ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თემური57
ჟანრი: პოეზია
2 მარტი, 2014


მამლუქი

      მამლუქი
           
            ,,ერთი ქართველი უფრო ძლიერია სხვაგან,
            ვიდრე ათასი ქართველი თავის ქვეყანაში.”

                  იბრაგიმ-ბეი სინჯიკაშვილი (მამლუქი).

ღრუბლის ნაფლეთი ფოთოლივით ფარფატებს ქარში,
იისფერ ფონზე ანგელოზის სულივით მოსჩანს,
სევდა ერევა ნაღველივით პოეტის ხმაში
და ბედისწერა, როგორც ქალი ხმამაღლა მოთქვამს.
,,სადა ხარ ხვიჩა!” - გაიჭრება ზეცაში ფიქრი,
დედის კივილი შეაშფოთებს შემზარავ წყვდიადს,
ყაყაჩოსფერი დაედება ტეხურას ნისლი,
ხვიჩა გატეხავს გოჩასათვის ,,საბედო ხმიადს.”
იისფერ ფონზე მიფარფატებს ქათქათა ფთილა,
სარკმლიდან უმზერს ბავშვის სევდა სვედამწვარ მამლუქს,
,,კითხვას გასწავლი” - საცოდავად ქვითინებს ცირა
და სწყევლის აწმყოს გაორებულს, მზაკვარს და ორგულს.
უდაბნოს ქარი პირამიდებს ასკდება ოხვრით,
ორმოცი მძიმე საუკუნე ახსოვთ ამ ლოდებს,
სფინქსი ქვასავით გარინდულა ადამის ცოდვით,
,,მეფეთა ველზე” ბედისწერა ეულად გოდებს.
იისფერ ფონზე ღრუბლის ფთილა მტრედივით მოსჩანს,
ნილოსის ტალღებს დასწოლია უზომო სევდა,
ხვიჩა მოუხმობს ბრძოლის ველზე ძმადნაფიც გოჩას
და სტირის, სტირის გულსაკლავად მამლუქის დედა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები