 | ავტორი: მატა ჟანრი: პოეზია 23 მაისი, 2014 |
მამაჩემი არასდროს არ მოკვდება და არასდროს არ დავუნთებ სანთელს. არც არასდროს არ მივუტან გვირილებს და საფლავზეც არ დავუფენ ვარდებს. არ მომიწევს მის კუბოსთან თალხით მოსილს ჯდომა და ცრემლებით დათუთქული ყვრიმალების ფრჩხილებით ჩამოხოკვა. არც მოტირალი ქალები შემიწუხებენ გულს და არ შემიგუბდება სული იმ ავი დღის მოლოდინით, როცა სამუდამოდ გავშორდები. არც მისი აჩრდილის ტუჩებს ვიგრძნობ მძინარე და ფარდის ყოველ გაშრიალებაზეც არ შემაკრთობს ტკბილი ფიქრი, რომ ის კვლავ სახლშია. ორმოცზე და წლისთავზეც არ წავალ ტაძარში მისი სულის საოხად და არც გრძელი სუფრების გაშლა მომიწევს, სადაც აუცილებლად ვიფიქრებდი, რომ ეს „ხალხი ჩემ ხორცს ჭამს“. არასდროს, არასდროს არ მოკვდება მამაჩემი და მე ვერ გავხდები ობოლი, რომელსაც სამყაროს საყრდენი ბურჯი გამოეცლება. მაგრამ ოდესღაც, ჩემი გულიდან ძალიან შორს, მოკვდება ვიღაც კაცი, რომელთან მისვლაც „ახლა მაინც, ალბათ, მეკუთვნის“, მაგრამ მე არ ვიცი, წავალ თუ არა... იმის გასაგებად რამდენად ვგავდი, რადგან, ის არასდროს არ მოსულა ჩემთან...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
23. ალბათ ასეცაა, გმადლობთ იმედა, შობას გილოცავთ ალბათ ასეცაა, გმადლობთ იმედა, შობას გილოცავთ
22. ამ ლექსში, გრძნობიერების ურთულესი სქემებია მოცემული;განწყობის თეორიაში არი პრობლემები და ეს სერიოზული ფსიქო-ანალიზი შეიძლება იყოს ამ ლექსში, გრძნობიერების ურთულესი სქემებია მოცემული;განწყობის თეორიაში არი პრობლემები და ეს სერიოზული ფსიქო-ანალიზი შეიძლება იყოს
21. ამ ლექსში, გრძნობიერების ურთულესი სქემებია მოცემული;განწყობის თეორიაში არი პრობლემები და ეს სერიოზული ფსიქო-ანალიზი შეიძლება იყოს ამ ლექსში, გრძნობიერების ურთულესი სქემებია მოცემული;განწყობის თეორიაში არი პრობლემები და ეს სერიოზული ფსიქო-ანალიზი შეიძლება იყოს
20. გმადლობთ კიდევ ერთხელ გმადლობთ კიდევ ერთხელ
18. გმადლობ ნინა, ეს ლექსი ყველასია ვისაც მსგავსი ტკივილი აქვს :( გმადლობ ნინა, ეს ლექსი ყველასია ვისაც მსგავსი ტკივილი აქვს :(
17. მეორე კომენტარს ვეთანხმები. +++++
გასაკვირია და ეს ლექსი "ჩემიცაა" :( მეორე კომენტარს ვეთანხმები. +++++
გასაკვირია და ეს ლექსი "ჩემიცაა" :(
16. გმადლობთ :) გმადლობთ :)
15. გულწფელი=))) გულწფელი=)))
14. კარგი, გულწფეი ლექსია, ზედმეტი გადაპრანჭვის გარეშე. .......2 კარგი, გულწფეი ლექსია, ზედმეტი გადაპრანჭვის გარეშე. .......2
13. კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა ჩემო არმენ, ამ გამოფენაზე ბევრი შეფასება მივიღე მაგრამ შენნაირად არავისი გამხარებია. <3 :* კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა ჩემო არმენ, ამ გამოფენაზე ბევრი შეფასება მივიღე მაგრამ შენნაირად არავისი გამხარებია. <3 :*
12. ლამაზი ლექსი. ეფექტების, ფერ-უმარილის გარეშე. ცოცხალი, შიშველი ემოცია. +5 ლამაზი ლექსი. ეფექტების, ფერ-უმარილის გარეშე. ცოცხალი, შიშველი ემოცია. +5
11. ძალიან დიდი მადლობა ჩემო კარგებო, გამეხარდა თქვენი კომენტარები, შენიშვნებს გავითვალისწინებ აუცილებლად, მეც მოგიკითხე თამარ <3 <3 <3 ძალიან დიდი მადლობა ჩემო კარგებო, გამეხარდა თქვენი კომენტარები, შენიშვნებს გავითვალისწინებ აუცილებლად, მეც მოგიკითხე თამარ <3 <3 <3
10. მომეწონა ხელწერა და აღქმა ავტორის ++ მომეწონა ხელწერა და აღქმა ავტორის ++
9. ხოო, ფინალი მეც მომივიდა თავში ფინალამდე
კარგი იყო , პირდაპირაა აღწერილი , მომწონს გულწრფელობა
წარმატებები !
ხოო, ფინალი მეც მომივიდა თავში ფინალამდე
კარგი იყო , პირდაპირაა აღწერილი , მომწონს გულწრფელობა
წარმატებები !
8. ჰო, ცარიელი გულწრფელობაა ეს ლექსი, აბსოლუტურად კარგი გაგებით... ჰო, ცარიელი გულწრფელობაა ეს ლექსი, აბსოლუტურად კარგი გაგებით...
6. ფინალი ვიგრძენი წინასწარ... "ჩემს" უნდა იქ. "არ"-ზე უთქვამთ უკვე. ძალიან ემოციურია. არ ვიცოდი, შენ რომ ყოფილხარ. :*
ფინალი ვიგრძენი წინასწარ... "ჩემს" უნდა იქ. "არ"-ზე უთქვამთ უკვე. ძალიან ემოციურია. არ ვიცოდი, შენ რომ ყოფილხარ. :*
5. ძალიან მაგარი ლექსია. და მეამაყება, რომ პირადად ავტორის წაკითხული მაქვს მოსმენილი. მოგიკითხე მარიტა, თამარი ვარ. :* ძალიან მაგარი ლექსია. და მეამაყება, რომ პირადად ავტორის წაკითხული მაქვს მოსმენილი. მოგიკითხე მარიტა, თამარი ვარ. :*
4. (((((((((((( ♡♡♡♡♡ (((((((((((( ♡♡♡♡♡
3. არასდროს მერე არ აღარ უნდა ,გრამატიკაც დაცული იქნება,ყურსაც აღარ მოჭრის და ტექსტიც მოიგებს:) არასდროს მერე არ აღარ უნდა ,გრამატიკაც დაცული იქნება,ყურსაც აღარ მოჭრის და ტექსტიც მოიგებს:)
2. ძალიან შთამბეჭდავი ლექსია, ისეთი, რომ გაფიქრებინებს- ნეტავ, არ დაეწერაო.
შემზარავი გულწრფელობა და პოეზიაც.
უარყოფითი ფორმის "არ " ნაწილაკი ზედმეტია- გრამატიკულადაც უფრო სწორი ფორმა იქნებოდა უმაგისოდ და ისედაც უკეთესად ჟღერს, ასე მგონია.
ძალიან შთამბეჭდავი ლექსია, ისეთი, რომ გაფიქრებინებს- ნეტავ, არ დაეწერაო.
შემზარავი გულწრფელობა და პოეზიაც.
უარყოფითი ფორმის "არ " ნაწილაკი ზედმეტია- გრამატიკულადაც უფრო სწორი ფორმა იქნებოდა უმაგისოდ და ისედაც უკეთესად ჟღერს, ასე მგონია.
1. 5 ჩემო ნიჭიერო :* იმსახურებდა ფინალს, უდაოდ <3 5 ჩემო ნიჭიერო :* იმსახურებდა ფინალს, უდაოდ <3
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|