შენი სახლის წინ ხე დგას, ჩემი სახლის წინ ლირიკა... ამინდზე მეტად ტირიხარ როცა ამინდი ტირის, შენი სახლის წინ ხე დგას, ჩემი სახლის წინ ლირიკა, ორივე ასე ვხედავთ, ამ ორ ერთნაირ ტირიფს. რაღა თქმა უნდა მარტივად, რაღა თქმა უნდა ირიბად, რაღა თქმა უნდა ხვდები რომ ცა თავზე დაგვხარხარის, შენი სახლის წინ ხე დგას, ჩემი სახლის წინ ლირიკა და ყოველ ღამით როცა ამოვარდება ქარი, ვუცქერთ დაბზარულ ფანჯრიდან, გამთენიას და ერთმანეთს, ვუცქერთ და ასე ლოდინით, საათი საათს მისდევს, შენი სახლის წინ ხე დგას, ჩემი სახლის წინ ლირიკა და მამლის დაყივლებამდე არ გვაგონდება ქრისტე... მერე შენ უფრო დარდობ და მერე შენ უფრო ტირიხარ, ეს სიტყვები კი ბზარად ჩნდება დრო და დრო გულზე, შენი სახლის წინ ხე დგას, ჩემი სახლის წინ ლირიკა და ამ ორ ტირიფს შორის გაკიდულ ჰამაკს ვუმზერთ.
პოეტობაზე ბევრი დებს თავს, მაგრამ მხოლოდ ცოტაა ნამდვილი პოეტი. მიხარია ამ ავტორის აქ გამოჩენა ისევ და ისევ! რამდენიმე კი მაინც გამორჩეულად მიყვარს მისი შემოქმედებიდან! დაბრუნდით რა, სხვა ,,ხალხებოც," :)

ვშენი სახლის წინ ხე დგას, ჩემი სახლის წინ ლირიკა და მამლის დაყივლებამდე არ გვაგონდება ქრისტე... მერე შენ უფრო დარდობ და მერე შენ უფრო ტირიხარ, ეს სიტყვები კი ბზარად ჩნდება დრო და დრო გულზე,_ მსუბუქი,ჟღერადი,ჰაეროვანი,რიტმული,ემოციური_სხვა რა მოეთხოვება ერთ ლექსს! წარმატებები + +

რა მშვენიერება იყო. ორჯერ წავიკითხე, ორჯერ მოვუსმინე.
ასეთ ლექსს როცა ვკითხულობ, სულ მგონია რომ ლექსის წერა ადვილია. :) ისე ბავშვობაში პურისცხობაც ადვილი მეგონა ბებოს შემხედვარეს და გახურებულ თონეში ხელი დავიწვი.
ერთი რამის თქმა მინდა. მელოდიის გარეშე უკეთესი იქნებოდა ხმოვანი ჩანაწერი. მაგალითად ქარის ხმა რომ ყოფილიყო ფონად, სრულიად სხვა რამ იქნებოდა, -"დამანგრეველი" . ხმის ტემბრიც ძალიან მომეწონა, სიტყვებიც მკაფიოდ ისმოდა, პროფესიონალის წაკითხული იყო. :)
მადლობა ამ ლექსისთვის.