რაღაცნაირად მაკლიხარ და ფოთლები მცვივა იმ ხეებივით, ზამთრისპირმა რომ მოაკითხა, დღევანდელ დღესაც ვეურჩები,ძალიან მინდა, გულში ჩამიკრა და ნატანჯი ,,მიყვარხარ" მითხრა. ახლა სიბნელეს გავყურებ და ვინ იცის, რა მჭირს, სულ არ მეტყობა მონატრების ალმური რომ მწვავს და როცა დარდი მოთმინების წითელ ლენტს გაჭრის, ძნელი იქნება შენი ნახვის წუთისთვის მოცდა.