ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქეროლაინი
ჟანრი: პოეზია
10 მაისი, 2016


წერილი ქეროლაინს

ქეროლ, ქეროლაინ
წადი,მოძებნე ადგილი სადმე,
დედამიწის უკაცრიელ და ბნელ კუთხეში,
მღვიმეებში და გამოქვაბულებში,
ფართოფოთლოვან და წიწვოვან ტყე-ღრეებში,
უდაბნოებში და უდაბურებში,
მყინვარებზე და აისბერგებზე,
მოძებნე ადგილი, სადაც ვერ სწვდება ფეხი კაცისა,
სადაც არ მოაგონდება მეგაპოლისების მკვიდრთ დაბრუნება,
თავისი რბილი სავარძლებიდან წამოდგომა და შენსკენ წამოსვლა.
ადგილი სადაც ახლოს ხარ მესთან  და შორს ადამიანებისგან,
რომლებსაც ჰგონიათ, რომ არ არსებობს ქვეყნად აღარაფერი
მათი მილიონიანი პროექტებისა და ობლიგაციების გარდა,
რომ არაფერი დგას საინტერესო პრიალა, მაგრამ რუხი ცათამბჯენების უკან,
ცათამბჯენებისა, სადაც ჩიტების ნაცვლად
ტელეფონის ზარებისა და ღილაკთა რახარუხის ხმა ისმის.
წადი იქიდან, სადაც ადამიანებს სტატისტიკის მიხედვით განსჯიან
და ყველას ერთ დიდ,  ვეებერთელა ქვაბში ხარშავენ.
მე ისინი უფრო მეცოდებიან, ვიდრე გოგონები,
რომლებიც საკუთარი სოფლის გარდა ვერსად მიდიან,
მათი სოფელი წელიწადში ოთხჯერ მაინც შეიცვლის ფერს.
წადი ქეროლაინ,
წადი ეტლებითა და ცხენებით,
ურმითა და ველოსიპედით,
ცალი ბორბლით წადი ან სულაც ფეხით.
ოღონდ ნუ წახვალ ჩქაროსნული მატარებლებით, თვითმფრინავებითა და მანქანებით.
ქეროლ, ადამიანმა შეიძლება იცხოვროს ისე უბრალოდ და მარტივად,
რომ ამით გახდეს უნიკალური,
გახდეს სხვათაგან გამორჩეული.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები