ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სტას
ჟანრი: პოეზია
22 დეკემბერი, 2014


კარმელიტის ბოლო სიტყვა

ბრმა პოეზიის საბინადრო დღეს ისანია.
აქაც და სხვაგან, საჯალათო ხერხს იძიებენ.
ჩემი გულწრფელი აღელვების სხვა მიზანია,
ჩემი ლექსები, ჯალათებზე შურს იძიებენ.

დახელოვნებულ ოსტატებზე დღეს სიცილია.
გამოპრანჭული, ლექსებიდან მწვავს ოფელია.
სხვებმა წაიღონ არაბეთი და სიცილია,
ჩემთვის თბილისი ერთადერთი სამყოფელია.

დე ისევ წერონ უცხოურად საქართველოზე;
ველური ხიბლი ვერ ეტევა მათ უცხო გვარში.
მე კოსმოსისკენ გამოვყვები ნაზ ანგელოზებს,
რომ ჩემზე ბოდვაც არ მომესმას მათ ნაბოდვარში.

მრუშ ლოგინებში, მონაზნები სხვებთან წვებიან;
ცივ იატაკზე იკეცება ორად ბიბლია.
უკვე დილისკენ: კვლავ წირვები, კვლავ ლოცვებია,
ხოლო ტაძრებში ეშმაკობის ჩუმი ხიბლია.

დგანან კოშკები, არ ეხება მათ გარყვნილება.
კოშკთა კედლებზე გაზაფხულმა ნამი აბქურა
და ადამია ერთადერთი უფლის ქმნილება,
ვის გულშიც ცოდვამ მიჯნურივით დაისადგურა.

ამაღამ ვკვდები, გამხმარია სულისთვის ბუდე.
გათეთრდებიან უმოწყალოდ ახლა თითები...
მე შალვა კარმელს, ერთგულების ფიცი დავუდე
და მეძახიან, მეძახიან კარმელიტები!
ს. ციბულსკი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები