ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მატა
ჟანრი: პოეზია
2 დეკემბერი, 2015


წაუკითხავი წიგნები

ნუ შეინახავთ მოგონებებს წაუკითხავ წიგნებში,
მოვა დრო და ამ წიგნების წაკითხვა მოგიწევთ.
როგორ ღრმადაც არ უნდა გადამალოთ წიგნების კარადების ბნელ კუთხეებში
და რამდენი წაკითხული წიგნიც არ უნდა მიაფაროთ მათ ყდებს და კიდეებს,
მოვა დრო და ისინი მივიწყებული,
ჩრჩილნაჭამი გრძნობების სკივრიდან წამოყოფენ თავს,
მოულოდნელად აღმოჩნდებიან შენ წინ და
სხვა გზა არ გექნება,
გადაშლი და კითხვას დაიწყებ.
ყოველი ახალი ფურცელი კი ახალ მოგონებას მოგიტივტივებს
დავიწყებული შეგრძნებების ფსკერიდან.
ხან გამხმარი ბალახის ღერო შემოგხვდება,
სურნელება გაცლილი თავჩაქინდრული ყვავილით,
ნამალევად რომ ჩაიჩურთე ჯიბეში.
ხან კიდევ ფურცლის გაცვეთილი ნაგლეჯი მკრთალი მინაწერით.
მერე კი ყველაფერი დალაგდება და
სიკვდილის წინ გაელვებული კინოკადრივით დაიწყებს დენას.
ნუ შეინახავთ მოგონებებს ჯერ კიდევ წაუკუთხავ წიგნებში,
წაკითხულებში შეინახეთ.
სურვილის გარეშე წაკითხული წიგნები აღარ იშლებიან,
ნდომით მიბრუნება კი მოგონებებს თავისთავად აცოცხლებს,
მაგრამ თუ რაიმეს დავიწყება გინდათ,
ჯერ ბოლომდე წაიკითხეთ და ისე დახურეთ,
ისე გადამალეთ ბნელ სკივრებში,
მოვა დრო და წიგნები,
რომლებიც გზად შემოგვხვდნენ და ვერ წავიკითხეთ
აუცილებლად შეგვახსენებენ თავს და
საკუთარ ფურცლებს უკითხავად გადაგვიშლიან

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები