ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მატა
ჟანრი: პოეზია
19 ნოემბერი, 2015


სულცრემლიანი

სულცრემლიანი თვალებით სულცრემლიანი იმზირება,
მოდის და თითქოს მოაფრენს სხეულს,
დაბინდებულზე ვხვდებით ერთმანეთს
ერთ დიდ აღმართზე  მაშინ, როცა მე სახლში მივდივარ
ის კი დროებითი სახლიდან უსახლობისკენ მიდის.
თან სდევს მუსიკა, ჩვენ რომ არ ვუსმენთ ზუსტად ისეთი,
მოდის და სახელის უცოდინრად მეკითხება: როგორ ვარ,
როგორ არიან დედა და მამა, სხვა ხომ არაფერი მიჭირს.
მერე კი უკვე მერამდენედ, აღარც კი მახსოვს,
მიყვება ამბავს ძმის, რომელიც დიდი კაცია, მაგრამ არ უსმენს,
მშობლების, რომლებმაც მიატოვეს და  დის, რომელიც არასდროს ჰყოლია.
მე კი მის ყოველ დანახვაზე მახსენდება ჩემი ნაცნობი ქალის სიტყვები:
„მეც რომ მყოლოდა ასეთი შვილი, სამშობიაროში დავტოვებდიო“.
„წინაპართა ცოდვები ჰკიდიათო ზურგზე მისნაირებს“, _ ამბობენ სხვები. . .
ყოველ დილითაც ცივბინდბუნდში თავდაღმართზე ჩასვლისას
გზაში მხვდებიან ამომავალი პატარა ქრისტეები, წინ მიდგებიან,
სურათის გადაღებას მთხოვენ, მიღიმიან, მეპრანჭებიან  და წაშლას მიკრძალავენ.
ხარბად მიკოცნიან ხელის მტევნებს და მემშვიდობებიან,
მაგრამ, როგორც კი მივბრუნდები, ზურგიდან მეპარებიან,
ხელს მკრავენ და უფსკრულში მჩეხენ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები