ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლონდა
ჟანრი: პოეზია
25 ოქტომბერი, 2015


გაქრეს ფანჯრები, მინები, ყველაფერი გაქრეს,
ვზივარ ნაფანჯრალზე, (ძველი შენობა, სახლთან ახლოს)
ვზივარ გამომწვარ აგურებზე,
ვზივარ მაღლა
და თითქოს უფრო მაღლა.
შენ კი ამ დროს,
და შენ კი ამ დროს,
ჰო, შენ კი ამ დროს
შეიძლება გქონდეს ფანჯრები, ფინჯანი ჩაი,
რადგან შენ ჯადოქარი ხარ,
რადგან შენ ვერ გაჯადოვებენ თვალები,
რადგან შენ არასოდეს ხარ მარტო
როცა შენზე ვფიქრობ.
შენს გულზე სხვა მკერდი თბება.
და შენს გულზე სხვა მკერდი თბება,
ჰო, შენს გულზე სხვა მკერდი თბება.
იქნებ ჩვეულებრივია დღეები,
სამუშაო საათები, მარშრუტი, ტაქსი, მეტრო,
სამსახური _ დამღლელი ან დროებითი,
არანაირი პაემანი,
არანაირი ეკლესია,
თუმცა ყოველთვის,
და თუმცა ყოველთვის,
ჰო, თუმცა ყოველთვის
როცა შენზე ვფიქრობ შენ არასოდეს ხარ მარტო.
მე ეს მაშინებს,
მე ეს არ მწყინს, მე ეს მაშინებს.
მიუხედავად იმისა, რომ
შენ არ გაქვს ნიჭი,
და შენ არ გაქვს ნიჭი,
ჰო, შენ არ გაქვს ნიჭი
ის შეიყვარო ვისაც უყვარხარ.
შენ არც ახლა ხარ მარტო,
და შენ არც ახლა ხარ მარტო,
ჰო, შენ არც ახლა ხარ მარტო...
მე შენზე ვფიქრობ,
და მაშინ, როცა ვზივარ ნაფანჯრალზე,
(ძველი შენობა, სახლთან ახლოს)
როცა ვზივარ გამომწვარ აგურებზე,
ვზივარ მაღლა
და თითქოს უფრო მაღლა,
აღარ ვხდი წარმოსახვაში შარვლებს
ბიჭებს, რომლებიც ქვემოთ გაივლიან,
ადრე ამიტომ მიყვარდა აქ ჯდომა,
ახლა _ არ ვიცი.
არც ის ვიცი როგორი ხარ,
თუმცა შენს თითებზე ვფიქრობ,
შენს გრძლესა და სწორ თითებზე,
მინდა ასეთი თითები გქონდეს,
სხვა არაფერი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები