ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კორნელი ჭყონია
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
22 მაისი, 2016


...

  დგას სადღაც შორს სიგიჟე და ტკივა მარტო ყოფნა.
ეს ალბათ ყველაზე დიდი ტკივილია,იყო მარტო საკუთარ შეშლილ ბუნებასთან.
შენ არავინ ხარ.თუმცა ყველგან და ყველაფერში შეგიძლია იყო.
შენ არ ხარ ობიექტი სახელად „ეს მე ვარ“ არა,შენ ხარ ყველაფერი იმ სახით რა სახითაც ის ღმერთმა შექმნა.
მთელი ცხოვრება სასჯელი გეგონა ამ ტვირთის ტარება. 
როცა ადამიანები ათსგვარი სათვალით უყურებენ დედამიწას მაშინ შენ სულით აღიქვამ ამ ყველაფერს,გეწვის როგორც ჭრილობაზე დაყრილი მარილი. 
განსაკუთრებით კი ღამით,როცა გარეგნული უკუნი სხეულშიც აღწევს და ხედავ საკუთარ თავს მარტოდმარტოს სამყაროში და ხალხით საფლავთან.
თუმცა შენ კარგად იცი როგორ უნდა აიტანო ეს ყველაფერი,კარგად იცნობ ადამიანთა დამახინჯებულ სულებს,სრულყოფილებას რომ ჩემულობენ და ერთმანეთის გრძნობებით არსებობენ.
შენ არასდროს გაუბრაზდები მათ,ისინი კი სწორედ ამიტომ გაგიმეტებენ მარტოობისთვის.
შენ სამყარო ხარ რომელშიც ყველაფერი იმდენია რომ ყველას ეყოფა. და შენ უნდა ადგე ეს ტვირთი ზურგზე მოიკიდო და ყველას კართან დაუტოვო თავისი წილი ბედნიერება. 
ეს ალბათ ყველაზე დიდი ტკივილია,იყო მარტო საკუთარ შეშლილ ბუნებასთან.     

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები