ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კორნელი ჭყონია
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
25 მაისი, 2016


....

  მე ვდგავარ იქ სადაც არავინაა,იქ სადაც მთვარეც კი არ ანათებს და თვალთან თითსაც  ვერ მიიტან.
დარწმუნებული ვარ რომ მიმატოვეს.
აი ასე ადგნენ და მიმატოვეს.
მაგრამ ასეთ ადგილასაც კი მარტო არ ვარ,ჩემთან ღმერთია რომელიც ჩემივე სახელით მეკითხება : იქნებ შენ მიატოვე ყველა და არასწორი გზით მიდიხარ ?
არ ვიცი ღმერთო- ეს გზა არაა.
ეს არაფრობაა რომელშიც დავიბადე მე და ჩემს დაბადებას წინ შენი დაბადება უძღვოდა.
მას შემდეგ შემოგეკედლე ისე რომ არც კი მახსოვხარ,მოვდივარ ყოველ ღამით ცოდვებით დამძიმებული და თვალს ვერ გისწორებ,ხშირად კი გულში შენთან შეხვედრისაც კი მერიდება.
რა კარგია რომ ღმერთი და ხარ და არა ადამიანი,მე ხომ ასე მარტივად შევძლებდი მერე შენს მოტყუებას.
ან მიგატოვებდი როგორც სხვებს ან ყველაფერს გავაკეთებდი იმისთვის რომ ტკიპასავით აგკიდებოდი.
რაც უფრო ახლობელი იქნებოდი მით უფრო გატკენდი გულს დაუფიქრებლად.
უხეშად.
ნიშნის მოგებით შენ წინ ხელებს დავუკოცნიდი იმ ადამიანებს რომლებიც ჩვენ საერთოდ არ გვგვანან,უბრალოდ პოპულარობის მიზნით “შევიყვარებდი” მათ.
არ მტკივა ღმერთო შენი ღმერთობა,როგორც ჩანს შენ სითბოს სახით ჩასახლდი ჩემში და ამის  წყალობით მიხარია ღმერთო,შენი არსებობა რომ მტკივა.
ისიც ვერასდროს რომ ვერ გაგისწორებ თვალს.
ყოველ საღამოს ცოდვებით სავსე მოვდივარ სახლში ღმერთო,შენ კი ყოველთვის იქ ხარ სადაც დაგტოვე და მელოდები.
ალბათ ერთ დღეს მეც შემოვაღებ შენი ოთახის კარებს. 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები