ეხლა ძილის დროა, ამბობს ჩემში რაღაც ხმა, მე ავათავე უემოციოდ, მე მქონდა სექსი გრძნობის გარეშე მე გავაკეთე საქმე სიყვარულის გარეშე, მე ვგრძნობ ჩემს ნამდვილ სახეს მხოლოდ მას შეუძლია მიბიძგოს ჯვარცმისკენ. ბავშვობაში ფეხბურთს ვთამაშობდი ეზოში და როცა დაბნელდა შემეშინდა მანიაკის, ის მოვიდოდა ამბობდნენ ბავშვები ბედნიერებაა ზოგჯერ ბევრი თავისუფალი დრო. მე მსურს თავისუფალი დრო და მასში სიკვდილი, ძვირფასო.
რა მეშველება? ქალაქის ხმაური მკლავს. მე დავიღალე შენი პესიმიზმით, გადავიღალე ჩემი ოპტიმიზმით, უკვე ფულიც შემიმცირდა, თუმცა ბევრი არც მქონია. წიგნები დავყარე მაგიდაზე და ვთხოვე მზეს ერთი ცალი სხივი. წერაც დამღლელია, როცა ზღვარი შიმშილზე გადის. მე აღარ შემიძლია წერა, თავი მტკივა და გული ვერ უძლებს ჩემს აკვიატებულ პრინციპებს. ლოცვის სულის გა-გულწრფელების ისტერიაა, მე მსურს ჩავარდე ისტერიკაში და ხიდები გავაბა პოეტებთან, შემდეგ ანანოს მოვხვიო ხელები და შემზარავი სიმართლე ვუთხრა.
რატომ წავიდა ჩემი სული ჯოჯოხეთისკენ, რატომ ბოდვები წინ მეშლება ეს კაიფია თეთრო დედოფალო ო, როგორ მინდა ლოცვის დროს მოვკვდე. თავში დარბიან ჭიანჭველები ორი ღამეა ვკვდები ხველებით სამი ღამეა ვივსები ვნებით ოთხი ღამის წინ შენ ბაღში შეგხვდი. წერა ჰეროინია, რა შუაშია ჰეროინი? რა სისულელეს ვამბობ. ავტორო მოეგე გონს ავტორო ფიქრი დაიწყე ავტორო თუ სიყვარული არ შეგიძლია, გოგო ხომ გყავს, რომელსაც ძუძუსთავებზე ეფერები, შენ ეს შეგიძლია.
მე არასდროს... რა არასდროს? ჩამეხუტე დიდი ხნის უხილავო მეგობარო, ბაბუაჩემი სასუფეველში ცხოვრობს ან ჯოჯოხეთში ათენებს ღამეს. როლს როისი მანქანაა, მე სიყვარული მსურს.
ეს იყო ბრძოლა ხარებთან მხარში, დაბოლილ მასას ბოლი აუვიდა, მე არ შემიძლია მოგცე განათლება, მე შენს სიმაღლემდე ფეხი დამიცდა. ისევ იკემსეს კემის რიკელმე, თერძი აფეთქდა, მელომკა მქონდა. რუის-ურბნისის კრება დაიწყო საგიჟეთიდან მოვრბივარ ღმერთო. ამ სულელური განცდების ქარში ფეხებზე მკიდია მოძებნა ქალის, რომელსაც თვალებზე ნემსი ერჭობა, ძუძუებიდან კი სისხლი მოსდის.
გამორკვევა, გათავისუფლება, ჩემი ხორცი დაიღალა. მე ვერ დავნებდები, მე ვერ გავხდები მონა. მე არ მინდა ბნელმა მომიცვას, მე მეშინია სიბნელის. წიგნი წამაკითხე ჩემო მეგობარო, მოსკოვს არ სჯერა ცრემლების, ამსტერდამში კოფი-შოფია, ქართველს არ აქვს ფული ჯიბეში. რუის-ურბნისის კრებას ვითხოვდი, ბრძოლის დრო დადგა ჩემო ძვირფასო, მახსოვს ხორციდან სისხლი გამოდის, რომელიც იქცა ანკარა წყაროდ.
ანანო მინდა მოგეხვიო, პროსტა ჩაგეხუტო, მე შენ მიყვარხარ ისე და იმდენად, რამდენადაც გამოვხატავ. საზღვრებს ვარღვევ და ვარქმევ უსაზღვრო სიყვარულს. ვგრძნობ, რომ მომერია რაღაც უხილავი და ბრძოლა იწყება, ეს საშინელი გზაა, მე მეშინია სიბნელის, მე რვეულში ვწერ გიჟივით და მინდა, არარეალურმა ფიქრებმა მოგცეს ძალა არარეალური განცდის.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. მართლაც საინტერესო იყო, დალაგდება და დაიხვეწება ავტორი და კარგ პოეტადაც ჩამოყალიბდება. წარმატებები +++ მართლაც საინტერესო იყო, დალაგდება და დაიხვეწება ავტორი და კარგ პოეტადაც ჩამოყალიბდება. წარმატებები +++
1. გულწრფელი, გულახდილი, საინტერესოც, თუმცა ცოტა გაუფილტრავი და ცოტაც არეული. :) გულწრფელი, გულახდილი, საინტერესოც, თუმცა ცოტა გაუფილტრავი და ცოტაც არეული. :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|