ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სტას
ჟანრი: პოეზია
9 მაისი, 2014


წუხელ

მახსოვს ბავშვობა და გემო მწარე,
მახსოვს ჩანჩქერი, უხვი და დიდი,
ძვირფასო, წუხელ გამაგდე გარეთ
და ეზოც იყო შენსავით მშვიდი.
მახსოვს იმ ღამის ხარება მუნჯი-
მე ტაძრისაკენ მივყავდი მუზებს.
ძვირფასო, წუხელ, ცა იყო ლურჯი
და ჩემი ნავიც უშვებდა ღუზებს.
ძვირფასო, მახსოვს, ძვირფასო მჯერა...
რარიგ გშვენოდა აპრილი მაშინ
და ახლაც, ჩემი ყოველი ბგერა
აირეკლება შენს ბავშვურ ხმაში.
ძვირფასო, რარიგ მციოდა მერე
და მაინც მარჯვედ ვყვებოდი მუზებს.
შენ არ იჭერდი ჩემ ნასროლ ბგერებს
და მეც უმწეოდ ვუშვებდი ღუზებს.
მახსოვს ბავშვობა და გემო მწარე,
მე ის მაგონებს დაჟანგულ რკინას,
ძვირფასო, წუხელ გამაგდე გარეთ
და მე აღარსად არ მქონდა ბინა.
ს. ციბულსკი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები