ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ორქიდეია
ჟანრი: პოეზია
28 მაისი, 2016


26 მაისი

მაისის  26  წინმსწრები  ტკივილებით,
გონი  გადაღლილი,  ურყევი  ფიქრებით,
მტერი  უსისხარი,  ხმალშემართული  და
გული  დაღარული,  იმედის  მისხლებით.

იურისდიქცია,  ქართული  ეროვნული, 
ფიქრები  იმედებს,  იმედით  მისტირიან,
ტანჯული  საქართველო,  დარდი  და  მისტერია,
გზას ეკლით  დაბურულს,  სილაღე  შესჩენია.

ცა  ისე  იცვლება,  ფერებით,  აღარ  იცის
და მაინც  შიში  აქვს  უფალი  შეეხიდოს,
ხეებმა  გაიღვიძეს,  ფოთლები  შეარხიეს,
ითხოვენ  ქვეყანა,  აქ,  აღარ  დაიბინდოს.

ღელავს  მაყრიონი,  ქართველ  ათლეტების,
არა  ფიზიკური,  გონით  აზარტების,
მუხლი  მოიყარეს მხურვალე ლოცვებით,
იმედი  უმართლდებათ  თითქოსდა გამარტების.

ცისკარმა  გაანათა,  გამთენია,  ქათველთა  ცისიონის
აქ  მიწაც  კი  მღერის,  დღეს, იმედით  იცქერიან
იღბალმა იკეთილა  ქართველთა  მისიონრის
განა  დრო  აღარ  არის,  ტკივილი  გვითმენია.


ცას  ასწვდა  სიხარული,  რამდენი  გამოსცადეს,
უთვლელი  სისასტიკე,  წართმევა, დამცირება,
ახდა  დღე , დამოუკიდებლობის  მოგვეცა,  გამოცხადდა
მტერი კი,  მტარვალი,  სანაცვლოდ  იწირება.
                                           



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები