დიახ, სემ ჰოლი გახლავარ, დიახ, სემ ჰოლი გახლავარ, სწორედ სემ ჰოლი გახლავარ, სემ ჰოლი მქვია - მეთქი, ყველანი მძულხართ ერთიან, ყველანი მძულხართ ერთიან, ერთურთიც გაგიწყვეტიათ, თქვენ შეგაჩვენებთ ღმერთი !
მე მითხრეს კაცი მოვკალი, ვითომ მე კაცი მოვკალი, დიახ, მე კაცი მოვკალი, მართლა მოვკალი - მეთქი - შინ რო მივადექ კვირადღეს, რო მივადე და მივადე და ცოცხალ - მკვდარი მივაგდე, იმას დასწყევლის ღმერთი !
ქალაქით მღვდელი მოვიდა, ქალაქით მღდელი მოვიდა, პირველად მღვდელი მოვიდა, მღვდელი მოვიდა მეთქი, სულ დაბღვერილი მიმზერდა, ჭკვაზე არ ვიყავ ისედაც, გეენას ცეცხლი მიხსენა, იმას დალახვრავს ღმერთი !
მერრე შერიფიც მოვიდა, მერრე შერიფიც მოვიდა, ბოლოს შერიფიც მოვიდა, ისიც მოვიდა - მეთქი, თან მოჰყვნენ ვიღაც კაცები, ტანმაღალი და მხარგრძელი, არ მომეწონა არც ერთი, იმათ გაჟუჟავს ღმერთი !
თოკი მიაბეს ალვის ტოტს, თოკი მიაბეს ალვის ტოტს, მიმიყვანეს და დამკიდეს, თოკზე დამკიდეს - მეთქი, ქვევიდან მიკიჟინებდნენ: ჰეი, სემ, ხომ გითხარითო, ჰეი, სემ, ხომ გითხარითო ! იმათ გაუწყრეს ღმერთი !
ჩემს ნელის თვალი მოვკარი, ჩემს ნელის თვალი მოვკარი, ცისფერი კაბა ჩაეცვა, ცისფერი კაბა - მეთქი, - მართალი ხარო ცათამდე, სემ, რაღა ჭირი გადარდებს, ღმერთს იხილავო ცხადადვე, იმას დასწყევლის ღმერთი !
დღეს მართლაც სამოთხეში ვარ, დიახაც სამოთხეში ვარ, ქრისტეს ტაძარში დავდივარ, მეცხრე ცაში ვარ - მეთქი, მალე მრუშებს და მეძავებს - მეც ხომ მათ გამო ვეწამე - გეენის ცეცხლზე შესწვავენ, როგორც მაღლაა ღმერთი !
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. ბრავო, ბავშვო!
ბრავო, ბავშვო!
3. მახსოვდა მეც და ძალიან მომწონს...:-* 5 მახსოვდა მეც და ძალიან მომწონს...:-* 5
2. თარგმანი მართლაც მშვენიერია, ოღონდ რატო იწყევლება სამოთხიდან ეს სემი, დამძაბა. სამოთხეში მაინც იყვნენ მშვიდად.. http://en.wikipedia.org/wiki/Sam_Hall_(song) რა საინტერესო ყოფილა ისე, არ ვიცოდი... თარგმანი მართლაც მშვენიერია, ოღონდ რატო იწყევლება სამოთხიდან ეს სემი, დამძაბა. სამოთხეში მაინც იყვნენ მშვიდად.. http://en.wikipedia.org/wiki/Sam_Hall_(song) რა საინტერესო ყოფილა ისე, არ ვიცოდი...
1. მახსოვდა ეს მშვენიერი თარგმანი და საერთოდაც, ამ ლექსის არსებობა ამ თარგმანის წყალობით გავიგე პირველად.
მახსოვდა ეს მშვენიერი თარგმანი და საერთოდაც, ამ ლექსის არსებობა ამ თარგმანის წყალობით გავიგე პირველად.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|