ვუძღვნი ანანოს ბრეგვაძეს, რომელსაც გაბრაზებული სახე და სიცილი ერთნაირად კარგად უხდება.
შენ დგები დილას და იცვამ ტანზე, მე უბრალოდ ლექსის დაწყება მინდოდა ასე. უკვე 7 დღეა არაფერი მანიჭებს ტკივილს და ვგრძნობ უფრო დიდ სიმარტოვეს ვიფარებ თავზე. და ამას ვაკეთებ ალბათ იმიტომ,რომ ცოლი არ მყავს და მეზარება გარეცხვა ქუდის.
ჩვენ ვურთიერთობთ , შენ კი სულ გვღვიძავს და მთელი ღამე არ იძინებ, რადგან მიმზადებ თავისუფლების საკვებს. დილას მე ხარბად მივირთმევ და ვგრძნობ სიკვდილი ჩვენი საერთო მეგობარია, ქრისტე გზას გვიჩვენებს მათხოვრის ხელით და გვიხარია.
მე მხოლოდ ველი, როგორ გადავიფარებ ბალახიან მიწას და ამის შემდეგ ჩვენი ჩათი გამოიცემა წიგნად.
უბრალოდ ესეა, მე ხომ ვერ უარვყოფ, როცა მწერ მესიჯს ბასრი დანით ვიჩეხავ სახეს, რადგან ვგრძნობ მყავს მეგობარი, როცა მშია სიცოცხლე და არაფრისმეტყველი სახით ველოდები ონლაინზე შენს გამოჩენას, გასაცოცხლებლად ჩემი ფიქრების.
თავისუფლება - ჩვენ უბრალოდ ცაში დავფრინავთ, ხოლო ხალხები ჩვენი ქვეყნის გვესვრიან ტყვიებს, პარაშუტები ჩვენი ხორცის უჭირავს უფალს, თუმცა ზოგჯერ ჩვენ თავად ვიჭრით საკუთარ თოკს, მაგრამ ყოველი საღამო არის ბედნიერება, ჩვენი ჩათი გავს წაკითხული წიგნის შემდეგ ნაჩუქარ გრძნობებს.
გრძნობებს, რომლებსაც ჩვენ ვუშვებთ გარეთ, ვაღებთ ფანჯარას და ვაფრენთ ცაში მტრედები ქვია.
დღეს მტკვრის ნაპირზე გამორიყა წყალმა ეშმაკი, მეც ეშმაკივით ზოგჯერ მსურდა დაღრჩობა ზღვაში.
ო, როგორ მინდა ვინახულო სიკვდილის მხარე და ჩარკვიანის მელოდიით შთაგონებულმა მოვიკლა თავი, მარილიან ზღვაში, როცა ჩემი ფილტვი გაივსება წყლით და ვიტირებ. ვიტირებ ალბათ. სხვა რა შეიძლება მომაგონდეს ღვთაებრივ წყალში.
შენ უფრო დანაღვლიანდები. და გაგახსენდება ჩემი არაფრისმთქმელი გამომეტყველება და უაზრო სიტყვები, რომელსაც ვჭამდი და ვცდილობდი სხვასაც ეჭამა.
მე უბრალოდ სახლში ვარ და იავანზე გადამდგარი პირიდან ვუშვებ სიცივის ბოლებს. სიკვივდილს ბოლო ნაფაზს როდის დავურტყამთ? როდის ვიხილავთ სიკვდილის ფიქრებს? ნუ თუ მოაღწევს ჩვენამდე ისევ წერილი ღმერთის?
წერილის ნაცვლად კვლავ აინთება ანანოს ჩათი, მისმა სიტყვებმა რომ გამახსენოს სიცილის გემო.
რა კარგია, როცა გყავს მეგობარი, რომელიც არასდროს ამბობს რომ უყვარხარ, მაგრამ გრძნობ სითბოს. კვლავ გამახსენდა მისი სველი შორტი და ლიფი, მე ქვაზე მჯდარი და ყურაშა ლაითად მთვრალი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. გილოცავთ და წარმატებები. მომეწონა. +++ გილოცავთ და წარმატებები. მომეწონა. +++
3. მიგნებები გაქვს მიგნებები გაქვს
2. შენ დაწერ უკეთესსაც ასე ვფიქრობ, მრავალ გიორგობას შენ დაწერ უკეთესსაც ასე ვფიქრობ, მრავალ გიორგობას
1. ძალიან , ძალიან მომეწონა! ავტორსაც და ადრესატსაც გილოცავთ გიორგობას! მრავალს დაესწარით! ძალიან , ძალიან მომეწონა! ავტორსაც და ადრესატსაც გილოცავთ გიორგობას! მრავალს დაესწარით!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|