ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სტიქია
ჟანრი: პოეზია
2 მარტი, 2014


მეტაფორული ლექსი

წარსულს ბლომად ჰყავს წმინდა ღვაწლის მოციაგენი,
რკინის ფლოქვებით დათქორილი დიდგორი ფეთქავს,
საუნჯის სიბრძნეს, ვიმედოვნებ, მსწრაფლ მივაგენი,
ხვალ მეც მერქმევა ღრმა ბრძენკაცი დიდ კორიფეთა.
ქვეყნის ტრფიალში ვამქუხარებ ლექსების მეწყერს,
ჩანს,უღმრთო სევდით მდუმარდება სივრცე სიონის,
არ ვმალავ შმაგი,ბრბოს წინაშე მტრულად განვეწყვე,
ტანში მცრის, მზარავს ურწმუნო და უმისიონი.
პრომეთეს მსგავსად სულს მიკორტნის შავი ყორანი,
კერეონივით ხშირად ვბრწყინავ და ხშირად ვდნები,
დღეს ვმგოსანდები, ლექს მფრქვეველი მაიორანი,
გზას მლოცველები მწინამძღვრობენ მზე-ჩირაღდნებით.
წრფელ ხედებს ვხატავ,ყურმოჭრილი, როგორც ვინსენტი,
თითქოს კალმის გულს მელნის ნაცვლად უდუღს მირონი,
ჩემი სამშობლოს მხურვალ ლოცვას ტაძრად ვისმენდი,
დღეს ქართველები ქვეყნისთვის ვწუხთ, უხეირონი?!
მარად გახსოვდეთ,გულს უხარებს ჩვენი დავა მტრებს,
სჯობს გავუსწოროთ ბნელ ქვეყანას კვდომის ნაოჭი,
ეშმაკის თორნი ცრუ, ყალბია, რისხვა დაგვამტვრევს,
ვერ გავიმარჯვებთ ხვალ გვნახავენ კისერგამოჭრილს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები