ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სტიქია
ჟანრი: პოეზია
31 იანვარი, 2014


პროზლიბრის ავტორებს

პროზლიბრი გახდა პოეზიის საპირფარეშო,
ურითმოს ლექსად ვერ აღვიქვამ ან პოეტურად,
შიგ ხომ ყოველი გონაშლილი კალმით თარეშობს,
ან ეს სტილია მკვდარ ლექსების ყრუ პროზექტურა.
ბილწი აზრის და მრყვნელი სიტყვის ბრმა პოეტები,
ტახტებზე მჯდარნი,კვერთხს იქნევენ სიამით ერთხანს,
ურცხვად მგოსნობენ, სხვისი სიბრძნის აბონენტები,
ხვალ ღრმად დასვრილი პოეზია მტვერს გაიფერთხავს.
ვარსკვლავებს გასცვდა დაგლეჯილი ზეცის კარავი,
ხავსი აფითრებს ქველ ლექსების დახშულ სარკოფაგს,
სტრიქონებს ახრჩობს მწყრალი განცდა სიპატარავის,
პოეზიამ სრულ ურითმობით იავადმყოფა.
ყავლი იმსხვერპლებს ვერმოსაწონ ფსევდოტოპაზებს,
დღეს, პროზლიბრების პოეზიას ზაფრავს ფალანგა,
ბრბო არ გაფიცხდეს, ზედმეტია სიტყვა მტრობაზე,
ჭეშმარიტ ლექსს ხომ უგერგილო დრო ვერ გაფლანგავს.
პროზლიბრი გახდა პოეზიის საპირფარეშო,
ურითმოს ლექსად ვერ აღვიქვამ,ან პოეტურად,
შიგ ხომ ყოველი გონაშლილი კალმით თარეშობს,
ან ეს სტილია მკვდარ ლექსების ყრუ პროზექტურა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები