ჩემი გათენება მინდა იყო, ჩემთვის ამოსული მზის სხივები, შენი ღიმილით, რომ იწყებოდეს დილით გათენების მიზეზები. ჩემი მოყოლილი ამბის გმირი, ლექსის ყველა რითმის მაჯისცემა, ჩემი უტკბილესი ცოდვა იყო ყოველწამიერი, ხშირი გაფიქრება. ჩემი სიმარტოვის განცდა იყო, ნიავსგაყოლილი დარდის დავიწყება, შენი თვალისფერი ზეცა დამყურებდეს, მეცოტავებდეს გრძნობის მომეტება. ჩემი ოცნებების იყო დასაბამი, ყველა დღე და ღამე ჩემი გაზაფხულის, ჩემი მელოდია შენი სუნთქვა იყოს, ყველა ჩემი სიტყვა შენი მისამართით. მინდა ჰაერივით სულ რომ მჭირდებოდე, იყო ამ მარტივით ჩემზე ცვალებადი, სითბომოკლებულის ნუგეში და ყველა იმედისთვის თითო ნაპერწკალი. ჩემი მონატრება მინდა იყო, წარსულს გამოვეყო სიშორიდან ცხოვრებას წერტილი დავუსვა შენი შეყვარების მომენტიდან.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. აშკარად დამწყები ავტორია, ამიტომ მგონია რომ ძალიან მკაცრები არ უნდა ვიყოთ,
მარცვლები დაითვალე და რამე ფორმაში მოაქციე თუ კონვენსიას წერ, და რითმსაც მიაქციე ყურადღება. ჯერ ეს...
წარმატებები აშკარად დამწყები ავტორია, ამიტომ მგონია რომ ძალიან მკაცრები არ უნდა ვიყოთ,
მარცვლები დაითვალე და რამე ფორმაში მოაქციე თუ კონვენსიას წერ, და რითმსაც მიაქციე ყურადღება. ჯერ ეს...
წარმატებები
5. არა უშავს + არა უშავს +
4. მელოდია გაიქცა და სადღაც ორმოში მოადინა ზღართანი :)))) ამბის არა, ასეთებს ნუ იზამ.
მელოდია გაიქცა და სადღაც ორმოში მოადინა ზღართანი :)))) ამბის არა, ასეთებს ნუ იზამ.
3. სუსტი ლექსია მართლკაც, რიტმიც ირღვევა და რაღა დარჩა მეტი :) წარმატებები სუსტი ლექსია მართლკაც, რიტმიც ირღვევა და რაღა დარჩა მეტი :) წარმატებები
2.
გულწრფელი სტრიქონებია :) რიტმი ირღვევა ხშირად. მოუხდებოდა გადახედვა.
გულწრფელი სტრიქონებია :) რიტმი ირღვევა ხშირად. მოუხდებოდა გადახედვა.
1. სუსტი ლექსია სუსტი ლექსია
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|