 | ავტორი: ლონდა ჟანრი: პოეზია 30 აგვისტო, 2015 |
პატარა ბიჭი მზეს ეთამაშება დამალობანას, პატარა ბიჭი ჩრდილში იმალება და მზე პოულობს, პატარა ბიჭის ჩრდილი, არ არის პატარა ბიჭზე შავი, პატარა ბიჭი მზეს ეთამაშება დამალობანას.
ამ დროს, სოფელში მოდიან მისიონერები, მოდიან მზიან მიწებზე და იწყებენ ქადაგებას, მიზნად აქვთ დასახული მოაქციონ ერები, დგას შავი თვალები და ტიტველი ტანები როგორც ქანდაკება.
მისიონერები დებენ პირობას რომ დატოვებენ სოფელში ბიბლიას, დებენ პირობას რომ ვინმეს დატოვებენ ვინც სოფელს ბიბლიის კითხვას ასწავლის, ბიჭი კი, რომელიც მუდამ მზეს ეთამაშებოდა, ძველმა აღთქმამ ჩაითრია ჯერ ფანატიკოსის დონეზე, თუმცა მალე ღმერთს გულწრფელად იწამებს.
იწამებს იმდენად რომ ღამღამობით სულები და ანგელოსებიც ელანდებიან, შუბლზე გამოესახა ჯვარი, თეთრი ჯვარი, უფლის სასწაული, და ბიჭს, რომელიც მზეს ემალებოდა, კითხვა უჩნდება, როდესაც კვდებიან... როდესაც კვდებიან... ვერ ბედავს კითხვის დასმას, ცოტა ეშინია მზესთან მოთამაშეს.
თუმცა კი ლოცულობს, რომ ღმერთმა აპოვნინოს უკვდავების წამალი, ლოცვისას იფიცებს რომ სიკვდილის არამც და არამც, არ ეშინია, უბრალოდ მზესთან მოთამაშე ბიჭთან მოფრენილი სულებიც და ანგელოსებიც კი თეთრკანიანებია.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. ეგ მართლა ზედმეტი იყო, მადლობა რჩევისთვის, ამოვაგდე წმინდანები ეგ მართლა ზედმეტი იყო, მადლობა რჩევისთვის, ამოვაგდე წმინდანები
2. https://en.wikipedia.org/wiki/Josephine_Bakhita შავკანიანებიც არიან წმინდანებს შორის აი, სექსუალურ უმცირესობებთან დაკავშირებით უფრო რთულადაა საქმე
https://en.wikipedia.org/wiki/Josephine_Bakhita შავკანიანებიც არიან წმინდანებს შორის აი, სექსუალურ უმცირესობებთან დაკავშირებით უფრო რთულადაა საქმე
1. ერთხელ ფრესკის ილუსტრაცია ვნახე სადღაც- წმინდანები, ანგელოსები და იესოც კი შავკანიანი იყო.
მყვირალა სათაური აქვს :)
ტექსტი გაცილებით მშვიდი და ღრმაა.
ერთხელ ფრესკის ილუსტრაცია ვნახე სადღაც- წმინდანები, ანგელოსები და იესოც კი შავკანიანი იყო.
მყვირალა სათაური აქვს :)
ტექსტი გაცილებით მშვიდი და ღრმაა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|