ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
წუხელ ქროდნენ ქარები,ხან რთულად,ხან მარტივად, ვფიქრობდი და გრაფიკა მოგონების დავხატე, შენი ხასიათი,თუ იყო უფრო მარტივით, ჩემი ხასიათია ახლა უფრო სახადი,
სულის ფსკერზე ჩავკიდე ჩემი მზერის ანკესი, მერე თავი შვეულად,გულის მხარეს დაგადე, მერე ვკოცნე კერტები,მთელი ღამე გაკვნესე და რიჟრაჟზე ჩაგისვი მე-13-ე შამათი.
ახლა ვწევარ ლოგინზე.გულში სისხლი ბოგინობს, შენ იცვამ და გარეთ კი ქარი დაჰქრის ავშარი, ასე დაღლილს მიზიდავს მაინც შენი ბაგენი, მაგრამ შენც ისე წაგშლი,როგორც სხვები წავშალე,
ჯერ კი შენით მაჟრჟოლებს,ლექსებს ვარქმევ შენს სახელს, მაგ სხეულის ხიბლს ვაქსოვ ყველა სტრიქონ-ტაეპში, შენი ყველა უჯრედით ჩემში წარმომესახე, ჩემში აღმოცენდი და ჩემში ამოკაიფდი.
დასდევ ფერად ოცნებებს,ხან სარკესთან კამათობ, საიდანაც გიმზერის შენი სულის ფანტომი, ცაზე მთვარე ჰკიდია,როგორც ვერცხლის კალათა, და ვენებში დამიდის სიყვარულის ატომი.
თუმცა შენც დაგშორდები უბრალოდ და მარტივად და სხვადასხვა ენებზე გეტყვი "ჩაუ ბამბინოს", ეს რა მიმზიდველი ხარ,შენი დედა ვატირე, ამ სამყაროს ვუცქერი მხოლოდ შენი კაბიდან
და შენც დააშრიალებ ანცად კაბის ბოლოებს, ტვინის ნეირონები ალბათ გამიგიჟდება, სიმხურვალით გაადნე მარსზე ყველა ლოლუა, ამიტომაც ვაფრენ და ყველა ნერვად მიჯდები.
წადი,წადი სხვა მხარეს,აღარ შემეხმიანო, წადი თორემ ცუდად მხდის მოტმასნილი კაბები, მეტჯერ აღარ დავუკრავ მაგ შენს ფორტეპიანოს, ხოდა "ჩაუ ბამბინო" ჩემო თვალებნაბია.
აი ასე ვამთავრებ სხვასთან,შენთან მარტივად, არ დამიწყო ხვეწნა და არ დამიწყო ღაღადი, რადგან ხასიათი გაქვს,ასე რომ ვთქვათ:-მარტივით, რადგან ხასიათი მაქვს,როგორც რამე სახადი.
კვაზი უმახინჯესი/// ორიათასოცდა...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. ეს ის ლირიკაა, თქვენთან (თქვენში) სულ რომ მომწონდა.
კაცი-საშლელი :)
ეს ის ლირიკაა, თქვენთან (თქვენში) სულ რომ მომწონდა.
კაცი-საშლელი :)
4. კარგადაა დაწერილი, თან არასერიოზულად...
რავი, შეუფასებლად წავალ ალბათ კარგადაა დაწერილი, თან არასერიოზულად...
რავი, შეუფასებლად წავალ ალბათ
3.
ავტორი: კვაზიმოდო ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5 22 მარტი, 2014
ავტორი: კვაზიმოდო ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5 22 მარტი, 2014
2. უფ რა სექსუალური ლექსია, მესექსუალურა რაღაცნაირად.
კარგია, მაქსიმუმი ჩემგან ++ უფ რა სექსუალური ლექსია, მესექსუალურა რაღაცნაირად.
კარგია, მაქსიმუმი ჩემგან ++
1. ავტორი: კვაზიმოდო ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5 ავტორი: კვაზიმოდო ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|