ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კვარა
ჟანრი: პოეზია
28 თებერვალი, 2014


* * *

მაისის დილა,
დადგა ტაროსი,
თვალები-შუშა,
სულში ქაოსი,
ელეგიებით სავსე რვეული,
დავალ ქუჩაში მშიერ,ეული...
მაისის სიო დაცურავს მოლზე,
ვოცნებობ ჩემთვის - ახლოზე,შორზე.
უიმედობით იმედი კვდება,
ეს ყველაფერი ჩემს გულში ხდება.
მაისის ღამე, ქრება ტაროსი,
მოჩანს კარები სასაფლაოსი.
           

(2012წ)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  orange ვულოცავთ დაბადების დღეს