| ავტორი: თემური57 ჟანრი: პოეზია 4 ნოემბერი, 2013 |
მიძღვნა პაოლოს და ტიციანს ,,ქიმერიონში” პოეზიის ვუზივარ სუფრას, სულის გატეხვა და ოცნება წლებმა იციან; ვგრძნობ ამ დარბაზში ,,მეწამული" მიხაკის სუნთქვას, ,,ცვედანი ბედის” მძიმე ნაბიჯს, პაოლო, ტიციან. ლექსი ცახცახებს სისხლიანი, კალამზე მთვლემი, ბოჰემურ ღამეს სევდიანად უმღერის მუზა, აქ იკვეთება მეგობრების ,,ეული გზები,” აქ ჩაუშვიათ განწირულებს ცხოვრების ღუზა. ,,ცისფერი ყანწი” მომაწოდეთ – ითხოვს პოეტი - შესანდობარი მინდა შევსვა გაფრენილ სევდის სანთლად აანთეთ როიალზე ,,ცრემლის სონეტი,” დრო დასდგომია საქართველოს სინდისის ქეჯნის. ,,ქიმერიონში” მარტოდმარტო ვუზივარ სუფრას, სულის გატეხვა და ოცნება წლებმა იციან, ვგრძნობ ამ დარბაზში ,,სისხლისფერი" მიხაკის სუნთქვას, და უკვდავებას, უკვდავებას პაოლო, ტიციან.
თემური
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. მომეწონა.++ მომეწონა.++
1. ლექსი ცახცახებს სისხლიანი, კალამზე მთვლემი, ბოჰემურ ღამეს სევდიანად უმღერის მუზა ++ ლექსი ცახცახებს სისხლიანი, კალამზე მთვლემი, ბოჰემურ ღამეს სევდიანად უმღერის მუზა ++
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|