ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბობი ბრაუნი
ჟანრი: პროზა
7 აპრილი, 2014


მიყვარხარ თათიკო

ამ ცარიელ დღეს მე გავყვები ქარს
ის წამიღებს იქ, სადაც შენ ხარ
მე გიცდიდი ბევრს, დაგიცდი ხვალ,
მე გიცდი შეეეეეენ, მე გიცდი შეეეეეეეეეენ.

ნაწყვეტი შარქათაქის სიმღერიდან ''მე გიცდი შენ''


პირველად ქობულეთში გნახე. ყველასგან განსხვავებული იყავი და შენი მშვიდი, სიკეთით და სათნოებით სავსე სამყაროს გაცნობის სურვილი მაშინვე გამიჩნდა. მას შემდეგ დღე არ გასულა, რომ შენზე არ  მეფიქროს. ეს გული შენდამი სიყვარულით არის აღვსილი. ნელ-ნელა აივსო, ეხლა გავსებულია და უკვე გადმოსვლას აპირებს.

ჩემი გულიდან გადმოსული სიყვარული მხოლოდ შენს გულში გადმოიღვრება, მხოლოდ შენ უნდა მიიღო. გახსოვს? ცირკში, რომ ვიყავით, მე შენ, ნიკუშა და ნინო. მაშინ სულ შენზე ვფიქრობდი, შენს უმშვიდეს სამყაროზე. შენს საოცრად ტკბილი, უცნაურ და საყვარელ ხმაზე.
ჩემო თოვლივით გოგო, როგორ მოგიხდა ქორწილში ჩაცმული თეთრი კაბა, როგორ გიხდება ის მოყავისფრო სამოსი, ხუმრობით, რომ გთხოვდი მაჩუქეთქო. რა ლამაზი ხარ სულ, როცა იღიმი ან არ იღიმი, როცა იცინი ან არ იცინი. როცა რაიმე ისტორიას ჰყვები ისეთი საყვარელი ხარ მსურს ჩაგეხუტო, ჩაგეხუტო და არასდროს გაგიშვა ხელი, სულ ესე ჩახუტებულები დავრჩეთ.

ჩემო თბილო გოგო შენი ყველა  მესიჯი განსაკუთრებულია ჩემთვის. ამიტომ არ ვშლი არც ერთ მათგანს,  ყველას ვკითხულობ ყოველ-დღე, დილა-საღამოს, ჭამის წინ და ჭამის შემდეგ. ჩემო ულამაზესო, უსაყვარლესო და სულზე უტკბესო თათიკო ჩემი გული გამალებით ცქერს შენს მოლოდინში. მე აღფრთოვანებული ვარ შენი აზრებით, შენი სიტყვებით, შენი უზადო და გამორჩეული გემოვნებით.

ვმადლობ უფალს, რომ შენი თავი გამაცნო. მე ოპტიმიზმით სავსე ვარ და დარჩენილი ცხოვრება მხოლოდ შენ უნდა მოგიძღვნა. მსურს გიკოცნიდე ულამაზეს წინწკლებს, რომელიც ასე ამშვენებს შენს ულამაზეს სახეს.მე, მხოლოდ მე შემიძლია ჩემი ინდივიდუალობით მოვიგო შენი გული. გიყიდო ვარდები, მოგიძღვნა ლექსები და სიმღერები, ვიარო შენთან ერთად ხელოვნების საღამოებზე, მოგიდუღო ლიმნიანი ჩაი და გიკითხო თეთრი ლექსები წრფელი გულით და სიყვარულით.


რატომ ვწერ?
რომ სიყვარული გადმოვცე.
და არასოდეს დავტოვო.
ჩემი წერის აზრი
სიყვარულში დევს,
შენდამი არსებულ სიყვარულში.

მე გჩუქნი გრძნობას,
გთხოვ მოუსმინე მას.
გევედრები მომეცი მცირედი შანსი.

ჩემი სიტყვები
გრძნობიდან იშვა,
ეს გრძნობა სიყვარულია,
შენდამი არსებული სიყვარული.

მომეცი ძალა მოვერიო დაჟანგებულ ფრთებს.
ჩემი გული ხომ მხოლოდ შენით სცემს.
აზრი არა აქვს უარს, მე შენ მიყვარხარ დღეს.
ეს პოეზია ჩემი, ჩემი გულიდან იშვა
ჩვენ დავიბადეთ ერთმანეთისთვის
რაშიც ღმერთმა ათასჯერ დამარწმუნა.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები