ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მირცხულავა
ჟანრი: პოეზია
26 ოქტომბერი, 2015


ბებო


წუხელ მქონდა ბედნიერება ადრე დაწოლისა... უცებ გავთიშულვარ.სტუმარი მყავს სახლში და მაღვიძებს : დინა,მგონი ბებიაშენი ავადაა,ლაპარაკობს.... არა ლოცულობს,დამაძინე რაა - ვბურტყუნებ მძინარე...
დიახ,ბებო ლოცულობს ! თუმცა არც ერთი ლოცვა არ იცის ზეპირად.სამაგიეროდ მე ვიცი : შევა ოთახში,დაკოჟრილ ხელებს გულზე დაილაგებს და ამბობს : ღვთისმშობელო, (რატომღაც სულ ღვთისმშობლისადმი) ჩემი სიმართლით მატარე,ბედნიერი დღე გაუთენე ხალხს და მაღირსე ჩემი წილი ამოსავსები მიწა ! თავშალს მოიხსნის,თავქვეშ ამოიდებს,ღრმად ამოიხვნეშებს და მერე მართლა არ ვიცი,რას ჩურჩულებს დაძინებდე...იქეთ ვერ გადავიხედავ ,იქეთ დაფარულია! ბებო მარტო რჩება შემოქმედთან სასაუბროდ და ვეჭვობ,საყვედურიც გამოერევა ხოლმე ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები