთან მძღოლმა გზიდან გადაუხვია და ტყეში შე- ვიდა. მან ძრავა გამორთო. მანქანის კარები მოულოდნელად გაიღო ორივე მხრიდან. სალონში თავი შემოჰყო ორმა ნიღბია- ნმა თავდამსხმელმა. ქალებს ხელი ჩაავლეს და გარეთ გადაათრიეს. მანქანიდან მძღოლიც გადავიდა: - უცხოელებია - უთხრა დამხდურებს - პირდაპირ გავასაღოთ, ძებნას არავინ დაუწყებს. დატე- ნილი აქვთ ჩანთები ამ ნაბოზვრებს. რამდენიმე წუთში ორი გასროლა გაისმა ... - - - - - - - - - საოცარი ხალხია ქართველები შვილო! - ჰო! დედა! რომ გავიზრდები, ხომ წამიყვან საქართველოში? - წაგიყვან, შვილო!
თემური
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. კომენტარებისგან თავს ვიკავებ. ამ საინტერესო ფაქტზე კარგია, რომ პროზაული ნამუშევარი შეიქმნა, თუმცა არის რამდენიმე უზოსტობანი და ვურჩევდი ავტორს, ჩაესწორებინა. 1. იოსებ ჟორდანია დაიღუპა 1962 წლის 20 აგვისტოს რიო დე ჟანეიროს მახლობლად თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად, ხოლო ის, რომ გმირი შოთა ნიშნიანიძის ლექსს კითხულობს, სავსებით არ არის დროსთან თანხვედრი, ლექსი მოგვიანებით შეიქმნა და რაკი თემას ეხება ავტორი, ვალდებულია საკითხის სიღრმისეული გამოკვლევა დაიწყოს. (ლიტერატურა ვერ იტანს ზედაპირულობას და გულგრილობას) 2. მაქვს ასევე სხვა შენიშვნებიც, თუმცა თავს შევიკავებ. 3. აი, ყორღანაშვილის ხსენება კი მართლაც არაბუნებრივია და ვეთანხმები ჯოვთან ლივინგსტონს. ეს ისე რჩევისთვის, ავტორო! შეგიძლია ყურად არც იღო კრიტიკა. უბრალოდ იყო კარგი მიგნებებიც და მსურს გაცილებით დახვეწილი იყოს ნაწერი, რათა ის დადებითი მუხტიც არ განეიტრალდეს, რაც ნაწერს ოდნავ ღირებულს ხდის. პატივისცემით, ირაკლიუსი კომენტარებისგან თავს ვიკავებ. ამ საინტერესო ფაქტზე კარგია, რომ პროზაული ნამუშევარი შეიქმნა, თუმცა არის რამდენიმე უზოსტობანი და ვურჩევდი ავტორს, ჩაესწორებინა. 1. იოსებ ჟორდანია დაიღუპა 1962 წლის 20 აგვისტოს რიო დე ჟანეიროს მახლობლად თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად, ხოლო ის, რომ გმირი შოთა ნიშნიანიძის ლექსს კითხულობს, სავსებით არ არის დროსთან თანხვედრი, ლექსი მოგვიანებით შეიქმნა და რაკი თემას ეხება ავტორი, ვალდებულია საკითხის სიღრმისეული გამოკვლევა დაიწყოს. (ლიტერატურა ვერ იტანს ზედაპირულობას და გულგრილობას) 2. მაქვს ასევე სხვა შენიშვნებიც, თუმცა თავს შევიკავებ. 3. აი, ყორღანაშვილის ხსენება კი მართლაც არაბუნებრივია და ვეთანხმები ჯოვთან ლივინგსტონს. ეს ისე რჩევისთვის, ავტორო! შეგიძლია ყურად არც იღო კრიტიკა. უბრალოდ იყო კარგი მიგნებებიც და მსურს გაცილებით დახვეწილი იყოს ნაწერი, რათა ის დადებითი მუხტიც არ განეიტრალდეს, რაც ნაწერს ოდნავ ღირებულს ხდის. პატივისცემით, ირაკლიუსი
6. იოსებ ჟორდანიას რომ იხსენებთ ეს ძალიან კარგია, თუმცა ჟანრი: კრიტიკა- პუბლიცისტიკა უნდა ყოფილიყო, ჩემი სუბიექტური აზრით, რადგან ეს ნამდვილი ამბავია და უნდა ითქვას, რომ დედამ შვილს არ დაუთმო მაშველი რგოლი.სტიურდესას განცხადებას თუ ვინ დაუთმობდა 5 წლის გოგონას, მხოლოდ ერდადერთი მგზავრი ქართველი პროფესორი აღმოჩნდა მსურველი სიკვდილისაგან ეხსნა პატარა გოგონა, მიუხედავად იმისა, თავად იცოდა დაიღუპებოდა, რადგან მან ცურვა არ იცოდა, დედა-შვილი მშვიდობიანად დაბრუნდნენ სახლში ისე, რომ არც იცოდნენ ვინ იყო ის ადამიანი, რომელმაც შვილი გადაურჩინა, ეს ამბავი იმ საავიაციო კომპანიამ გამოაცხადა , ვისაც ეკუთვნოდა თვითმფრინავი, საქმე იმაშია, რომ არც შემდგომ როცა ეს გოგონა გაიზარდა არც მას მოუკითხავს მისი გადამრჩენელი, ამიტომ ჩვენმა პოეტებმა, მწერლებმა უამრავი ლექსები შექმნეს, თუმცა დღემდე არ დაინტერესებულა, ის გოგონა ალბად დღეს შვილიშვილების პატრონია, არაფერი აკლია ალბად,, ჩვენ კი დაგვეკარგა შესანიშნავი პედიატრი პროფესორი, საუკეთესო პიროვნება, ქართველმა ხალხმა ის შეიყვარა და ემახსოვრება მისი სამაგალით გმირობა, დიახ გმირობა, , დაე, ყველა ჩვენგანის სიყვარულმა, ლოცვამ ნათელში ამყოფოს ჩვენი გმირის იოსებ ჟორდანიას ნათელი სული თქვენ მადლობა ავტორო შეხსენებისათვის. იოსებ ჟორდანიას რომ იხსენებთ ეს ძალიან კარგია, თუმცა ჟანრი: კრიტიკა- პუბლიცისტიკა უნდა ყოფილიყო, ჩემი სუბიექტური აზრით, რადგან ეს ნამდვილი ამბავია და უნდა ითქვას, რომ დედამ შვილს არ დაუთმო მაშველი რგოლი.სტიურდესას განცხადებას თუ ვინ დაუთმობდა 5 წლის გოგონას, მხოლოდ ერდადერთი მგზავრი ქართველი პროფესორი აღმოჩნდა მსურველი სიკვდილისაგან ეხსნა პატარა გოგონა, მიუხედავად იმისა, თავად იცოდა დაიღუპებოდა, რადგან მან ცურვა არ იცოდა, დედა-შვილი მშვიდობიანად დაბრუნდნენ სახლში ისე, რომ არც იცოდნენ ვინ იყო ის ადამიანი, რომელმაც შვილი გადაურჩინა, ეს ამბავი იმ საავიაციო კომპანიამ გამოაცხადა , ვისაც ეკუთვნოდა თვითმფრინავი, საქმე იმაშია, რომ არც შემდგომ როცა ეს გოგონა გაიზარდა არც მას მოუკითხავს მისი გადამრჩენელი, ამიტომ ჩვენმა პოეტებმა, მწერლებმა უამრავი ლექსები შექმნეს, თუმცა დღემდე არ დაინტერესებულა, ის გოგონა ალბად დღეს შვილიშვილების პატრონია, არაფერი აკლია ალბად,, ჩვენ კი დაგვეკარგა შესანიშნავი პედიატრი პროფესორი, საუკეთესო პიროვნება, ქართველმა ხალხმა ის შეიყვარა და ემახსოვრება მისი სამაგალით გმირობა, დიახ გმირობა, , დაე, ყველა ჩვენგანის სიყვარულმა, ლოცვამ ნათელში ამყოფოს ჩვენი გმირის იოსებ ჟორდანიას ნათელი სული თქვენ მადლობა ავტორო შეხსენებისათვის.
5. ჯონათან, თქვენი ფასეული შენიშვნა მისაღებია. თუმცა ახსნა ასეთია. ეს ფიქრები ავტორს ეკუთვნის, რომელიც დედა-შვილთან ერთად აანალიზებს მომხდარ ამბავს. ხოლო, რაც შეეხება ქრონოლოგიას, გასული საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში ბავშვი, რომელიც კატასტროფის დროს მართლაც ხუთი წლისა იყო, დაახლოებით იქნებოდა ოცდაათი წლის და სრულიად შესაძლებელი იყო, ფიქრით საქართველოში მოხვედრილიყო. თუმცა ტაქსის სიუჟეტში ზოგადად ადამიანები მყავს ნაგულისხმები და არა კონკრეტული პირო- ვნებები. მადლობთ. ჯონათან, თქვენი ფასეული შენიშვნა მისაღებია. თუმცა ახსნა ასეთია. ეს ფიქრები ავტორს ეკუთვნის, რომელიც დედა-შვილთან ერთად აანალიზებს მომხდარ ამბავს. ხოლო, რაც შეეხება ქრონოლოგიას, გასული საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში ბავშვი, რომელიც კატასტროფის დროს მართლაც ხუთი წლისა იყო, დაახლოებით იქნებოდა ოცდაათი წლის და სრულიად შესაძლებელი იყო, ფიქრით საქართველოში მოხვედრილიყო. თუმცა ტაქსის სიუჟეტში ზოგადად ადამიანები მყავს ნაგულისხმები და არა კონკრეტული პირო- ვნებები. მადლობთ.
4. რაღაც ვერ დავალაგე ეს ფიქრები კარგად, ქრონოლოგიურად. ყორღანაშვილის ხსენებაც ძალიან მეხელოვნურა.
ისე კი, რამდენმა არ იცის პროფესორ ჟორდანიას გმირობის შესახებ და კარგია, ამ თემაზე რომ დაწერეთ.
რაღაც ვერ დავალაგე ეს ფიქრები კარგად, ქრონოლოგიურად. ყორღანაშვილის ხსენებაც ძალიან მეხელოვნურა.
ისე კი, რამდენმა არ იცის პროფესორ ჟორდანიას გმირობის შესახებ და კარგია, ამ თემაზე რომ დაწერეთ.
3. ნამდვილად კარგია ავტორო :)
ჩემგან +5 :) ნამდვილად კარგია ავტორო :)
ჩემგან +5 :)
2. მიყვარს შოთა ნიშნიანიძის ეს ლექსი იოსებ ჟორდანიას გმირობაზე. მიყვარს შოთა ნიშნიანიძის ეს ლექსი იოსებ ჟორდანიას გმირობაზე.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|