ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რ_____ო_____ი
ჟანრი: პოეზია
4 იანვარი, 2015


მიდიხარ

ვიცოდი ამდენს ვერ გავუძლებდი,
იქნებ აქამდეც ჯობდა მეტირა,
მიდიხარ.
შენი წვრილი ქუსლები,
აჩნდება ნერვებს მრავალწერტილად.
მიდიხარ.
ჩემს თავს ვეღარ ვერევი,
წყდება ფეხის ხმა სადღაც კარს იქით,
მინდა სიკვდილი და ეს ნერვები,
ხელში მიჭირავს კონტარაბასივით.
ღამით კი ვიცი დავიბოღმები
და სულის ყველა კარებს ჩავრაზავ,
მინდა გამოგყვე და ვერ მოგყვები,
რადგან
მიდიხარ.
ისე ლამაზად!...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები