ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცამეტი 13
ჟანრი: პოეზია
13 მაისი, 2014


***

მე დაგიხატავ მზისფერ განთიადს,
ღამეს წყვდიადის ფერებში გავხვევ,
თუკი შენამდე რამე გზებია,
დაუსრულებლად მანძილებს გავლევ.
მე დაგიხატავ მოლურჯო დღეებს,
ბავშვობის ფიქრებს აგიხდენ ცხადად,
იმდენ ღიმილებს გაჩუქებ კარგო
დარდიანს ალბათ ვერავინ გნახავს.
მე დაგიხატავ მთების სიმაღლეს,
გრძნობებს გაჩუქებ იმაზე მაღალს,
უსიტყვოდ გეტყვი რაც დღემდე ვერ ვთქვი,
მოვალ იცოდე და აღარ წავალ.
მე დაგიხატავ მზისფერ განთიადს ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები