 | ავტორი: განთიადი ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 12 ივნისი, 2014 |
ასე იციან "ყოფილებმა"უცებ "შემოგვეხიზნებიან"სულებში,ღრმად გადგმულ ჩამპალ ფესვებს ახლიდან გააცოცხლებენ,ჩაავლებენ კლანჭებს ჩვენს ცნობიერებას და ჩვენთან ერთად,ჩვენ დაუკითხავად გადაეშვებიან ვაკუუმურ სივრცეში,სადაც შენ რკინის ნაფლეთი ხარ ის კი ბუმბული...ერთად დაეცემით ძირს ვაკუუმურად,შენ ძალიან გეტკინება მას კი არა.ის ხომ ბუმბულია..კლანჭებიანი ბუმბული...ასე იციან ყოფილებმა,აგვიბნევენ თავგზას,ჩაგვითრევენ არარსებულ მორევში...აგიფრთხიალებენ სულს და ემოციური კლაკნების ყველა დაბოლოებას,მაგრამ ისინი წავლენ!აუცილებლად წავლენ!პირველადაც და მეორმოცეჯერაც..შენ კი სამოცდააგზის უნდა აპატიო,უნდა გაუგო,რადგან კლანჭს გაავლებს,რადგან გეშენფერება,ის კი ამას შეიფერებს..მერე მიდის და გტოვებს გაურკვეველ ვაკუუმურ სივრცეში.. არ ვიცი რას ვამბობ..მაგრამ ასე იცინ "ყოფილებმა" "შემოგეხიზნებიან" წამიერად სულში და წლების ნაშენ სიმტკიცეს დაგინგრევენ,ჩაავლებენ კლანჭებს შენს ცნობიერებას და ვაკუუმურად ეცემი ასფალტზე,შენი დაჟანგული ფრთებით,უხორცო სულითა და უსულო ხორცით... ასე იციან..მოყიალდებიან სადღაც უსაზღვროდ შორი ფიქრებიდან და გართმევენ ყველაფერს..ბედნიერებას..სიხალისეს.. ასე იციან "ყოფილმა"ადამიანებმა..ისინი ხომ მხოლოდ ოდესღაც იყვნენ შენი ადამიანები,შენ კი მაინც მიიღებ,ვინმე საუკეთესოს და ნამდვილს ერთჯერადი ქაღალდივით მოექცევი და გაურკვეველი მიმართულებით მოისვრი,სულაც არ დაგაინტერესებს რა დაემართება,ეტკინება თუ თავს უკეთ იგრძნობს...ეს არ განაღვლებს შენ ახლა ისევ შენი „ყოფილი“გყავს,ერთი წამით,ერთი წლით,მოკლედ გაურკვეველი დროით.ის კი ან ასფალტზე დაეცემა ან სანაგვე ურნაში ჩავარდება ან სულაც კედელს მიენარცხება..თითქოს ამით ახლა მას უხდი სამაგიეროს ოდესღაც იმ ყოფილმა "ადამიანმა"რომ გაგაყოფილა და ისევ იგივეს,რომ გააკეთებს,მაგრამ შენ არ ხვდები..არა ისინი მიდიან,მოდიან,დასეირნობენ ცხოვრებაში ან ცხოვრებებში როგორც მოესურვებათ..შენ გტკივა ყოველი წამი,მას კი არა..შენ კი ის არ გტკივა იმ დიდებულ ადამიანს ერთჯერადი ცხოველივით, რომ მოექეცი.. აი ასე ხართ ადამიანები..რახან ყოფილია,ნოსტალგიას გაასიყვარულებთ და აუცილებლად დანგრეული ასფალტის გამთელებასავით დაიწყებ იმის გამთელებას რაც სინამდვილეში არც კი არსებობს..მაგრამ რადგანაც ოდესღაც იყო და ისევ „ჩალიჩობს“ „ზნაჩიტ“ ნამდვილია..ასე იციან "ყოფილმა" ადამიანებმა,უცებ "შემოგვეხიზნებიან"სულებში და თითქოს ეს ჩვეულებრივი მოვლენააო ჩვენც არ ვუშვებთ ამ ხიზნებს ჩვენი ცნობიერებიდან...ასე იციან ყოფილებმა...ასე იციან ყოფილებმა...ერთი კარაქიანი პურივით ლამაზად გადასმული სიტყვა შენს სიბრაზეზე და უკვე მისი ხარ..ასე იციან „ყოფილებმა“... მკითხველს კი მადლობა,ბოდიში-ც..ეს ტექსტი,ჩანახატი თუ უაზრო ბოდიალი,მხოლოდ ემოციაა...ჯანსაღი კრიტიკის თვალსაზრისით ძალიან ცუდი და შეცდომებით სავსე,მხოლოდ მსურდა დამეწერა და მეც დავწერე. ასე იციან ყოფილებმა...ასე იციან ყოფილებმა...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|